დავით კლდიაშვილის ქუჩა

დავით კლდიაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ოქროსუბანი) მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გიორგი ჩიტაიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 40–50-იან წლებში. ქალაქის 1876 წლის გეგმაზე აღნიშნულია მოლოკნების ქუჩის სახელით, შემდეგ მისიონერის ქუჩა დაერქვა. 1900 წელს ქალაქის სათათბირომ მიანიჭა გენერალ დიმიტრი მილიუტინის სახელი. 1923 წელს დავით კლდიაშვილის სახელი ეწოდა.

დავით კლდიაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ოქროსუბანი
წინა სახელები მოლოკნების ქუჩა, მისიონერის ქუჩა, დიმიტრი მილიუტინის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება