გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა
გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); გიორგი ჩიტაიას მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე. ყოფილი სერგო ორჯონიკიძის ქუჩის მონაკვეთი. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. 1922 წლამდე ანდრიას ქუჩა ერქვა (ასეა დატანილი თბილისის 1876 წლის გეგმაზე), შემდეგ — სერგო ორჯონიკიძის, 1930 წელს კარლ მარქსის სახელი ეწოდა, შემდეგ — ისევ ორჯონიკიძის. 1990 წელს ორჯონიკიძის ქუჩის ერთ მონაკვეთს გიორგი ჩუბინაშვილის, ხოლო მეორე მონაკვეთს — თევდორე მღვდელის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები, №22-ში განთავსებულია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.
გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | ახალი კუკია |
წინა სახელები | ანდრიას ქუჩა, სერგო ორჯონიკიძის ქუჩა, კარლ მარქსის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 194, ISBN 978-99928-20-35-3.