სანთლის შესახვევი
სანთლის შესახვევი — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); ნინო ჩხეიძის ქუჩიდან ელენე ახვლედიანის ხევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. ეს უბანი იყო სანთლის (საეკლესიო და სხვა დანიშნულების) წარმოების ერთ-ერთი კერა.
სანთლის შესახვევი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | ჩუღურეთი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 157, ISBN 978-99928-20-35-3.