მოსე გოგიბერიძის ქუჩა
მოსე გოგიბერიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკიისა და ჩუღურეთის საზღვარი); ზაარბრიუკენის მოედნიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს. თბილისის რკინიგზის სადგურის აშენების შემდეგ გაიზარდა მისი, როგორც მარცხენა სანაპიროს მე-2 მაგისტრალის მნიშვნელობა. თავდაპირველად ქუჩას დღევანდელი გიორგი ათონელის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე ერქვა ხიდის ქუჩა (ჩუღურეთის ხიდის მიხედვით). ასეა დატანილია თბილისის 1851 წლის გეგმაზე. 1903 წელს ეწოდა ნიკოლოზ ნეკრასოვის სახელი (პოეტის გარდაცვალების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით). 1990 წელს ქუჩის ერთ მონაკვეთს, ზაარბრიუკენის მოედნიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე, მოსე გოგიბერიძის სახელი ეწოდა.[1] 2016 წელს ქუჩას რობერტ ბარძიმაშვილის სახელი დაარქვეს (რადგან ამავე სახელის ორი ქუჩა არსებობდა). მოსახლეობის მოთხოვნით, 2017 წელს ქუჩას აღუდგა ძველი სახელი, ხოლო რობერტ ბარძიმაშვილის სახელი უწოდეს მოსე გოგიბერიძის მეორე ქუჩას (დიღმის მასივში; იხ. რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩა).[2]
მოსე გოგიბერიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | ძველი კუკია, ჩუღურეთი |
წინა სახელები | ხიდის ქუჩა, ნიკოლოზ ნეკრასოვის ქუჩა, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩა |
ქუჩის დასაწყისში დგას არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო საცხოვრებელი სახლი №1 (XIX საუკუნის ბოლო).[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 46, ISBN 978-99928-20-35-3.
- ↑ „რატომ დაარქვეს თბილისში ქუჩებს ერთმანეთის სახელები - განმარტება“. On.ge. 13 ოქტომბერი, 2017. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ საცხოვრებელი სახლი - #2743. კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2024