Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიღომი.

დიღომი — უბანი თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ველზე. უბანი დაყოფილია 6 კვარტალად. დიღმის მასივის ცენტრალური მაგისტრალია გრიგოლ რობაქიძის გამზირი. ასევე მდებარეობს ბორის პაიჭაძის, ევგენი მიქელაძის, სანდრო ახმეტელის, ჩალაძის და ბელიაშვილის ქუჩები.

გ. რობაქიძის გამზირი

უბანში მდებარეობს 5 საჯარო სკოლა (№ 130, 134, 140, 147, 169), დინამოს საფეხბურთო კლუბი, საფეხბურთო სკოლა ავაზა, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის მთავარი სამმართველო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, მეფე დავით აღმაშენებლის, წმინდა ნინოსა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლები.

პირველი საცხოვრებელი მასივების მშენებლობა დიღომში დაიწყო 1960 წელს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიდუბის ხიდის გასწვრივ გამოიყო 270 ჰექტარი, აქედან 150 ჰა დაეთმო საცხოვრებელ უბნებს, ხოლო დანარჩენი – პარკებს, სპორტულ ბაზებსა და სხვას.