მოსე თოიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); ალექსანდრე ციმაკურიძის ქუჩიდან სანთლის შესახვევამდე. ჩუღურეთის ერთ-ერთი ძველი ქუჩა. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მექოთნის (მეთუნეთა) ქუჩა (ქუჩაზე განლაგებული იყო კრამიტისა და თიხის ჭურჭლის დამამზადებელი კუსტარული საწარმოები).1953 წელს მოსე თოიძის ქუჩა დაერქვა, აქვს ერთი შესახვევი.

მოსე თოიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ჩუღურეთი
წინა სახელები მექოთნის (მეთუნეთა) ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება