ემირეიტსი (სტადიონი)

საფეხბურთო სტადიონი ლონდონში

ემირეიტსი, ოფიციალურად ემირეიტს-სტედიუმი (ინგლ. Emirates Stadium), — საფეხბუთო სტადიონი ინგლისის დედაქალაქ ლონდონში. საფეხბურთო კლუბ არსენალის საშინაო არენა. იტევს 60 272 მაყურებელს და ამ მაჩვენებლით მესამეა ინგლისში უემბლისა და ოლდ ტრაფორდის შემდეგ.

ემირეიტსი
Emirates Stadium
მდებარეობა ლონდონი, ინგლისი
გაიხსნა 22 ივლისი, 2006
ოპერატორი არსენალი
კონსტრუქციის ღირებულება £470 მილიონი
არქიტექტორი კომპანია „Populous“
ტევადობა 60,272[1]
გუნდები
არსენალი ლონდონი

სტადიონის მშენებლობა 2004 წლის თებერვალში დაიწყო, მთავარი სპონსორი კი კომპანია „Emirates Airline“ იყო. არსენალის მატჩების გარდა, ემირეიტსი მასპინძლობს მუსიკალურ კონცერტებსა და ბრაზილიის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Premier League Handbook 2014/15 (PDF). Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-20. ციტირების თარიღი: 2015-03-24.