შიო არაგვისპირელის ქუჩა

შიო არაგვისპირელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); ადიგენის ქუჩიდან დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 70-იან წლებში. 1875 წელს ქუჩას ეწოდა ქალაქისთავის — იაზონ თუმანოვის (თუმანიშვილის) სახელი, რომელიც ამ რაიონში მიწის დიდ ნაკვეთს ფლობდა. მის სახელს ატარებდა რამდენიმე ქუჩა. 1900 წელს თუმანოვის III ქუჩას თამარის ქუჩა დაერქვა. როგორც ჩანს, თამარ მეფის პატივსაცემად. 1922 წელს შიო არაგვისპირელის სახელი ეწოდა. აქვს 1 შესახვევი (ყოფილი თამარის შესახვევი), 1 ჩიხი.

შიო არაგვისპირელის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები იაზონ თუმანიშვილის ქუჩა, თუმანოვის III ქუჩას, თამარის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება