დიდხევის დაღმართი
დიდხევის დაღმართი — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან ნოე ჟორდანიას სანაპირომდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. თავდაპირველად ამ ადგილას იყო „დიდი ხევი“ რომელზედაც გადიოდა წყლის მზიდავებისათვის მტკვარზე ჩასასვლელი საგანგებო ბილიკი. შემდეგ ხევი ამოავსეს და წარმოიქმნა ქუჩა, რომელსაც დიდხევის დაღმართი დაარქვეს.
დიდხევის დაღმართი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | თარგი:ქვეყნის მონაცემები აქართველო |
ქალაქი |
![]() |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | ჩუღურეთი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 62, ISBN 978-99928-20-35-3.