თბილისის შერიგების ლუთერანული ეკლესია

თბილისის შერიგების ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია (გერმ. Versöhnungskirche in Tiflis) — თბილისში მდებარე ერთადერთი მოქმედი ლუთერანული ეკლესია და საქართველოში ლუთერანული ეკლესიის ცენტრი. მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეს, ჩუღურეთის რაიონში, ახლანდ. ტერენტი გრანელის ქუჩაზე, ლუთერანთა ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე, კომპლექსი აშენებულია 1996–1997 წლებში (არქიტექტორები: უ. კრეპტი, გივი მეტრეველი).[1]

თბილისის შერიგების ლუთერანული ეკლესია
Versöhnungskirche
თბილისის შერიგების ლუთერანული ეკლესია — თბილისი
თბილისის შერიგების ლუთერანული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′36″ ჩ. გ. 44°48′23″ ა. გ. / 41.710028° ჩ. გ. 44.806611° ა. გ. / 41.710028; 44.806611
რელიგიური კუთვნილება ლუთერანობა
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა თბილისი
კურთხევის წელი 1995
სასულიერო სტატუსი მოქმედი

ეკლესიასთან ფუნქციონირებს ასევე გერმანული თემის სახლი. საკრალურ დარბაზს შენობის საზოგადოებრივ და საცხოვრებელ ნაწილებთან აერთიანებს ორსართულიანი ვესტიბიული. ეკლესიის ტერიტორია კეთილმოწყობილია, ხეივნის დასაწყისში აგებულია საქართველოში მცხოვრები გერმანელი კოლონისტების ხსოვნის მემორიალი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება