ტერენტი გრანელის ქუჩა

ტერენტი გრანელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); გიორგი ჩიტაიას მოედნიდან რკინიგზამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ლუთერანთა შესახვევი (გერმანელ ლუთერანთა სასაფლაოს გამო, რაიონიც ქუჩას ჩრდილოეთ დასავლეთით ესაზღვრებოდა), 1923 წელს 9 იანვრის ქუჩა დაერქვა (1905 წლის 9 იანვრის რევოლუციური მოვლენების სახსოვრად). 1990 წელს ტერენტი გრანელის სახელი ეწოდა.

ტერენტი გრანელის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ახალი კუკია
წინა სახელები ლუთერანთა შესახვევი, ცხრა იანვრის ქუჩა

ქუჩაზეა ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია (1996-1997 წლები) და დგას მაქსიმ გორკის ძეგლი. ქუჩას აქვს 1 შესასვლელი, 1 ჩიხი.

ლიტერატურა

რედაქტირება