იტალიის ქუჩა
(გადამისამართდა გვერდიდან ხიდის ქუჩა)
იტალიის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ორბელიანთუბანი); გიორგი ათონელის ქუჩიდან მშრალ ხიდამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში 40-იანი წლების ბოლოს. თავდაპირველად ერქვა ხიდის ქუჩა (სახელწოდება უკავშირდება ჩუღურეთის ხიდს). იწყებოდა ახლანდელი გიორგი ათონელის ქუჩიდან და გრძელდებოდა ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე. დატანილია თბილისის 1851 წლის გეგმაზე. 1903 წელს დაერქვა ნიკოლოზ ნეკრასოვის სახელი. 1948 წელს მონაკვეთს გიორგი ათონელის ქუჩიდან მშრალ ხიდამდე ეწოდა კარლ მარქსის სახელი, 1978 წელს — ზაარბრიუკენის ქუჩა. 1990 წელს ქუჩას აღუდგა ძველი დასახელება — ხიდის ქუჩა. 2006 წელს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ხიდის ქუჩას იტალიის ქუჩა ეწოდა.
იტალიის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ორბელიანთუბანი |
წინა სახელები | ხიდის ქუჩა, ნიკოლოზ ნეკრასოვის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 93, ISBN 978-99928-20-35-3.