უილიამ ჯოზეფ ბარნსი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|უილიამ ჯოზეფ ბარნსი}} |
უილიამ ჯოზეფ ბერნსი (დაი. 4 აპრილი, 1956) - ამერიკელი დიპლომატი და ელჩი. დაინიშნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად 2021 წლის 19 მარტიდან. 2011 წლიდან 2014 წლამდე ის იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე. მან აშშ–ს საგარეო სამსახური დატოვა 33–წლიანი დიპლომატიური კარიერის შემდეგ. 2014-2021 წლებში, იგი მუშაობდა კარნეგის საერთაშორისო ფონდი მშიდობისთვის - პრეზიდენტად.
ბერნსი მუშაობდა შეერთებული შტატების ელჩად იორდანიაში 1998 წლიდან 2001 წლამდე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში - 2001 წლიდან 2005 წლამდე, აშშ-ს ელჩად რუსეთის ფედერაციაში - 2005 წლიდან 2008 წლამდე და სახელმწიფო მდივნის მოადგილედ პოლიტიკურ საქმეთა საკითხებში 2008 წლიდან 2011 წლამდე.
2021 წლის იანვარში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ბერნსი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დაასახელა. იგი ერთხმად აირჩიეს 2021 წლის 18 მარტს, დირექტორის ფიცი ოფიციალურად დადო 2021 წლის 19 მარტს, ხოლო საზეიმოდ 2021 წლის 23 მარტს დაიფიცა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან.