კიევის ქუჩა
კიევის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია); დავით აღმაშენებლის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 20-იან წლებში აქ დასახლდნენ გერმანელი მოახალშენეები და ქუჩასაც გერმანელების ქუჩა ეწოდა (დატანილია თბილისის 1851 წლის გეგმაზე). 1914 წელს ბელგიის ქუჩა დაერქვა (დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე). ეს სახელწოდება უკავშირდება პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, კერძოდ, 1914 წელს გერმანიის მიერ ბელგიის ნეიტრალიტეტის დარღვევასა და მისი ტერიტორიის დაკავებას. XX საუკუნის 50-იან წლებში კიევის ქუჩა დაერქვა.
კიევის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ძველი კუკია |
წინა სახელები | გერმანელების ქუჩა, ბელგიის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 98, ISBN 978-99928-20-35-3.