სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თევდორე.

თევდორე კველთელი, თევდორე მღვდელი (გ. 1609) — ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირი.

1609 წელს ოსმალთა ჯარი ქართლში შეიჭრა და ცდილობდა გზა გაეკვლია მეფის ბანაკისაკენ. ოსმალებმა სოფ. კველთის მღვდელი თევდორე კველთელი შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. თევდორე კველთელმა მტერი სხვა მიმართულებით გაიტყუა და დააშორა ისინი ცხირეთის ციხეს, სადაც მეფის ბანაკი იდგა. ბოლოს ოსმალები მიუხვდნენ განზრახვას და წამებით მოკლეს. თევდორე კველთელის თავგანწირვამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა და საშუალება მისცა მეფე ლუარსაბ II-ს მომზადებული დახვედროდა მტერს.

ლიტერატურა

რედაქტირება