გივი შავდია (დ. 10 დეკემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი ასევე 1998 წელს — ღირსების მედალის მფლობელი ხოლო 2014 წელს მიენიჭა არქიტექტურის რაინდის წოდება.

გივი შავდია
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1934 (1934-12-10) (89 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1959 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით.

1959 წლიდან მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტორად (1975 წლიდან განყოფილების უფროსი); „თბილქალაქპროექტში“ ქალაქთგეგმარების სამმართველოს უფროსად. 1974 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ნამუშევრები: 1970-2000 წლებში თბილისის რეკონსტრუქცია-განვითარების გენერალური გეგმა. რკინიგზის ვაგზლის შენობა (1988; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1992); საცხოვრებელი სახლი ხილიანის ქუჩაზე. ქალაქის ახალი რაიონების: დიღმის, ვარკეთილის, ვაზისუბნის, ზღვისუბანის, ავჭალის, ღრმაღელის, ლოჭინისა და სხვა დეტალური დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტები. კურორტების ცხვარიჭამიას და წყნეთის გენერალური გეგმები; საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მრავალსართულიანი კომპლექსი და სხვა. აქვს ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში. მრავალი კონკურსის, ბიენალეს, დათვალიერების მონაწილე და ლაურეატი, სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ბრინჯაოს მედალი, 1979); ავტორია სამეცნიერო ნაშრომისა „თბილისის ტერიტორიების კომპლექსური ქალაქთგეგმარებითი შეფასება და მიწისქვეშა სივრცეში მშენებლობის ეფექტურობის გამსაზღვრა“.

ორგანიზაციის წევრი რედაქტირება

  • აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1993-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი

ჯილდოები რედაქტირება

  • 1998 — ღირსების მედალი
  • 1992 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1985 — საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ლიტერატურა რედაქტირება

  • თბილისი: ენციკლოპედია. თბ., 2002, გვ. 916
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბ., 2017, გვ. 601
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: ყიფიანი თ., გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2001, გვ. 268

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება