პაბლო საბალეტა
პაბლო ხავიერ საბალეტა ხიროდი (ესპ. Pablo Javier Zabaleta; დ. 16 იანვარი, 1985, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონი 20-წლამდელთა შორის,[3] 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 2014 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2023 წლის იანვრიდან ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | პაბლო ხავიერ საბალეტა ხიროდი | ||
დაბადების თარიღი | 16 იანვარი, 1985[1] | ||
დაბადების ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 176 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ალბანეთი (ასისტენტი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995–1997 | ობრას სანიტარიასი | ||
1997–2002 | სან-ლორენსო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2002–2005 | სან-ლორენსო | 66 | (8) |
2005–2008 | ესპანიოლი | 79 | (3) |
2008–2017 | მანჩესტერ სიტი | 230 | (9) |
2017–2020 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | 73 | (0) |
სულ | 448 | (20) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2003–2005 | არგენტინა 20-წლ. | 28 | (4) |
2008 | არგენტინა 23-წლ. | 9 | (0) |
2005– | არგენტინა | 58 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2023– | ალბანეთი (ასისტენტი) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბუენოს-აირესში დაბადებული საბალეტა გაიზარდა არესიფესში. კარიერა დაიწყო 2002 წელს 12 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც ადგილობრივი „ობრას სანიტარიასიდან“ საფეხბურთო კლუბ სან-ლორენსო დე ალმაგროს ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. თავდაპირველად იგი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ შემდეგ მარჯვენა ნახევარმცველად განაგრძო თამაში.
საბალეტა „ესპანიოლში“ 2005 წელს 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მას შემდეგ, რაც მისი კაპიტნობით არგენტინის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა 2005 წლის ფიფას მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. 2005–06 წლების სეზონში „ესპანიოლთან“ ერთად კოპა დელ რეის დაეუფლა, როდესაც ფინალში მისმა კლუბმა „რეალ სარაგოსას“ დამაჯერებელი ანგარიშით 4–1 მოუგო. საბალეტამ შეხვედრის მთელი 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.
2007 წლის იანვარში მიღებულმა მხრის ტრავმამ მოედანს თითქმის სამი თვის განმავლობაში ჩამოაცილა, თუმცა ამ დროისთვის იგი უკვე გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლებოდა. მოგვიანებით, სეზონის ბოლოს, მან მონაწილეობა მიიღო 2006–07 წლების უეფას თასის ფინალში, სადაც „ესპანიოლი“ პენალტების სერიაში ასევე ესპანურ „სევილიასთან“ დამარცხდა.
2008 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც უარი თქვა „იუვენტუსის“ შეთავაზებაზე, საბალეტა პრემიერ-ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა.[4] თავისი პირველი გოლი „სიტის“ რიგებში 2009 წლის 17 იანვარს „უიგან ატლეტიკის“ კარში გაიტანა და მატჩიც საბოლოოდ „ქალაქელთა“ გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[5]
„მანჩესტერ სიტისთან“ ერთად საბალეტამ ინგლისური ფეხბურთის ყველა მთავარი ჯილდო მოიგო: ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი (იხ. საკლუბო მიღწევები).
2017 წლის ზაფხულში ლონდონურ კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ გადასვლამდე საბალეტამ „მანჩესტერ სიტიში“ ცხრა სეზონის განმავლობაში 333 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით.
2020 წლის 16 ოქტომბერს საბალეტამ თავისი პროფესიული საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებამისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2005 წლის 17 აგვისტოს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მატჩი ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშის სტადიონზე გაიმართა და მას 27 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: ლეო ფრანკო, რობერტო აიალა, გაბრიელ ჰაინცე, ლუკას ბერნარდი, ანდრეს დ'ალესანდრო,[კომ. 1] ლუჩო გონსალესი, მაქსი როდრიგესი, ლიონელ სკალონი, ხუან პაბლო სორინი, ერნან კრესპო, ლისანდრო ლოპესი[კომ. 2]. საბალეტა შეხვედრის 82-ე წუთზე ლუჩო გონსალესის ნაცვლად შემოვიდა მოედანზე. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.[6]
მომდევნო სამი შეხვედრა, რომელიც საბალეტამ ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა, არგენტინელთათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. 2005 წლის 3 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გამართული შეხვედრა არგენტინელებმა მინიმალური სხვაობით (0–1) პარაგვაელებთან წააგეს. ეს იყო საბალეტას მეორე სანაკრებო მატჩი, ხოლო მესამედ არგენტინელთა რიგებში მან ზუსტად ერთი წლის შემდეგ 2006 წლის 3 სექტემბერს ბრაზილიელთა წინააღმდეგ „ემირეიტსზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბრაზილიელებმა 3–0 მოიგეს.[7] მომდევნო და რიგით მეოთხე სანაკრებო შეხვედრა იყო ესპანელებთან გამართული ამხანაგური მატჩი, რომელიც მურსიაში, ნუევა-კონდომინაზე შედგა და შავი ერნანდესისა და დავიდ ვილიას გოლების წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.[8]
2007 და 2009 წლებში საბალეტას ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 2010 წელს მხოლოდ ერთი სანაკრებო მატჩი ითამაშა.
სანაკრებო მატჩები
რედაქტირება№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შენიშვნა | შეჯიბრება | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 17.08.2005 | ბუდაპეშტი | უნგრეთი | 1–2 | არგენტინა | 82' | ამხანაგური | [9] |
2 | 03.09.2005 | ასუნსიონი | პარაგვაი | 1–0 | არგენტინა | 84' | მსოფ. შესარჩევი | [10] |
3 | 03.09.2006 | ლონდონი | ბრაზილია | 3–0 | არგენტინა | ამხანაგური | [11] | |
4 | 11.10.2006 | მურსია | ესპანეთი | 2–1 | არგენტინა | ამხანაგური | [12] | |
5 | 26.03.2008 | კაირო | ეგვიპტე | 0–2 | არგენტინა | 90' | ამხანაგური | [13] |
6 | 08.06.2008 | ისტ-რათერფორდი | აშშ | 0–0 | არგენტინა | 77' | ამხანაგური | [14] |
7 | 10.09.2008 | ლიმა | პერუ | 1–1 | არგენტინა | 87' | მსოფ. შესარჩევი | [15] |
8 | 11.08.2010 | დუბლინი | ირლანდია | 0–1 | არგენტინა | 46' | ამხანაგური | [16] |
9 | 09.02.2011 | ჟენევა | არგენტინა | 2–1 | პორტუგალია | 62' | ამხანაგური | [17] |
10 | 01.06.2011 | აბუჯა | ნიგერია | 4–1 | არგენტინა | ამხანაგური | [18] | |
11 | 05.06.2011 | ვარშავა | პოლონეთი | 2–1 | არგენტინა | 46' | ამხანაგური | [19] |
12 | 20.06.2011 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 4–0 | ალბანეთი | 46' | ამხანაგური | [20] |
13 | 06.07.2011 | სანტა-ფე | არგენტინა | 0–0 | კოლუმბია | ჯგუფი A | კოპა ამერიკა | [21] |
14 | 11.07.2011 | კორდოვა | არგენტინა | 3–0 | კოსტა-რიკა | ჯგუფი A | კოპა ამერიკა | [22] |
15 | 16.07.2011 | სანტა-ფე[ა] | არგენტინა | 1–1 | ურუგვაი | 1/4 ფინალი | კოპა ამერიკა | [23] |
16 | 02.09.2011 | კოლკატა | ვენესუელა | 0–1 | არგენტინა | 84' | ამხანაგური | [24] |
17 | 06.09.2011 | დაკა | არგენტინა | 3–1 | ნიგერია | 83' | ამხანაგური | [25] |
18 | 07.10.2011 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 4–1 | ჩილე | მსოფ. შესარჩევი | [26] | |
19 | 11.10.2011 | პუერტო-ლა-კრუსი | ვენესუელა | 1–0 | არგენტინა | 65' | მსოფ. შესარჩევი | [27] |
20 | 11.11.2011 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–1 | ბოლივია | მსოფ. შესარჩევი | [28] | |
21 | 15.11.2011 | ბარანკილია | კოლუმბია | 1–2 | არგენტინა | მსოფ. შესარჩევი | [29] | |
22 | 29.02.2012 | ბერნი | შვეიცარია | 1–3 | არგენტინა | ამხანაგური | [30] | |
23 | 02.06.2012 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 4–0 | ეკვადორი | მსოფ. შესარჩევი | [31] | |
24 | 09.06.2012 | ისტ-რათერფორდი | არგენტინა | 4–3 | ბრაზილია | ამხანაგური | [32] | |
25 | 15.08.2012 | ფრანკფურტი | გერმანია | 1–3 | არგენტინა | 66' | ამხანაგური | [33] |
26 | 12.10.2012 | მენდოსა | არგენტინა | 3–0 | ურუგვაი | მსოფ. შესარჩევი | [34] | |
27 | 16.10.2012 | სანტიაგო | ჩილე | 1–2 | არგენტინა | მსოფ. შესარჩევი | [35] | |
28 | 14.11.2012 | ერ-რიადი | საუდის არაბეთი | 0–0 | არგენტინა | 61' | ამხანაგური | [36] |
29 | 06.02.2013 | სტოკჰოლმი | შვედეთი | 2–3 | არგენტინა | 61' | ამხანაგური | [37] |
30 | 22.03.2013 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 3–0 | ვენესუელა | 86' | მსოფ. შესარჩევი | [38] |
31 | 07.06.2013 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 0–0 | კოლუმბია | 75' | მსოფ. შესარჩევი | [39] |
32 | 10.09.2013 | ასუნსიონი | პარაგვაი | 2–5 | არგენტინა | 69' | მსოფ. შესარჩევი | [40] |
33 | 11.10.2013 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 3–1 | პერუ | მსოფ. შესარჩევი | [41] | |
34 | 15.11.2013 | ისტ-რათერფორდი | ეკვადორი | 0–0 | არგენტინა | 63' | ამხანაგური | [42] |
35 | 18.11.2013 | სენტ-ლუისი | არგენტინა | 2–0 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ამხანაგური | [43] | |
36 | 05.03.2014 | ბუქარესტი | რუმინეთი | 0–0 | არგენტინა | ამხანაგური | [44] | |
37 | 15.06.2014 | რიო-დე-ჟანეირო | არგენტინა | 2–1 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ჯგუფი F | მსოფ. ჩემპ. 2014 | [45] |
38 | 21.06.2014 | ბელუ-ორიზონტი | არგენტინა | 1–0 | ირანი | ჯგუფი F | მსოფ. ჩემპ. 2014 | [46] |
39 | 25.06.2014 | პორტუ-ალეგრი | ნიგერია | 2–3 | არგენტინა | ჯგუფი F | მსოფ. ჩემპ. 2014 | [47] |
40 | 01.07.2014 | სან-პაულუ | არგენტინა | 1–0 | შვეიცარია | 1/8 ფინალი | მსოფ. ჩემპ. 2014 | [48] |
41 | 05.07.2014 | ბრაზილია | არგენტინა | 1–0 | ბელგია | 1/4 ფინალი | მსოფ. ჩემპ. 2014 | [49] |
42 | 09.07.2014 | სან-პაულუ[ბ] | არგენტინა | 0–0 | ნიდერლანდები | 1/2 ფინალი | მსოფ. ჩემპ. 2014 | [50] |
43 | 13.07.2014 | რიო-დე-ჟანეირო | გერმანია | 1–0 | არგენტინა | ფინალი | მსოფ. ჩემპ. 2014 | [51] |
44 | 03.09.2014 | დიუსელდორფი | გერმანია | 2–4 | არგენტინა | 77' | ამხანაგური | [52] |
45 | 11.10.2014 | პეკინი | ბრაზილია | 2–0 | არგენტინა | ამხანაგური | [53] | |
46 | 14.10.2014 | ჰონგ-კონგი | ჰონგ-კონგი | 0–7 | არგენტინა | 60' | ამხანაგური | [54] |
47 | 12.11.2014 | ლონდონი | არგენტინა | 2–1 | ხორვატია | ამხანაგური | [55] | |
48 | 28.03.2015 | ლენდოვერი | სალვადორი | 0–2 | არგენტინა | ამხანაგური | [56] | |
49 | 16.06.2015 | ლა-სერენა | არგენტინა | 1–0 | ურუგვაი | ჯგუფი B | კოპა ამერიკა | [57] |
50 | 20.06.2015 | ვინია-დელ-მარი | არგენტინა | 1–0 | იამაიკა | ჯგუფი B | კოპა ამერიკა | [58] |
51 | 26.06.2015 | ვინია-დელ-მარი[გ] | არგენტინა | 0–0 | კოლუმბია | 1/4 ფინალი | კოპა ამერიკა | [59] |
52 | 30.06.2015 | კონსეპსიონი | არგენტინა | 6–1 | პარაგვაი | 1/2 ფინალი | კოპა ამერიკა | [60] |
53 | 04.07.2015 | სანტიაგო[დ] | ჩილე | 0–0 | არგენტინა | ფინალი | კოპა ამერიკა | [61] |
54 | 13.10.2015 | ასუნსიონი | პარაგვაი | 0–0 | არგენტინა | 34' | მსოფ. შესარჩევი | [62] |
55 | 02.09.2016 | მენდოსა | არგენტინა | 1–0 | ურუგვაი | მსოფ. შესარჩევი | [63] | |
56 | 06.09.2016 | მერიდა | ვენესუელა | 2–2 | არგენტინა | მსოფ. შესარჩევი | [64] | |
57 | 07.10.2016 | ლიმა | პერუ | 2–2 | არგენტინა | 69' | მსოფ. შესარჩევი | [65] |
58 | 10.11.2016 | ბელუ-ორიზონტი | ბრაზილია | 3–0 | არგენტინა | მსოფ. შესარჩევი | [66] |
არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში
რედაქტირებაარგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში მან 2008 წლის 6 თებერვალს გვატემალის ნაკრების წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის „მემორიალ კოლიზეუმზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი არგენტინელებმა 5–0 მოიგეს.[67][68][69][70][71]
ასევე იყო 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე არგენტინის ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრი, სადაც მან ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
ოლიმპიურ თამაშებზე ჩატარებული მატჩები
რედაქტირება№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შენიშვნა | შეჯიბრება | წყარო | ვიდეო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 07.08.2008 | შანხაი | კოტ-დ’ივუარი | 1–2 | არგენტინა | ჯგუფი A | ოლიმპ. თამ. 2008 | [72] | |
3 | 10.08.2008 | შანხაი | არგენტინა | 1–0 | ავსტრალია | ჯგუფი A | ოლიმპ. თამ. 2008 | [73] | |
2 | 13.08.2008 | პეკინი | არგენტინა | 2–0 | სერბეთი | ჯგუფი A | ოლიმპ. თამ. 2008 | [74] | |
4 | 16.08.2008 | შანხაი | არგენტინა | 2–1 | ნიდერლანდები | 1/4 ფინალი | ოლიმპ. თამ. 2008 | [75] | [76] |
5 | 19.08.2008 | პეკინი | არგენტინა | 3–0 | ბრაზილია | 1/2 ფინალი | ოლიმპ. თამ. 2008 | [77] | [78] |
6 | 23.08.2008 | პეკინი | ნიგერია | 0–1 | არგენტინა | ფინალი | ოლიმპ. თამ. 2008 | [79] | [80] |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- კოპა დელ რეი: 2006
- ინგლისის პრემიერლიგა: 2011–12, 2013–14[81]
- ინგლისის ასოციაციის თასი: 2010–11,[82] ფინალისტი: 2012–13[83]
- ინგლისის ლიგის თასი: 2013–14,[84] 2015–16[85]
- ინგლისის სუპერთასი: 2012[86]
სანაკრებო
რედაქტირება- მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 2014
- კოპა ამერიკის ვიცე-ჩემპიონი: 2015
ინდივიდუალური
რედაქტირებასტატისტიკა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაკლუბი | სეზონი | ლიგა | თასი[ა] | ლიგის თასი | კონტინენტური[ბ] | სხვა[გ] | Total | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
სან-ლორენსო | 2002–03 | არგენტინის პრიმერა | 11 | 0 | — | — | 1 | 0 | — | 12 | 0 | |||
2003–04 | არგენტინის პრიმერა | 27 | 3 | — | — | 3 | 0 | — | 30 | 3 | ||||
2004–05 | არგენტინის პრიმერა | 28 | 5 | — | — | 9 | 0 | — | 37 | 5 | ||||
სულ | 66 | 8 | — | — | 13 | 0 | — | 79 | 8 | |||||
ესპანიოლი | 2005–06 | ლა ლიგა | 27 | 2 | 1 | 0 | — | 7 | 0 | — | 35 | 2 | ||
2006–07 | ლა ლიგა | 20 | 0 | 0 | 0 | — | 9 | 0 | 2 | 0 | 31 | 0 | ||
2007–08 | ლა ლიგა | 32 | 1 | 4 | 0 | — | — | — | 36 | 1 | ||||
სულ | 79 | 3 | 5 | 0 | — | 16 | 0 | 2 | 0 | 102 | 3 | |||
მანჩესტერ სიტი |
2008–09 | პრემიერ-ლიგა | 29 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 11 | 0 | — | 42 | 1 | |
2009–10 | პრემიერ-ლიგა | 27 | 0 | 4 | 0 | 4 | 0 | — | — | 35 | 0 | |||
2010–11 | პრემიერ-ლიგა | 26 | 2 | 7 | 0 | 1 | 0 | 11 | 0 | — | 45 | 2 | ||
2011–12 | პრემიერ-ლიგა | 21 | 1 | 1 | 0 | 4 | 0 | 5 | 0 | 0 | 0 | 31 | 1 | |
2012–13 | პრემიერ-ლიგა | 30 | 2 | 6 | 1 | 0 | 0 | 5 | 0 | 1 | 0 | 42 | 3 | |
2013–14 | პრემიერ-ლიგა | 35 | 1 | 3 | 0 | 4 | 0 | 6 | 0 | — | 48 | 1 | ||
2014–15 | პრემიერ-ლიგა | 29 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 6 | 1 | 0 | 0 | 36 | 2 | |
2015–16 | პრემიერ-ლიგა | 13 | 0 | 3 | 0 | 3 | 0 | 3 | 0 | — | 22 | 0 | ||
2016–17 | პრემიერ-ლიგა | 20 | 1 | 4 | 1 | 1 | 0 | 7 | 0 | — | 32 | 2 | ||
სულ | 230 | 9 | 30 | 2 | 18 | 0 | 54 | 1 | 1 | 0 | 333 | 12 | ||
ვესტ ჰემ იუნაიტედი |
2017–18 | პრემიერ-ლიგა | 37 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | — | — | 39 | 0 | ||
2018–19 | პრემიერ-ლიგა | 26 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | — | — | 27 | 0 | |||
2019–20 | პრემიერ-ლიგა | 10 | 0 | 2 | 1 | 2 | 0 | — | — | 14 | 1 | |||
სულ | 73 | 0 | 4 | 1 | 3 | 0 | — | — | 80 | 1 | ||||
სულ ჯამში | 448 | 20 | 39 | 3 | 21 | 0 | 83 | 1 | 3 | 0 | 594 | 24 |
- ↑ მათ შორის კოპა დელ რეი, ინგლისის ასოციაციის თასი
- ↑ მათ შორის ლიბერტადორესის თასი, კოპა სუდამერიკანა, რეკოპა სუდამერიკანა, უეფა-ს ევროპა ლიგა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
- ↑ მათ შორის ესპანეთის საფეხბურთო სუპერთასი, ინგლისის სუპერთასი
სანაკრებო
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
არგენტინა [91][92] |
2005 | 2 | 0 |
2006 | 2 | 0 | |
2008 | 3 | 0 | |
2010 | 1 | 0 | |
2011 | 13 | 0 | |
2012 | 7 | 0 | |
2013 | 7 | 0 | |
2014 | 12 | 0 | |
2015 | 7 | 0 | |
2016 | 4 | 0 | |
ჯამში | 58 | 0 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასოციალური ქსელები |
---|
ფოტო, ვიდეო და აუდიო |
---|
TCDb |
თემატური საიტები |
---|
AFS · AS.com · BDFA · FBref.com · FootballDatabase.eu · L’Équipe · National Football Teams.com · Olympedia · Soccerbase · Soccerway · Transfermarkt · worldfootball.net · Internet Movie Database |
კომენტარები
რედაქტირება- ↑ შეხვედრის 90-ე წუთზე ანდრეს დ'ალესანდრო მარიო სანტანამ შეცვალა.
- ↑ მატჩის 64-ე წუთზე ლისანდრო ლოპესის ნაცვლად ლიონელ მესი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2014 FIFA World Cup Brazil List of Players // FIFA
- ↑ Pablo Zabaleta: Overview // premierleague.com
- ↑ Historial frente a Nigeria: triunfo argentino y consagración mundial
- ↑ Zabaleta rejects Juventus in favour of move to 'paradise'
- ↑ Man City 1–0 Wigan / Chris Bevan // BBC Sport
- ↑ Hungary 1–2 Argentina / Puskás Ferenc Stadion (Budapest)
- ↑ Brazil 3–0 Argentina / Emirates Stadium (London)
- ↑ Spain 2–1 Argentina / Estadio Enrique Roca de Murcia (Murcia)
- ↑ Hungary 1–2 Argentina / Ferenc Puskás Stadium, Budapest
- ↑ Paraguay 1–0 Argentina / Los Defensores Del Chaco, Asuncion
- ↑ Brazil 3–0 Argentina / Emirates Stadium, London
- ↑ Spain 2–1 Argentina / Estadio Nueva Condomina, Murcia
- ↑ Egypt 0–2 Argentina / Cairo
- ↑ USA 0–0 Argentina / Giants Stadium, East Rutherford
- ↑ Peru 1–1 Argentina / Estadio Monumental, Lima
- ↑ Republic of Ireland 0–1 Argentina / Aviva Stadium, Dublin
- ↑ Argentina 2–1 Portugal / Stade de Genève, Geneva
- ↑ Nigeria 4–1 Argentina / Abuja National Stadium
- ↑ Poland 2–1 Argentina / Stadion Wojska Polskiego, Warsaw
- ↑ Argentina 4–0 Albania / Estadio Monumental, Buenos Aires
- ↑ Argentina 0–0 Colombia / Estadio General Estanislao Lopez
- ↑ Argentina 3–0 Costa Rica / Estadio Mario Alberto Kempes
- ↑ Argentina 1–1 Uruguay / Estadio General Estanislao Lopez
- ↑ Venezuela 0–1 Argentina / Salt Lake Stadium, Kolkota
- ↑ Argentina 3–1 Nigeria / Bangabandhu National Stadium, Dhaka
- ↑ Argentina 4–1 Chile / Estadio Monumental, Buenos Aires
- ↑ Venezuela 1–0 Argentina / Estadio José Antonio Anzoátegui
- ↑ Argentina 1–1 Bolivia / Estadio Monumental, Buenos Aires
- ↑ Colombia 1–2 Argentina / Estadio Metropolitano R. Meléndez
- ↑ Switzerland 1–3 Argentina / Stade de Suisse, Berne
- ↑ Argentina 4–0 Ecuador / Estadio Monumental, Buenos Aires
- ↑ Argentina 4–3 Brazil / MetLife Stadium, East Rutherford
- ↑ Germany 1–3 Argentina / Commerzbank Arena, Frankfurt
- ↑ Argentina 3–0 Uruguay / Estadio Malvinas Argentinas, Mendoza
- ↑ Chile 1–2 Argentina / Estadio Nacional Julio Martínez Prádanos
- ↑ Saudi Arabia 0–0 Argentina / King Fahd International Stadium
- ↑ Sweden 2–3 Argentina / Friends Arena, Stockholm
- ↑ Argentina 3–0 Venezuela / Estadio Monumental, Buenos Aires
- ↑ Argentina 0–0 Colombia / Estadio Monumental, Buenos Aires
- ↑ Paraguay 2–5 Argentina / Los Defensores Del Chaco, Asuncion
- ↑ Argentina 3–1 Peru / Estadio Monumental, Buenos Aires
- ↑ Ecuador 0–0 Argentina / MetLife Stadium, East Rutherford
- ↑ Argentina 2–0 Bosnia and Herzegovina / Busch Soccer Park
- ↑ Argentina 0–0 Argentina / Arena Națională, Bucharest
- ↑ Argentina 2–1 Bosnia and Herzegovina / Maracanã, Rio de Janeiro
- ↑ Argentina 1–0 Iran / WC 2014. Estádio Mineirão, Belo Horizonte
- ↑ Nigeria 2–3 Argentina / WC 2014. Estadio Beira-Rio, Porto Alegre
- ↑ Argentina 1–0 Switzerland / Arena Corinthians, São Paulo
- ↑ Argentina 1–0 Belgium / Estádio Nacional Mané Garrincha, Brasilia
- ↑ Argentina 0–0 Netherlands / Arena Corinthians, São Paulo
- ↑ Germany 1–0 Argentina / Maracanã, Rio de Janeiro
- ↑ Germany 2–4 Argentina / Esprit Arena, Düsseldorf
- ↑ Brazil 2–0 Argentina / Beijing National Stadium, Beijing
- ↑ Hong Kong 0–7 Argentina / Hong Kong Stadium, Hong Kong
- ↑ Argentina 2–1 Croatia / Upton Park London, England
- ↑ El Salvador 0–2 Argentina / FedExField, Landover
- ↑ Argentina 1–0 Uruguay / Estadio La Portada, La Serena, Chile
- ↑ Argentina 1–0 Jamaica / Estadio Sausalito, Vina del Mar, Chile
- ↑ Argentina 0–0 Colombia / Estadio Sausalito, Vina del Mar, Chile
- ↑ Argentina 6–1 Paraguay / Estadio Municipal de Concepcion, Chile
- ↑ Chile 0–0 Argentina / Estadio Nacional Julio Martínez Prádanos
- ↑ Paraguay 0–0 Argentina / Los Defensores Del Chaco, Asuncion
- ↑ Argentina 1–0 Uruguay / Estadio Malvinas Argentinas, Mendoza
- ↑ Venezuela 2–2 Argentina / Estadio Metropolitano de Mérida
- ↑ Peru 2–2 Argentina / Estadio Nacional de Perú, Lima
- ↑ Brazil 3–0 Argentina / Estádio Mineirão, Belo Horizonte
- ↑ Argentina 5–0 Guatemala / Memorial Coliseum, Los Angeles
- ↑ Argentina 5–0 Guatemala / Los Angeles Memorial Coliseum
- ↑ Argentina 5–0 Guatemala / Sin esforzarse, los pamperos golearon
- ↑ Argentina 5–0 Guatemala / Un paseo por Los Angeles // ESPN
- ↑ Argentina goleó 5-0 a Guatemala // La Jornada
- ↑ Côte d'Ivoire 1–2 Argentina / Shanghai Stadium, Shanghai
- ↑ Argentina 1–0 Australia / Shanghai Stadium, Shanghai
- ↑ Argentina 2–0 Serbia / Workers' Stadium, Beijing
- ↑ Argentina 2–1 Netherlands / Shanghai Stadium, Shanghai
- ↑ Argentina 2-1 Netherlands #Olympic Games 2008 Quarter Finals
- ↑ Argentina 3–0 Brazil / Beijing National Stadium, Beijing
- ↑ Argentina 3-0 Brazil #Olympic Games Semi-Final 2008
- ↑ Nigeria 0–1 Argentina / Beijing National Stadium, Beijing
- ↑ Argentina vs Nigeria - Beijing 2008 Men's Football Final
- ↑ Pablo Zabaleta: Overview // Premier League
- ↑ Man City 1–0 Stoke / Phil McNulty // BBC Sport
- ↑ Man City 0–1 Wigan / Phil McNulty // BBC Sport
- ↑ Man City 3–1 Sunderland / Phil McNulty // BBC Sport
- ↑ Liverpool 1–1 Man City / Phil McNulty // BBC Sport
- ↑ Chelsea 2–3 Man City / Ben Smith // BBC Sport
- ↑ Premier League Team of the Year // BBC Sport
- ↑ Awards time for Craig and Pablo // mcfc.co.uk
- ↑ Etihad Player of the Month: Pablo Zabaleta // mcfc.co.uk
- ↑ Etihad Player of the Month: Pablo Zabaleta // mcfc.co.uk
- ↑ Pablo Zabaleta International matches // 11v11.com
- ↑ Pablo Javier Zabaleta - International Appearances // rsssf.org