ჩუღურეთი
ჩუღურეთი — თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ადმინისტრაციულად სვანეთისუბანთან და კუკიასთან ერთად ერთიანდება ჩუღურეთის რაიონის შემადგენლობაში.
მდებარეობა
რედაქტირებაჩუღურეთს აღმოსავლეთიდან კუკიისა და სვანეთისუბნიდან გამოჰყოფს რკინიგზის ხაზი, რომელიც ცოტნე დადიანის, გიორგი ჩიტაიას და არნოლდ ჩიქობავას ქუჩების პარალელურად გადის, სამხრეთიდან ავლაბართან საზღვარი გადის ელენე ახვლედიანის ხევზე, დასავლეთიდან მდინარე მტკვრით გამოყოფილია ვერასა და მთაწმინდისგან, ჩრდილოეთით კი დიდუბისგან გამოჰყოფს თამარ მეფის გამზირი.
ჩუღურეთი დღესდღეობით თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური და საქმიანი უბანია, თბილისურ მეტყველებაში უბანს ერთიან ნაწილად, როგორც ჩუღურეთს ნაკლებად მოიხსენიებენ, მეტად პოპულარულია და საზოგადოებაში დამკვიდრებულია ტოპონომები: ოქროსუბანი, პლეხანოვი და ვორონცოვი, რომლებითაც ჩუღურეთის სხვადასხვა ნაწილს მოიხსენიებენ და მათ შორის საზღვრები პირობითია.
ჩუღურეთში მდებარეობს თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი დავით აღმაშენებლის გამზირი, უბნის სხვა მნიშვნელოვანი გამზირები, ქუჩები და მოედნებია:აბასთუმნის ქუჩა, ვაგზლის მოედანი, მურმან ლებანიძის ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, სურამის ქუჩა, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩა, ხვამლის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, კოტე ფოცხვერაშვილის ქუჩა, ია კარგარეთელის ქუჩა, დიმიტრი უზნაძის ქუჩა, გიორგი ჩიტაიას ქუჩა, გია ყანჩელის ქუჩა, გოგი დოლიძის ქუჩა, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ლუი პასტერის ქუჩა, ორდე დგებუაძის ქუჩა, გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა, ჯანსუღ კახიძის ქუჩა, დავით კლდიაშვილის ქუჩა, პორფილე ჩანჩიბაძის ქუჩა, უშანგი ჩხეიძის ქუჩა, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა, ანაკლიის ქუჩა, გიორგი ტეტელაშვილის ქუჩა, გრიგოლ სხულუხიას ქუჩა, გიორგი ერისთავის ქუჩა, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა და მოედანი, ანდრია ბენაშვილის ქუჩა, ახალციხის ქუჩა, სანქტ-პეტერბურგის ქუჩა, ოსიაურის ქუჩა, ლენტეხის ქუჩა, მერაბ მამარდაშვილის ქუჩა, კიტა აბაშიძის ქუჩა, დოდო აბაშიძის ქუჩა, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა, არნოლდ ჩიქობავას ქუჩა, ტერენტი გრანელის ქუჩა, ნიკოლოზ გოცირიძის ქუჩა, ზურაბ ქვლივიძის ქუჩა, შიო არაგვისპირელის ქუჩა, კიევის ქუჩა, კოტე ხიმშიაშვილის ქუჩა, ემილ ვერჰარნის ქუჩა, ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა, ივანე ტურგენევის ქუჩა, ჭოროხის ქუჩა, სიმონ წერეთლის ქუჩა, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩა, რომის ქუჩა, აჯამეთის შესახვევი, ვლადიმერ კანკავას ქუჩა, მაქსიმ გორკის ქუჩა, ლოჭინის ქუჩა, ადიგენის ქუჩა, ზაქარია ქურდიანის ქუჩა, ალექსანდრე ნათიშვილის ქუჩა, ვეძათხევის ქუჩა, ტყვიავის ქუჩა, მოსე გოგიბერიძის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი, ლევ ტოლსტოის ქუჩა, პლატონის ქუჩა, დიდხევის დაღმართი, ალექსანდრე ციმაკურიძის ქუჩა, მიხეილ ბუხაიძის ქუჩა, ნინო ჩხეიძის ქუჩა, მოსე თოიძის ქუჩა, ჩაისუბნის ქუჩა, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა, შოთა გამცემლიძის ქუჩა, ნიკოლოზ ანთელავას ქუჩა, დოქის ქუჩა, კუმისის ქუჩა, სანთლის ქუჩა და სხვა.
ჩუღურეთში მრავალი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება და ორგანიზაცია მდებარეობს, აღსანიშნავია თბილისის ცენტრალური სადგური, მარჯანიშვილის თეატრი, დუმბაძის თეატრი, თბილისის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ნიკო ფიროსმანის მუზეუმი და სხვა; თბილისის მეტროპოლიტენის სადგურები: მარჯანიშვილი და სადგურის მოედანი; ეკლესიები და სასულიერო ცენტრები: თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია, ჩუღურეთის კვირაცხოვლობის ეკლესია, ვარანცოვის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და სხვა.
ისტორია და ეტიმოლოგია
რედაქტირებაპირველად იხსენიება 1707 წელს გაცემულ წყალობის სიგელში სოფელ ჩუხურის სახელით:
ჩუხური ქართულ წერილობით წყაროებში მეორეჯერ გვხვდება ქართლის 1721 წელს აღწერის დავთარში. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ 1735 წელს შედგენილ ტფილისის გეგმაზე დატანილია როგორც სოფელი და ისაზღვრება ჩუღურეთის ხევით, სოფელ კუკიათი, მტკვრით, დიდხევითა და სამგორის მინდვრებით.
სიტყვა წარმოდგება თურქული „ჩუღურ“-დან (ჩეხურ, ჩუკურ) და ქართულად ფოსოს, ორმოს, ღრმა ფლატეს ნიშნავს.
1824 წლიდან შეუერთდა ქალაქს, იგი თბილისის სასოფლო-სამეურნეო და სახელოსნო უბანი იყო, აქ მდინარე მტკვარზე აშენდა ერთმალიანი რკინის ხიდი — მუხრანის ხიდი (ამჟამინდელი ბარათაშვილის ხიდი).
მატერიალური კულტურული ძეგლებიდან შემორჩენილია: კვირაცხოვლის ეკლესია (შუა ფეოდალური ხანა), წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (XVIII-XIX სს.), ღვთისმშობლის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია (XIX ს.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 171.
- ბერიძე, თ.; სირბილაძე, შ. (1977) ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია. თბილისი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩუღურეთი — dzeglebi.ge დაარქივებული 2020-09-23 საიტზე Wayback Machine.
- Чугурети - TravelGeorgia.Ru (რუსული)