პლატონის ქუჩა
პლატონის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); დიდხევის დაღმართიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 80-იან წლებში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში შეტანილია როგორც მონუმენტის შესახვევი. სახელწოდება უკავშირდება ახლანდელ ზაარბრიუკენის მოედანზე 1867 წელს დადგმულ კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის მონუმენტს. 1923 წელს პლატონის სახელი დაერქვა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.
პლატონის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ჩუღურეთი |
წინა სახელები | მონუმენტის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 140, ISBN 978-99928-20-35-3.