მიხეილ ბუხაიძის ქუჩა
მიხეილ ბუხაიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); მაქსიმ გორკის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 70-იან წლებში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ჩუღურეთის ქუჩა, 1934 წლის გეგმაზე — როგორც არსენალის გზატკეცილი. მიხეილ ბუხაიძის სახელი ეწოდა 1965 წელს. აქვს 1 შესახვევი. (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც არსენალის შესახვევი, შემდეგ ჩუღურეთის I შესახვევი ერქვა). მიმდინარეობს ქუჩის რეკონსტრუქცია.
მიხეილ ბუხაიძის ქუჩა | |
---|---|
მ. ბუხაიძის ქ. №7 | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
წინა სახელები | ჩუღურეთის ქუჩა, არსენალის გზატკეცილი |
მიხეილ ბუხაიძის II შესახვევი
რედაქტირებამიხეილ ბუხაიძის II შესახვევი — შესახვევი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); წმინდა ნიკოლოზის ქუჩიდან დოქის შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ჩუღურეთის შესახვევი, შემდეგ ჩუღურეთის II შესახვევი ერქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 37, ISBN 978-99928-20-35-3.