მიხეილ ისიდორეს ძე ბუხაიძე (დ. 26 აგვისტო, 1905, სოფ. ჭოგნარი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, — გ. 26 აგვისტო, 1942, სოფ. პრავოურვანსკი, ყაბარდო-ბალყარეთი, რუსეთი) — ქართველი სამხედრო პირი, საბჭოთა არმიის კაპიტანი.

II მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 392-ე ქართულ მსროლელ დივიზიაში, მეთაურობდა ბატალიონს კავკასიისათვის ბრძოლაში. 1942 წლის აგვისტოში სასიკვდილოდ დაიჭრა სოფ. პრავოურვანსკის მიდამოებში (მაისკის რაიონი, ყაბარდო-ბალყარეთი) გერმანიის ჯარების წინააღმდეგ თავისი ბატალიონის კონტრიერიშის ხელმძღვანელობისას. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. პოეტმა ირაკლი აბაშიძემ მას მიუძღვნა ცნობილი ლექსი „კაპიტანი ბუხაიძე“, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სიმღერა (კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი). ბუხაიძის სახელი მინიჭებული აქვს ქუჩას თბილისში.

ლიტერატურა რედაქტირება