თევდორე მღვდლის ქუჩა

თევდორე მღვდლის ქუჩა — ქუჩა თბილისში, დიდუბის რაიონში (დიდუბე). თამარ მეფის გამზირიდან სპირიდონ კედიას ქუჩამდე. ყოფილი სერგო ორჯონიკიძის ქუჩის მონაკვეთი. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. 1922-მდე ანდრიას ქუჩა ერქვა (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე), შემდეგ — სერგო ორჯონიკიძის, 1930 წელს კარლ მარქსის სახელი დაერქვა, შემდეგ — ისევ ორჯონიკიძის. 1990 წელს ორჯონიკიძის ქუჩის ერთ მონაკვეთს თევდორე მღვდლის სახელი ეწოდა, მეორეს — გიორგი ჩუბინაშვილისა.

თევდორე მღვდლის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი დიდუბის რაიონი
უბანი დიდუბე
წინა სახელები ანდრიას ქუჩა, სერგო ორჯონიკიძის ქუჩა, კარლ მარქსის ქუჩა, სერგო ორჯონიკიძის ქუჩა

ქუჩაზეა შპს საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყარო“. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულს საცხოვრებელი სახლები. ქუცაზე დგას ეგნატე ფიფიას ბიუსტი (მოქანდაკე კ. მერაბიშვილი. არქიტექტორი გ. ჯაფარიძე). აქვს 2 ჩიხი (I ჩიხი — ყოეფილი ორჯონიკიძის გასასვლელი, შემდეგ — ორჯონიკიძის ჩიხი, II ჩიხი — ყოფილი ოზურგეთის ჩიხი, შემდეგ — ორჯონიკიძის II ჩიხი).

არსებობს მოსაზრება, რომ ქუჩა 1922 წლამდე ატარებდა ერასტი ანდრეევსკის სახელს

ლიტერატურა

რედაქტირება