ივანე ჯავახიშვილის ქუჩა

ივანე ჯავახიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია, ჩუღურეთი). კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 40-იან წლებში. ქუჩა აღნიშნულია თბილისის 1851 წლის გეგმაზე. ადრე ერქვა ნიკოლოზის, 1922-იდან — მიხეილ კალინინის სახელი. ქუჩას და მოედანს ძველი სახელი დაერქვა ნიკოლოზ I-ის პატივსაცემად. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ივანე ჯავახიშვილი, რის გამოც 1990 წელს ქუჩას მისი სახელი ეწოდა. ქუჩაზეა პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია (XIX საუკუნის 70-იანი წლები). წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია (1864), XIX საუკუნის დასასრულს საცხოვრებელი სახლები. №7 სახლში 1889–1901 წლებში ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე, აქვე იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ამჟამად ამ შენობაში განთავისუფლებულია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.

ივანე ჯავახიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები ნიკოლოზის ქუჩა, მიხეილ კალინინის ქუჩა

ლიტერატურარედაქტირება