მთავარი მენიუს გახსნა

მაქსიმილიანო რუბენ „მაქსი“ როდრიგესი (დ. 2 იანვარი, 1981, როსარიო, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „ლივერპულში“. მისი მეტსახელია ლა-ფეირა, თამაშობს ნახევარმცველის და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.[1]

მაქსი როდრიგესი
Maximiliano Rubén Rodríguez.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მაქსიმილიანო რუბენ როდრიგესი
დაბადების
თარიღი
2 იანვარი, 1981 (1981-01-02) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
როსარიო, არგენტინა
სიმაღლე 1.8 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი/შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პენარიოლი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
ნიუელს-ოლდ-ბოისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2002 ნიუელს-ოლდ-ბოისი 57 (20)
2002–2005 ესპანიოლი 111 (26)
2005–2010 ატლეტიკო მადრიდი 121 (32)
2010–2012 ლივერპული 57 (15)
2012–2017 ნიუელს-ოლდ-ბოისი 138 (48)
2017– პენარიოლი 43 (15)
სულ 527 (156)
ეროვნული ნაკრები
2001 არგენტინა 20 წლ. 7 (4)
2003–2014 არგენტინა 57 (16)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 ნოემბერი, 2018

საკლუბო კარიერარედაქტირება

ნიუელს ოლდ ბოისირედაქტირება

როდრიგესის პირველი კლუბი არგენტინის პირველ დივიზიონში მოასპარეზე „ნიუელს ოლდ ბოისი“, სადაც მან დაჰყო სამი სეზონი.

ესპანიოლირედაქტირება

2002 წელს ის გადაბრგდა ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ესპანიოლში“. იმავე წლის 2 სექტემბერს სადებიუტო მატჩში მისი გუნდი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დამარცხდა, ანგარიშით 0-2. კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 37 მატჩი და გაიტანა 15 გოლი.

ატლეტიკო მადრიდირედაქტირება

2005-06 წლების საფეხბურთო სეზონის დასაწყისში როდრიგესი გადავიდა მადრიდის „ატლეტიკოში“ 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[2] მეორე სეზონში მან მიიღო ტრავმა, რის შედეგადაც მხოლოდ 10 მატჩის გამართვა შეძლო სეზონის განმვალობაში.[3]

2007 წელს ფერნანდო ტორესის „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ, როდრიგესი გახდა „ატლეტიკოს“ კაპიტანი.

ლივერპულირედაქტირება

2010 წლის 13 იანვარს როდრიგესი გადავიდა „ლივერპულში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით, მოაწერა ხელი სამწლინახევრიან კონტრაქტს[4] და გადასცეს 17-ნომრიანი მაისური.[5]

მან სადებიუტო მატჩი გამართა „სტოკ სიტის“ წინააღმდეგ, სადაც მეორე ნახევარში შევიდა მოედანზე. სასტარტო მატჩებში როდრიგესმა ორი შედეგიანი გადაცემა გაუკეთა ფერნანდო ტორესს. პირველი გოლი გაიტანა „ბარნლისთან“ 4-0 მოგებულ შეხვედრაში, 2010 წლის 25 აპრილს.[6]

2010-11 წლების სეზონი ნაყოფიერი აღმოჩნდა როდრიგესისთვის, გაიტანა 10 გოლი.

2011 წლის 8 ივლისს როდრიგესმა 17 ნომრიანი მაისური შეიცვალა 11 ნომრიანით.

სანაკრებო კარიერარედაქტირება

როდრიგესმა 2001 წელს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც იმართებოდა არგენტინაში. 7 მატჩში გაიტანა 4 გოლი.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2003 წლის 8 ივნიის, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც ის გოლით გამოირჩა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 41 მატჩი და გატანილი აქვს 12 გოლი.

საკლუბო სტატისტიკარედაქტირება

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი საერთაშორისო
საკლუბო ტურნირები
ჯამში
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
ლივერპული 2011–12 6 2 4 2 0 0 10 4
2010–11 28 10 1 0 6 0 35 10
2009–10 17 1 0 0 0 0 17 1
Total 51 13 5 2 6 0 62 15
ატლეტიკო 2009–10 14 2 2 5 8 1 24 8
2008–09 33 6 0 0 6 3 39 9
2007–08 35 8 0 0 4 0 39 8
2006–07 10 6 0 0 0 0 10 6
2005–06 29 10 4 1 0 0 33 11
Total 121 32 6 6 18 4 145 42
ესპანიოლი 2004–05 37 15 0 0 0 0 37 15
2003–04 37 4 0 0 0 0 37 4
2002–03 37 7 0 0 0 0 37 7
Total 111 26 0 0 0 0 111 26
ნიუელს ოლდ ბოისი 2001–2002 33 15 0 0 0 0 33 15
2000–2001 18 5 0 0 0 0 18 5
1999–2000 6 0 0 0 0 0 6 0
Total 57 20 0 0 0 0 57 20
ჯამში 340 91 11 8 24 4 375 103

ტიტულებირედაქტირება

მსოფლიოს 20-წლმადე ნაკრებთა მსოფლიო თასის ჩემპიონი: 2001

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. A2BWorldCup biography
  2. Al final llegaron a buen puerto (Finally they agreed); ESPN Deportes, 29 June 2005 (ესპანური)
  3. Maxi Rodriquez, Petrov out for six months; ESPNsoccernet, 16 October 2006
  4. Maxi makes Reds move. Sky Sports (13 January 2010). წაკითხვის თარიღი: 13 January 2010.
  5. In profile: Our new no. 17; Liverpool's official website
  6. Smith, Rory. “Burnley 0 Liverpool 4: match report“, The Daily Telegraph, 25 April 2010. წაკითხვის თარიღი: 27 May 2010.