ზაარბრიუკენის მოედანი

მოედანი თბილისში

ზაარბრიუკენის მოედანი — მოედანი თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (ჩუღურეთის რაიონი). მდებარეობს დავით აღმაშენებლის გამზირსა და დიმიტრი უზნაძის, პლატონის, ლევ ტოლსტოის, მოსე გოგიბერიძის ქუჩებს შორის.

ზაარბრიუკენის მოედანი 2010-იან წლებში.
მ. ვორონცოვის ძეგლი

წარმოიქმნა ყოფილი სოფლის კუკიის ტერიტორიაზე XIX საუკუნის შუა ხანებში. თავდაპირველად კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის საპატივსაცემოდ ვორონცოვის მოედანი ერქვა და ეს სახელი ჩუღურეთის მიკროტოპონიმიკას არაოფიციალურად დღემდე შემორჩა. საბჭოთა პერიოდში, 1925 წელს მოედანს კარლ მარქსის, 1978 წელს კი — თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ზაარბრიუკენის (გერმანია) სახელი ეწოდა.

1867 წელს მოედანზე, ალგეთის ქვით მოპირკეთებულ კვარცხლბეკზე აღიმართა მიხეილ ვორონცოვის ბრინჯაოს ძეგლი (მოქანდაკეები: ნ. პიმენოვი, ვ. კრეიტანი, არქიტექტორი: ო. სიმონსონი), რომელიც საქართველოს თავადაზნაურობის ხარჯებით პეტერბურგში ჩამოისხა. ეს იყო სამხრეთ კავკასიაში დადგმული პირველი თანამედროვე ტიპის ქანდაკება. 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ძეგლი აიღო.

ლიტერატურა

რედაქტირება