ვეძათხევის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); ლოჭინის ქუჩიდან რკინიგზამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის I ნახევარში. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია როგორც ტიტველი მთის ქუჩა, ასევეა თბილისის 1934 წლის გეგმაზეც. 40-იან წლებში ვეძათხევის ქუჩა დაერქვა. აქვს ერთი შესახვევი.

ვეძათხევის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ახალი კუკია
წინა სახელები ტიტველი მთის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება