ორდე დგებუაძის ქუჩა
ორდე დგებუაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში; დიმიტრი უზნაძის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის სანაპირომდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ერქვა გადასასვლელი ქუჩა. 1900 წელს ტექნიკური ქუჩა ეწოდა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 70-იან წლებში ორდე დგებუაძის სახელი დაერქვა.
ორდე დგებუაძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
წინა სახელები | გადასასვლელი ქუჩა, ტექნიკური ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 58, ISBN 978-99928-20-35-3.