სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიფია.

ეგნატე ფიფია (დ. 8 იანვარი, 1901, წალენჯიხის რაიონი, ჯვარი — გ. 6 ივლისი, 1979) — ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. მოიხსენიებდნენ „ქართული ქირურგიის მეფედ“.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1940–1950 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიისა და სანჰიგიენის ფაკულტეტებს, ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკას, ხოლო 1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა იმავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ კათედრას. 1943–1953 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე. 1941 წელს ის თბილისის ერთ–ერთი ევაკოჰოსპიტლის წამყვანი ქირურგიც იყო. ეგნატე ფიფიამ ქართულ მედიცინაში დანერგა ღვიძლის მკურნალობის თვისობრივად ახალი მეთოდი. ის სწავლობდა ღვიძლის ექინოკოკს, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანების საკითხებს. ფართოდ დანერგა წყლულვანი დაავადების რადიკალური ოპერაცია. მასვე ეკუთვნის ნაშრომები კუჭის პათოლოგიის პრობლემებზე, რისთვისაც 1977 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენით.

1955 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1969 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება