ვეძათხევი
ვეძათხევი — სოფელი საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი | |
---|---|
ვეძათხევი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭონქაძე |
კოორდინატები | 42°07′53″ ჩ. გ. 44°39′59″ ა. გ. / 42.13139° ჩ. გ. 44.66639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
მოსახლეობა | 18[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭალახევის (არყალის მარჯვენა შენაკადი]) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 10 კილომეტრით.
ტოპონიმი „ვეძათჴევი“ და მასთან დაკავშირებული ჰიდრონიმი „ვეძათჴევისჴევი“ მოხსენიებული აქვს XVIII საუკუნის სწავლულ ვახუშტი ბატონიშვილს არაგვისპირის აღწერისას. 2005 წლიდან ვეძათხევი მოქცეულია მეწყერულ ზონაში, რის გამოც სოფელი თვეობითაა მოწყვეტილი გარესამყაროს. 2015 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვეძათხევი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა და მოსახლეობის ნაწილი სოფლიდან გაასახლეს (რამდენიმე ოჯახს განსახლებაზე უარი ეთქვა, რის გამოც მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს).[2][3]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 51 | 31 | 20 |
2014[1] | 18 | 13 | 5 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 390.
- ვეძათხევი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია და ფოტოგალერეა დაარქივებული 2014-02-01 საიტზე Wayback Machine.
- ვეძათხევი, სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში დოკუმენტური ფილმი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ EMC-ის მიმართვის შედეგად, მეწყერსაშიშ სოფლებში მცხოვრები 7 ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილდა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 20 თებერვალი 2015.
- ↑ EMC სოფელ ვეძათხევის მაცხოვრებლების ინტერესებს სტრასბურგში იცავს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 5 თებერვალი 2018.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.