ნიკოლოზ პიმენოვი
ნიკოლოზ სტეფანეს ძე პიმენოვი (რუს. Николай Степанович Пименов; დ. 6 დეკემბერი [ძვ. სტ. 24 ნოემბერი], 1812, პეტერბურგი — გ. 17 დეკემბერი [ძვ. სტ. 5 დეკემბერი], 1864, იქვე) — რუსი მოქანდაკე. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1824–1833), იყო მამის, სტეფანე პიმენოვისა და სამუილ გალბერგის მოწაფე. ასწავლიდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1856–1864). გვიანდელი კლასიციზმის წარმომადგენელი. პიმენოვს თავის ნამუშევრებში შეჰქონდა ეროვნული და ჟანრული მოტივები. „ბავშვი, რომელიც მოწყალებას ითხოვს“ (თაბაშირი, 1842, სსრკ სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი; მარმარილო, 1842, რუსული მუზეუმი, 1844, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი).
ნიკოლოზ პიმენოვი | |
---|---|
ნიკოლოზ პიმენოვი | |
დაბადების თარიღი |
24 ნოემბერი/6 დეკემბერი, 1812 პეტერბურგი |
გარდაცვალების თარიღი |
5 დეკემბერი/17 დეკემბერი, 1864 პეტერბურგი |
ეროვნება | რუსი |
საქმიანობა | მოქანდაკე |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 64.