ივანე ტურგენევის ქუჩა

ივანე ტურგენევის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია); ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან არნოლდ ჩიქობავას ქუჩამდე. XIX საუკუნის 60-იან წლებში ბაღის (ზემო ბაღის) ქუჩა ერქვა, დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. 1900 წელს ქუჩას ივანე ტურგენევის სახელი ეწოდა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში.

ივანე ტურგენევის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ძველი კუკია
წინა სახელები ბაღის ქუჩა (ზემო ბაღის ქუჩა)

ლიტერატურა რედაქტირება