სადგურის მოედანი
სადგურის მოედანი, 2024 წლამდე — ვაგზლის მოედანი[1] — მოედანი ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია), თამარ მეფის გამზირსა და ნიკოლოზ გოგოლის, ნიკო ფიროსმანისა და აბასთუმნის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნეში, 1872 ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით. რკინიგზის ვაგზლის შენობა და საბაჟო დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე, მოედანი შეტანილია თბილისის 1900 წლის მაგიდის კალენდარში განთავსებულ ქუჩებისა და მოედნების სიაში.
ვაგზლის მოედანი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ვაგზლის მოედნის მიმდებარე ქუჩების რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ სსრკ-გერმანიის (1941-1945) ომამდე დაიწყო. აიღეს მთელი კვარტალი და საგრძნობლად გააფართოვეს მოედანი. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია რკინიგზის ვაგზლის შენობა (1988, არქიტექტორები რევაზ ბაირამაშვილი, შოთა ყავლაშვილი, გივი შავდია, ალექსანდრე (ჯონდო) ჯიბლაძე. ინჟინერი შალვა (მეიერი) გაზაშვილი), ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში — მეტროპოლიტენის ადმინისტრაციული შენობა (1969, არქიტექტორები: ე. კვერნაძე, გივი მელქაძე), რომელშიც ჩაშენებულია მეტრო „სადგურის მოედანი 1“-ის ზედა სადგური. აქვეა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 69, ISBN 978-99928-20-35-3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №272 — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 24 მაისი 2024.