მომხმარებლის განხილვა:Jaba1977/არქივი 23

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lasha-george თემაში სხვ.
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

WAM 2019 Postcard

რედაქტირება

Dear Participants and Organizers,

Congratulations!

It's WAM's honor to have you all participated in Wikipedia Asian Month 2019, the fifth edition of WAM. Your achievements were fabulous, and all the articles you created make the world can know more about Asia in different languages! Here we, the WAM International team, would like to say thank you for your contribution also cheer for you that you are eligible for the postcard of Wikipedia Asian Month 2019. Please kindly fill the form, let the postcard can send to you asap!

Cheers!

Thank you and best regards,

Wikipedia Asian Month International Team --MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 08:16, 3 იანვარი 2020 (UTC)პასუხი

Done --Wiki - ჯაბა 16:41, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი

WAM 2019 Postcard

რედაქტირება
Wikipedia Asian Month 2019
Wikipedia Asian Month 2019

Dear Participants and Organizers,

Kindly remind you that we only collect the information for WAM postcard 31/01/2019 UTC 23:59. If you haven't filled the google form, please fill it asap. If you already completed the form, please stay tun, wait for the postcard and tracking emails.

Cheers!

Thank you and best regards,

Wikipedia Asian Month International Team 2020.01


MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 20:58, 20 იანვარი 2020 (UTC)პასუხი

კოლხეთის სამეფო

რედაქტირება

ჯაბა გამარჯობა! ვარედაქტირებდი აქამდე და ცოტა დამიგვიანდა დასრულება. ეხლა კი დასრულებულია აღნიშნული სტატია და შეგიძლია დაამოწმო. წინასწარ მადლობა. პატივისცემით: --Lasha-george განხილვაწვლილი 16:54, 4 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

rulers

რედაქტირება

ჯაბა გამარჯობა! გუარამიდების პირველი წინადადება შევასწორე. rulers კია მმართველები, მაგრამ სუვერენს რას ერჩი (ჯავახეთის ან/და კოლხეთის სუვერენთა სიები მაქვს მხედველობაში), რა პრობლემაა რომ ტერმინი გამოყენებულ იქნას ქართულ სივრცეში? მე უბრალოდ იმას ვგულისხმობ, რომ ის, რაც წერია არის ავტორის, კ. თუმანოვის და ციტირების სტილში სტატიას ხომ ვერ შევცვლიდი მმართველით (ფრანგ. seigneur)? და დავწერე ისე, როგორც არის. განვმეორდები, რომ სუვერენი (სუვერენიტეტი უფრო) უკვე იხმარება თანამედროვე ქართულში. საქმე იმაშია, რომ მმართველს არ გიწერს, არამედ სუვერენს და ქართულზე მორგება (ამას შენ არ იძახი) როგორ მოვახდინოთ ციტატის? ჩემი აზრით სუვერენი უნდა იყოს ორივეს სათაური, ანუ ისე როგორც წყაროშია.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:10, 26 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

ქალები ვიკიპედიაში

რედაქტირება

გამარჯობა,ანუ ჩემ სტატიებზე კონკურსისთვის დაკლებული მაქ თითქმის ყველგან ქულები,უმეტესობის მიზეზია ინგლისური სიტყვები არისო ანუ ბევრი სტატიაშიო,და ანუ ეგ სიტყვებია კომპანიების,ბრენდების,და ფილმების დასახელებები,და მაინტერესებს რამდენად გამართლებულია ქულის დაკლება მაგის გამო.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dorkyyy (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. როდესაც სტატიას თარგმნით, დროს ხარჯავთ მასზე. ბუნებრივია როდესაც რაღაც არ ითარგმნება მასზე დროც არ იხარჯება. რჩება შთაბეჭდილება რომ ეს სახელები სიტყვების რაოდენობის გამოა შემოტანილი. გარდა ამისა თქვენი სტატიები საკმაოდ გაუმართავია. იგივე შეცდომებს უშვებთ რაც ახლა ამ მესიჯის მოწერის დროს დაუშვით. სასვენი ნიშნების შემდეგ დაშორებაა საჭირო. ასევე სტატიის დასაწყისში სიტყვა არის არ იწერება.... კიდევ ბევრი შეცდომებია. დაელოდეთ კონკურსის შედეგებს. წარმატებებს გისურვებთ. --Wiki - ჯაბა 15:42, 9 მარტი 2020 (UTC)პასუხი

გაიხარეთ, დამწყები ვარ ბევრი რამ კიდე არვიცი, შედეგები როდის იქნება?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dorkyyy (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

დამწყების დონეზე საკმაოდ კარგად წერთ. მიხარია რომ დაინტერესდით. თუ დახმარება დაგჭირდეთ აქ ვართ, ყველა გაგიწევთ დახმარებას. ასევე შეგიძლია ფეისბუკზეც მომძებნოთ. შედეგებს დავდებთ როგორც კი ჟიურის ყველა წევრი შეაფასებს. --Wiki - ჯაბა 15:56, 9 მარტი 2020 (UTC)პასუხი

გაიხარეთ <3წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dorkyyy (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

თხოვნა დახმარების შესახებ

რედაქტირება

მოგესალმები Jaba1977! მინდა გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვოთ. ძალიან მოხარული და მადლობელი ვიქნები თუ დამეხმარებით. ადმინისტრატორებს: otogi-ს და მიხეილს ვთხოვე და ოთომ, ჯერ არ მცალიაო, 2 მარტს მომწერა, მიხეილს კი 4 მარტს მივწერე, მაგრამ არ უპასუხია. მითხარი, ადმინისტრატორს ვთხოვე რედაქტირების თარგების შესწორების შესახებო და ვიფიქრე მივწერ განსახილველ თემებს, რომელიც განხილვის გვერდებზე მიწერია... განხილვის საფუძველზე იქნებ ქვემოთ ჩამოთვლილი იმ საკითხების გადაწყვეტა მოხერხდეს, რომელიც მის კომპეტენციას წარმოადგენს. მე ვფიქრობ შენც დაინტერესდები აღნიშნულით, კერძოდ:

  1. კატეგორია:აფხაზთა სამეფოს მეფეები არასწორი სახელწოდებაა. სწორია: კატეგორია:აფხაზთა მეფეები!
  2. აფხაზეთის მთავრებთან დაკავშირებით, სწორია აფხაზთა მონარქები, რადგან სიაში არიან როგორც ერისთავები (ბერძნულად: არქონტები), ისე მეფეები (ლეონ II-დან). სამთავრო მოგვიანებით, 1463–1864 წლებში არსებობდა. ანუ ვფიქრობ სახელწოდება წასაშლელია (p.s. ფრანგული ვიკიპედიის მიხედვითაა სწორი წყარო მითითებული ჩვენისგან განსხვავებით, გაუგებარია ეს წლები თუ საიდანაა მოტანილი.).
  3. ჩემ სავარჯიშოსთან დაკავშირებით. რომ განთავსდეს გვერდიგვერდ მონარქის და პრეზიდენტის ინფოდაფები როგორც ინგლისურში, ჯერ მეფე და ქვემოთ ხომ უწერია, პრეტენდენტები: ნუგზარ ბაგრატიონი და დავით ბაგრატიონი, და გვერდით კი პრეზიდენტის ინფოდაფა როგორც რუსეთის მმართველებში (ოღონდ სურათის ნაცვლად ინფოდაფა რომ იყოს), ოღონდ მისგან განსხვავებით უკანასკნელი მეფის და პრეზიდენტის სურათები უნდა იყოს. თითოეულ ინფოდაფაში ეწერება განსაზღვრება თუ ვინ იყო პირველი მონარქი და ბოლო მონარქი, როგორც საქართველოს მმართველთა ინგლისურ ვერსიაში (საქართველოს მონარქთა სია). ეს თუ გაკეთდა, დამეთანხმები, დიზაინის კუთხით ლამაზი სახე მიეცემა საქართველოს მმართველთა სიის განახლებულ ვერსიას! თუ გვერდიგვერდ არ თავსდება ინფოდაფები, მაშინ ჯერ მონარქის ინფოდაფა, როგორც საქართველოს მონარქთა სიის ინგლისურ ვერსიაში და ქვემოთ პრეზიდენტის ინფოდაფა იქნებოდა!
  4. მონარქის ინფოდაფა შესაქმნელია. ერთ-ერთი კომპონენტი, რაც გაალამაზებდა გვერდს, ინფოდაფების განთავსებაა.
  5. აუცილებელია პრეზიდენტის ინფოდაფის კორექტირება, მსგავსად ინგლისური ინფოდაფისა, რადგან ახლანდელს შტანდარტი არ აქვს, მის ადგილას დროშაა განთავსებული (შტანდარტის სურათი პრეზიდენტის გვერდზე დევს, მაგრამ არა ინფოდაფაში!). ამის შესახებ განხილვის გვერდებზე დავწერე.

P.S. წარსულში, როგორც მონარქიული ქვეყანა, მონარქიის აღდგენის შემთხვევაში რასაკვირველია დარჩება მხოლოდ მონარქის ინფოდაფა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ვფიქრობ, უპრიანია ორივე ინფოდაფა იყოს.

პატივისცემით:--Lasha-george განხილვაწვლილი 05:48, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი

მსგავსი საკითხები ასე მიწერ-მოწერით არ წყდება. არსებობს განხილვის გვერდები და იქ დაწერეთ. სადაც საჭიროდ ჩავთვალე დამეწერა, უკვე გიპასუხეთ. წარმატებებს გისურვებთ. --Wiki - ჯაბა 05:56, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი

შეკითხვა

რედაქტირება

ჯაბა გამარჯობა! მაინტერესებს სასანური ქართლის ინფოდაფაში სულ დაბლა, დროშებს ქვემოთ როგორ უნდა გამოჩნდეს, როგორც ინგლისურში ჩანს სქოლიოს სახით, არსებობს ჩვენთან მსგავსად გამოჩენის პრაქტიკა?--Lasha-george განხილვაწვლილი 10:19, 25 მარტი 2020 (UTC)პასუხი

თუ არ ვცდები ეგ სქოლიოს ამბებია, სამწუხაროდ თარგების დიდი მცოდნე არ ვარ. --Wiki - ჯაბა 18:45, 25 მარტი 2020 (UTC)პასუხი
კარგი. მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:08, 25 მარტი 2020 (UTC)პასუხი

WAM 2019 Postcard: All postcards are postponed due to the postal system shut down

რედაქტირება
Wikipedia Asian Month 2019
Wikipedia Asian Month 2019

Dear all participants and organizers,

Since the outbreak of COVID-19, all the postcards are postponed due to the shut down of the postal system all over the world. Hope all the postcards can arrive as soon as the postal system return and please take good care.

Best regards,

Wikipedia Asian Month International Team 2020.03

კონსტანტინე (ქართლის ერისთავი)

რედაქტირება

ქართლის ერისთავის დარქმევა ასევე არასწორი ფორმულირებაა, რადგან სხვადასხვა წყარო მეფედ ან/და ერისთავად მოიხსენიებს. ამ შემთხვევაში არ უნდა გადამისამართებულიყო ჩემის აზრით. უნდა ყოფილიყო უბრალოდ კოსტანტინე (როგორც იყო). მსგავს პრაქტიკას თქვენს მიერ გაკრიტიკებული ინგლისური ვიკიპედია მიმართავს. მადლობთ.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:20, 27 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ჯერ ერთი იმით დავიწყოთ, რომ მისამართი შეგეშალათ და ჩემთვის არ უნდა მოგეწერათ: თქვენ მე მგონი კარგად არ იცით ვინ გადაამისამართა. ჩემი წვლილი მაგ სტატიაში ძალზედ მინიმალურია. :) მეორე, მე ქართველებთან და ქართულ საკითხებთან მიმართებაში ინგლისურ ვიკიპედიაზე მეტად ქართულ წყაროებს ვენდობი და დაიმახსოვრეთ:
  1. ინგლისური (და არც სხვაენოვანი) ვიკიპედია წყარო არაა.
  2. უკვე მერამდენედ გაფრთხილებთ, რომ მსგავსი საკითხები სტატიის განხილვის გვერდზე უნდა დაიწეროს? --Wiki - ჯაბა 14:47, 27 მარტი 2020 (UTC)პასუხი
ok, დავწერ.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:39, 27 მარტი 2020 (UTC)პასუხი
უბრალოდ, არ ვიცი საკითხთან დაკავშირებით, წვლილი შესაძლოა მინიმალურია, მაგრამ წყარო არ მითქვამს რომაა ჯაბა, სტილს ვგულისხმობ მაშინ, როდესაც კონსტანტინეს ერთმნიშვნელოვნად ერისთავად არ აღიარებს ისტორიოგრაფია კონსტანტინე (კოსტანტი) სინამდვილეში ქართლის მეფე კონსტანტინე I-ა, რამდენადაც სხვა კონსტანტინე I (ქართლის მეფე) არ არსებობს. არსებობს მხოლოდ:

ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ინგლისური სტილისტურად ლამაზი და გამართულია, ჩვენი მოკლე სტატიებისგან განსხვავებით. მაგალითად, თბილისის ინგლისური და უკრაინული გვერდების ინფოდაფა უფრო ლამაზია, ვიდრე ჩვენი. ხო მართლა სასანური ქართლის ინფოდაფა სტილისტურად ინგლისურის მსგავსი ვერ გავხადე ვერაფრით. ამის შესახებ ადმინებს უკვე მივწერე, მაგრამ პასუხი არ ისმის ჯერჯერობით...--Lasha-george განხილვაწვლილი 15:49, 27 მარტი 2020 (UTC)პასუხი

სტატიის განხილვის გვერდზე, მსგავსი საკითხები! --Wiki - ჯაბა 15:52, 27 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ადამ I

რედაქტირება
ჯაბა, სტატიის განხილვის გვერდზე დავწერე, მაგრამ არავინ გამომხმაურებია. მოგახსენებთ, რომ ადამ I თეიმურაზის მიხედვით ჰქვია, მაგრამ სხვა მეფე ადამი არ გვყავს და ხომ არ ჯობია დავწეროთ სახელწოდებით: ადამი (ქართლის მეფე)? ან მრავალმნიშვნელოვანზე გადავიტანდით და იქნებოდა როგორც ადამი, ასევე ადამი (ქართლის მეფე) ან/და იყოს ღადამი და ეს ადამ I წაიშალოს, სახელწოდების ნაირსახეობისას, ქვესათაურში ჩაიწერებოდა მხოლოდ: ღადამი, ადამ I, თუმცა წაშლა ადმინისტრატორის პრეროგატივაა.--Lasha-george განხილვაწვლილი 06:34, 1 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

ღვთაების მონასტერი

რედაქტირება

ვიკიპედიაზე განთავსებული პოსტი შეიცავს დამახინჯებულ ინფორმაციას და ძალიან გთხოვთ შეასწოროთ. მოგახსენებთ, პოსტი რომელიც ეხება ღვთაების მონასტერს მოხსენიებულია როგოც მარტყოფის ღვთაების მონასტერი, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მონასტერი მდებარეობს სოფელ ნორიოში და მისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ნორიოშია. ამასთანავე ვიკიპედიაზე ატვირთულია პოსტი ნორიოს შსახებ რომელშიც გასაგებად წერია, რომ ღვთაების მონასტერი არის ნორიოში. ამის წაკითხვის შემდეგ , ვინც არ იცის რა აზრი გამოიტანოს? ვიკიპედია ჰო იმისთვის არის, რომ რეალური ინფორმაცია შემოვინახოთ და მივიტანოთ მკითხველამდე სწორი სახით. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული პოსტი დიდ დავას იწვევს სოფლებს შორის. ვეცდები რაც შეიძლება მალე მოგაწოდოთ ძველი რუკა რომელზეც სოფ. ნორიოს საკუთრებაშია ღვათაების მონასტერი. გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოახდინოთ რეაგირება.

ლინკი სოფ. ნორიოს შესახებ: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D_(%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98)

პ.ს არ ვიცი რამდენად სწორ ადგილზე გწერთ, პირველი ვიზიტია ვიკიპედიაში.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნათია ფხაკაძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იბერიის სამეფოს ინფოდაფა

რედაქტირება

გამარჯობა ჯაბა. გთხოვ იხილო იბერიის განხილვის გვერდი. იხილე ასევე სასანური ქართლი, აქ გიო ოქრომ შეასწორა, მაგრამ ლათინური ასოები მაინც დარჩა და მგონი ადმინისტრატორის პრეროგატივაში შედის დანარჩენი.--Lasha-george განხილვაწვლილი 03:33, 5 მაისი 2020 (UTC)პასუხი

გამარჯობა. და რომელი ადმინისტრატორი მე მნახე მერე? --Wiki - ჯაბა 05:16, 5 მაისი 2020 (UTC)პასუხი

ხომ იყავი?:-). მეგონა ადმინის გარეშე მოგვარდებოდა აღნიშნული, მაგრამ მგონი ასე არაა.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:19, 5 მაისი 2020 (UTC)პასუხი

კი, მაგრამ აშკარად დროში ავცდით :) --Wiki - ჯაბა 16:40, 5 მაისი 2020 (UTC)პასუხი
აშკარად, უკან მომავალში არასასურველ დროში ვიმოგზაურე:-).--Lasha-george განხილვაწვლილი 17:41, 5 მაისი 2020 (UTC)პასუხი

მე წინ ვხედავ მომავალს, არასასურველს :) --Wiki - ჯაბა 19:27, 5 მაისი 2020 (UTC)პასუხი

სტატუსში დაწერილი რატომ არ მიგაჩნია სწორად რომ ეწეროს, ინფორმაციის განვრცობა არ ჯობს, ვიდრე ასე უშინაარსოდ ყოფნას? გაცილებით ლამაზად გამოიყურება. ასე სტატუსშიც სამეფო წერია და პოლიტიკურ სტრუქტურაშიც სამეფოა დაფიქსირებული და თუ ატყობ ტავტოლოგია გამოდის. წყარო კი კ. თუმანოვის მიერაა მოცემული და მიუღებელი არაა ჩაიწეროს თუ რომელი სახელმწიფოს ვასალი იყო იბერია. საერთოდ, იბერიის გვერდის თავდაპირველი ვერსია გადმოკოპირებულია ამ საიტიდან, რაც მიუღებელია ვიკიპედიის წესების თანახმად და ეს წარსულში არავის უღია ყურად, ამასთან, განსაკუთრებით მეფეთა ქრონოლოგია წყაროს გარეშეა. ვარაზბაკურს კი ქართლის საერისმთავროზე ამისამართებთ (именно ქართლის ხელმძღვანელი ერისმთავარი არ ყოფილა და რატომ ამისამართებთ?). უზუსტობებზე იმიტომ ვსაუბრობ რომ ასეა სამწუხაროდ, მაგრამ თქვენ თუ ეს უზუსტობად არ მიგაჩნიათ, მაშინ სალაპარაკოც არაფერი მაქვს თუ ჩემი ხმა რჩება მხოლოდ ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. როცა რაიმე არაზუსტზე ვაპელირებ... იმუქრებით დაბლოკვით (!) იბერიის განხილვაში დავწერე და რაიმე არგუმენტები ხომ შეიძლებოდა იქ წარმოგედგინათ? მე უკვე ჩემი სათქმელი ვთქვი.--Lasha-george განხილვაწვლილი 20:14, 5 მაისი 2020 (UTC)პასუხი

ჩვენც უკვე დიდი ხანია ჩვენი სათქმელი გითხარით. სტატია იბერიას რაც დამართე არ დაგვიწყებია. რაც შეეხება ვარაზბაკურს შენს ცვლილებაში ლოგიკა ვერ დავინახე. უბრალოდ ტექნიკურად მოშალე შიდა ბმულები და ახლა შინაარსობრივზე მედავები? ვარაზბაკურს კი ქართლის საერისმთავროზე ამისამართებთ — ეს ხომ საერთოდ აბსურდია, არსად არავის არაფერი გადაუმისამართებია. --Wiki - ჯაბა 20:25, 5 მაისი 2020 (UTC)პასუხი

განვმეორდები, იბერიის ინფოდაფის სტატუსშიც სამეფო წერია და პოლიტიკურ სტრუქტურაშიც სამეფო (ტავტოლოგია)... თუ ვისი ვასალი იყო იბერია ეგ ეწეროს თქო ეს გითხარი, რომელიც კ. თუმანოვის თანახმადაა და ვარაზბაკურთან დაკავშირებით მხოლოდ ის ვიგულისხმე რომ ქართლის საერისმთავროზე არ უნდა მისამართდებოდეს, ეს აბსურდი როგორაა ჯაბა, როცა ქართლის ხელმძღვანელი ერისმთავარი სიით არ ყოფილა? (ანუ როგორც წერია ეწეროს, ფეროზიანთა დინასტიის წარმომადგენელი, ქართლის ერისმთავარი (ქართლი საერისმთავროს ეს →[[]] შიდა ბმული არ უნდა) 700-711 წლებში.--Lasha-george განხილვაწვლილი 05:59, 6 მაისი 2020 (UTC)პასუხი

ტერმინებს არასწორად იყენებ და ცოტა გაუგებარია რისი თქმა გსურს. თუკი ტექსტში ქართლის საერისმთავრო რჩება შიდა ბმულებს რა მნიშვნელობა აქვს? გარდა ამისა შენი ცვლილების მიხედვით წლებსაც მოუშალე შიდა ბმულები. რაც გაუგებარია ასევე და ამან გამოიწვია უკან დაბრუნება. იბერიის სამეფოს რაც შეეხება დავუწერ მონარქიას, არაა პრობლემა. --Wiki - ჯაბა 06:21, 6 მაისი 2020 (UTC)პასუხი

როგორც ჩანს ეგ პარამეტრი თარგიდან ეთითება ორჯერ ავტომატურად თუკი სტატუსში მიუთითებ. ვერც ასე ვხედავ პრობლემას. წინადადება ხომ არა არის ტავტოლოგია რომ შეგვაწუხოს? --Wiki - ჯაბა 06:27, 6 მაისი 2020 (UTC)პასუხი
ამიტომ, ხომ არ ჯობია იყოს კ. თუმანოვის ვერსიით თუ რომელი სახელმწიფოს ვასალი იყო იბერია, წლების მითითებით, როგორც იყო. ვარაზბაკურზე მინდოდა მეთქვა, რომ ტექსტში ქართლის საერისმთავროს ეს →[[]] შიდა ბმული არ უნდა, წლებს ჰქონდეს, რადგან ქართლის მმართველი არ ყოფილა და არც აქ იქნება გადამისამართება მთლად გამართლებული, რადგან ერისთავის ტიტულიც ჰქონდა, მაგრამ წყარო თუ არსებობს დაწერილი ტექსტისა და მისი მიხედვითაა კი ბატონო, ოღონდ გადამისამართების გარეშე, რადგან სიით ქართლის მმართველი არ იყო.--Lasha-george განხილვაწვლილი 06:36, 6 მაისი 2020 (UTC)პასუხი

ორივე სტატიაში ამჟამად მე მიმაჩნია რომ ყველაფერი სწორადაა. და კიდევ მერამდენედ გეუბნები არ მახსოვს: განხილვის გვერდზე სასაუბროს პირად განხილვებში ნუღარ მომწერ. წარმატებებს გისურვებ. --Wiki - ჯაბა 06:49, 6 მაისი 2020 (UTC)პასუხი

კონკურსთან დაკავშირებით

რედაქტირება

გამარჯობა, ბოლო კონკურსთან დაკავშირებით ("დარჩი სახლში - დაეხმარე ვიკიპედიას") რამდენიმე შეკითხვა მაქვს: 1. კონკურსის წესებში წერია, რომ სტატია არ უნდა იყოს სია, თუმცა შესაქმნელი სტატიების ჩამონათვალში არის ასეთი სახელწოდებებიც: "მწვერვალების სია სიმაღლის მიხედვით", "ტბების სია ფართობის მიხედვით" და "გეოგრაფების სია". აქედან გამომდინარე, მოცემულ სტატიებს არ ეხება აკრძალვა? ანუ, ამ თემების შესახებ რომ დავწერო სტატია, ხომ ჩამეთვლება საკონკურსოდ? 2.ახლახანს დავიწყე სტატიების დაწერა ვიკიპედიაზე და სურათების წყაროსთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნა: ავტორი და წყარო სრულყოფილად არ მქონდა მითითებული, თუმცა როდესაც ამის შესახებ გაფრთხილება მომივიდა, ყველაფერი ჩავასწორე. მეორე და მესამე სტატიის ატვირთვისას ყველანაირი ინფორმაცია სურათის შესახებ იდეალურად მივუთითე (წყარო, ავტორი, შექმნის თარიღი, კატეგორია, აღწერა), მაგრამ მაინც მომივიდა ვიკიმედიის წევრებისგან წერილი, რომ ერთ-ერთი სურათი მალე წაიშლება. ნუ, ეს არაა პრობლემა, აწი ისეთ სურათებს გამოვიყენებ, რომლების განთავსება - გადაკეთება ნებადართულია. ერთადერთი რაც მაინტერესებს ისაა, ამის გამო უკვე ატვირთულ სტატიებზე ქულა დამაკლდება თუ-არა. მადლობა წინასწარ :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ditoneurosurgent (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. მიხარია, რომ ვიკიპედიას ეხმარებით.

1. სწორი შენიშვნაა. იქ სადაც სია წერია და ინგლისურად არსებული ტექსტი არ მოგვცემს კონკურსის პირობების შესრულებლის შესაძლებლობას ბუნებრივია არ უნდა დაიწეროს და ეხება მაგ სტატიასაც. ჩემი აზრით ეგეთი სტატიები სიიდან ამოსაღებია. 2. სად მოგივიდათ შეტყობინება რომ სტატია წაიშლება? თქვენი განხილვის გვერდზე მსგავს შეტყობინებას ვერ ვხედავ. იმისათვის რომ სტატია შეფასდეს, მაქსიმალურად დაიცავით კონკურსის პირობები. მერწმუნეთ ქულას არავინ დაგაკლებთ ნაშრომში.

წარმატებებს გისურვებთ კონკურსის მსვლელობისას. --Wiki - ჯაბა 12:48, 10 მაისი 2020 (UTC)პასუხი

უი, უკაცრავად, ახლა ვნახე აქ მოწერილი :) წერილი მომივიდა, რომ არათუ სტატია, არამედ სურათი წაიშლებოდა ატვირთული იმისდა მიუხედავად, რომ ინფორმაცია მეწერა მისი წარმომავლობის შესახებ.დღეს კი მომწერეს, რომ შეიძლებოდა საერთოდ დავბლოკილიყავი (Hello Ditoneurosurgent. You have uploaded several files that are copyright violations. You have done so despite requests from editors not to do so, and despite their instructions. See Commons:Licensing for the copyright policy on Wikimedia Commons. You may also find Commons:Copyright rules by subject matter useful.

Consider this your last warning. Continuing to upload copyright violations will result in your account being blocked. Please leave me a message if you have further questions.) Ditoneurosurgent განხილვაწვლილი 14:47, 10 მაისი 2020 (UTC)პასუხი

ააა გასაგებია. ანუ თქვენ ფოტოების საწყობზე მესაუბრებით. გასაგებია. ვნახე თქვენი წვლილი. ტვირთავთ სხვის ფოტოებს რაც არ შეიძლება (ან ლიცენზიების პირობებს არღვევთ). მანდვე საწყობში ძალიან ბევრი ფოტოა, რომლის გამოყენების უფლებაც გაქვთ ძალიან მარტივად. --Wiki - ჯაბა 14:51, 10 მაისი 2020 (UTC)პასუხი

კავკასიონი

რედაქტირება

ჯაბას სალამი! კონკურსის სიაში არის დიდი კავკასიონი; საქმე იმაშია, რომ ტერმინი დიდი კავკასიონი ქართულ გეოგრაფიულ მეცნიერებაში არარსებობს. ორჯერ წავშალე უკვე, მესამეჯერ ძალა აღარ მეყოფა :). - OTOGI Messages 08:31, 21 მაისი 2020 (UTC)პასუხი

გამარჯობა ოთო. მე სიმართლე გითხრა მაგ საქმეში კომპეტენტური არ ვარ, თუმცა ვფიქრობ ეგ სტატია რომ არსებობდეს არაფერი დაშავდება. თუ შენ ფიქრობ რომ ზედმეტია, რაიმე სხვა სტატიით ჩაანაცვლე. --Wiki - ჯაბა 10:41, 21 მაისი 2020 (UTC)პასუხი
უბრალოდ საქმე იმაშია, რომ კავკასიონი და დიდი კავკასიონი ერთი და იგივეა. Большой Кавказ ქართულად არის კავკასიონი. სხვა შესატყვისი არარსებობს. დიდ რუსულ ენციკლოპედიაში სწორად წერია БОЛЬШО́Й КАВКА́З. მანდ თითქოს მეტს ვერაფერს მივაგენი ანალოგიურს. ru:Кавказские горы და ru:Большой Кавказ ორთავე სამ ნაწილად იყოფა-ო. ერთი და იგივე უწერიათ. სამწუხაროდ, ეს ყოველივე რუსული ვიკიპედიის ლაფსუსია და ატაცებულია სხვების მიერ. ქართულ წყაროების მოტანაზე ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია, იმდენად მარტივი საქმეა. მე, უბრალოდ საჭიროდ ჩავთავლე მეთქვა თქვენთვის, დანარჩენი თქვენზეა, მე აღარ ჩავერევი :). - OTOGI Messages 11:13, 21 მაისი 2020 (UTC)პასუხი

პირიქით, უნდა ჩაერიო. :) გეოგრაფიაში შენი კომპეტენცია ბევრად მაღალია ჩემსაზე. --Wiki - ჯაბა 13:41, 21 მაისი 2020 (UTC)პასუხი

კონკურსი

რედაქტირება

გამარჯობა, ორი შეკითხვა მაქვს :) 1. კონკურსის დასრულებიდან, საბოლოო შედეგები როდის დაიდება? 2. შეფასება კატეგორიულად კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება? ანუ სიტყვაზე, თუ სტატიაში სიტყვების რაოდენობა იქნება 900-ზე მეტი, 9 ან 9-ზე მეტი სამივე სახეობის წყარო, სტილისტურად და ენობრივად გამართული იქნება, მითითებული იქნება 5-ზე მეტი კატეგორია და სურათები, თუმცა ინფოდაფა არ იქნება მოცემული, მაშინ მოცემულ სტატიას 1 ქულა დაეწერება? ან ზოგადად, რომელიმე ერთი კრიტერიუმის არდაკმაყოფილებისას. მადლობა წინასწარ!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ditoneurosurgent (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა, კონკურსში ჟიურის ოთხი წევრია და ოთხივემ უნდა შეაფასოს და გაასწოროს ყველა სტატია, ასე რომ მაგის განსაზღვრა შეუძლებელია. რაც შეეხება მეორე შეკითხვას: შეფასების გვერდზე წერია ასეთი რამ: თუ სტატია მოთხოვნილი კრიტერიუმების უმრავლესობას (მათ შორის აუცილებლად სიტყვების რაოდენობას) აკმაყოფილებს, სტატიის შეფასებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟიური და მას შეუძლია იგი შეაფასოს მის ხელთ არსებული უმაღლესი შეფასებით. წარმატებებს გისურვებთ. --Wiki - ჯაბა 06:04, 28 მაისი 2020 (UTC)პასუხი

კონკურსი

რედაქტირება

კიდევ ერთხელ გამარჯობა! პირველ რიგში, მადლობა წინა კითხვაზე პასუხისთვის. კონკურსის ბევრ ახალ შექმნილ სტატიაში შევამჩნიე, რომ წყაროები (ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში, სქოლიო) პირდაპირ გადმოწერილი "გადმოკოპირებული" ჰქონდათ მოცემული სტატიის ინგლისური ვარიაციიდან და ყოველივე ეს ფაქტი დასაშვებია თუ წესების დარღვევად მიიჩნევა? მადლობა წინასწარ!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ditoneurosurgent (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

სრულიად დასაშვებია. --Wiki - ჯაბა 09:44, 31 მაისი 2020 (UTC)პასუხი

ქსე

რედაქტირება

სტატიებიდან ქსე-ს ნუ შლი. ეს ვანდალიზმია. შეგიძლია ლიტერატურა დაამატო, მაგრამ უკვე მითითებული ლიტერატურის წაშლის გარეშე --M. განხილვაწვლილი 05:44, 1 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

ცოტა თამამ განცხადებას ხომ არ აკეთებ? როდესაც ახალი ლიტერატურაა და თან იგივე ტექსტით, სრული უფლება მაქვს ჩავანაცვლო.--Wiki - ჯაბა 08:31, 1 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
არა, უფლება გაქვს ახალი მიუთითო. მასობრივად ჩანაცვლება კონსესუსის გარეშე ვანდალიზმია --M. განხილვაწვლილი 07:00, 3 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

მასობრივად? როგორც შეამჩნევდი ეს მხოლოდ სოფლებს ეხება. აქ ძირითადში ერთიდაიგივე ინფორმაციაა და ამას კონსესუსი არ სჭირდება. --Wiki - ჯაბა 08:33, 3 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

@M.: თუ, შეიძლება დარღვეულ წესზე ბმული წარმოადგინე! ვანდალიზმი ჯაბას მხრიდან იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი ძველ ლიტერატურას წაშლიდა და სანაცვლოდ, არაფერს არ ჩაუწერდა. იყო მსგავსი ფაქტი ? თუ არა და, მაშინ შენი მხრიდან აქვს ადგილი ვანდალიზმს წესების არასწორი ინტერპრეტაციის გამო!. - OTOGI Messages 10:08, 3 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

მადლობა ოთო. უბრალოდ მე ვთვლი მომხმარებელი მოტივირებულია როცა წერს ამას. --Wiki - ჯაბა 10:15, 3 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

@Otogi: „წესების არასწორი ინტერპრეტაციის ვანდალიზმი“ არარსებობს. წესების ინტერპრეტაციაზე დავა შესაძლებელია, თუმცა „არასწორი ინტერპრეტაციის ვანდალიზმი“ არ არსებობს. რაც შეეხება ჯაბას ქმედება, ჩემი აზრით ის ჯდება ვალნდალიზმის განმარტებაში Removing encyclopedic content without any reason. იხ. https://en.wikipedia.org/wiki/Wikipedia:Vandalism --M. განხილვაწვლილი 10:29, 3 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

Removing ჩანაცვლებააა? კიდევ ინტერპრეტირებას ახდენ და ეგაა ვანდალიზმი. --Wiki - ჯაბა 10:33, 3 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

@M.: ესე იგი, ვიკიპედიაში „შენი აზრით“ აწესებ ვანდალიზმის იარლიყს ?. კიდევ ერთხელ გიმეორებ, თამაში წესებთან არის ვანდალიზმი და მეტი დაკვირვებით იყავი მომავალში. თუ რაიმეს ვერ გაიგებ, უნდა მიმართო ვიკი-კოლეგას მეგობრულად და არა ისე როგორც შენ მიმართე. სიტუაციას ძალიან ძაბავ. - OTOGI Messages 10:40, 3 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

სტატია

რედაქტირება

გამარჯობა, კონკურსთან დაკავშირებით გაწუხებთ, კერძოდ, სხვა მომხმარებელმა შექმნა სტატია, რომელიც წაიშალა, ხოლო მალევე მე შევქმენი და ისე გამოვიდა, რომ ამოშლა ვერ მოასწრო და მის სახელზე დარჩა (ხუთი ქულაც მიიღო:)) და რაიმე მოხერხდება, რომ ჩემ მიერ დაწერილებში გადმოვიდეს? Vano 3333 17:06, 2 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

გამარჯობა ვანო. მე ვფიქრობ აქამდე უნდა მოგეწერა, როგორც ვნახე სტატია 18 მაისს დაგიწერია, დღეს 2 ივნისია. კონკურსის დასრულებამდე მე შემეძლო მაგ საქმის გამოსწორება, ახლა შეფასების ეტაპზე ვართ და ეგ უკვე აღარ შეგვიძლია. სამწუხაროდ ხელსაწყომ როგორც აჩვენა ისე შევაფასეთ. მე ამ ეტაპზე, როგორც ჟიურის წევრს რაც შემიძლია ისაა, რომ შედეგს გავუნულებ მას. @Mehman97: რა ვუშველოთ ვანოს? --Wiki - ჯაბა 17:45, 2 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
იქ 0 დაუწერეთ და მერე ამ სტატიას ცალკე შევაფასებთ და ვანოს საბოლოოს შეფასებას მივუმატებთ კონკრეტული სტატიის ქულას. --Mehman 97 17:58, 2 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
ეგ უკვე გავაკეთე. მადლობა. --Wiki - ჯაბა 18:00, 2 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
მადლობა შეწუხებისთვის. მანამდე, 19 მაისს მიხეილს მივწერე. თუ არ მოხერხდება ეგ არაფერი, მთავარია კარგი სტატიები შეიქმნა. Vano 3333 19:26, 2 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

შეცდომა სურათზე

რედაქტირება

გამარჯობა, მთავარ გვერდზე, სიახლეების დაფის სურათზე პიერ ნკურუნზიზაა გამოსახული, ხოლო ტექსტში წერია, რომ იგი ილონ მასკის SpaceX-ის ხომალდი - Crew Dragon-ია.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ditoneurosurgent (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მადლობა, გასწორდა. --Wiki - ჯაბა 14:29, 13 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

Digital Postcards and Certifications

რედაქტირება
Wikipedia Asian Month 2019
Wikipedia Asian Month 2019

Dear Participants and Organizers,

Because of the COVID19 pandemic, there are a lot of countries’ international postal systems not reopened yet. We would like to send all the participants digital postcards and digital certifications for organizers to your email account in the upcoming weeks. For the paper ones, we will track the latest status of the international postal systems of all the countries and hope the postcards and certifications can be delivered to your mailboxes as soon as possible.

Take good care and wish you all the best.

This message was sent by Wikipedia Asian Month International Team via MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:58, 20 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

აბი აჰმედი

რედაქტირება

გამარჯობა. იქნებ გადახედო, შენი სტატიაა, რაღაცები ჩაამატა და ძაან მხატვრულადაა. Gobrona განხილვაწვლილი 13:47, 21 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ვიკიპედიაში ჩემი-შენი არ მოსულა, თუ სურვილი გაქვს თამამად შეგიძლია დაარედაქტირო. --Wiki - ჯაბა 13:55, 21 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
დავაბრუნე უკან. ამ მომხმარებელმა წინა კონკურსის ფარგლებში მრავალ სტატიაში შეიტანა არაენციკლოპედიური, მანქანური თარგმანით მიღებული და სხვა ტიპის ტექსტები. ნაწილი გაუქმებულია, კიდევ იქნება დარჩენილები. გიო ოქრო 14:01, 21 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ძალიან კარგი გიქნია. მე მაგ მომხმარებლის წვლილი ფაქტობრივად არ შემიფასებია. მადლობა. --Wiki - ჯაბა 14:05, 21 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

რევ მართალი

რედაქტირება

წყარო შეცდომით იყო მითითებული და ამიტომ მივუთითე ლეონტი მროველი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:01, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

სქოლიო შეცდომითაა მითითებული და თუ ციტატა არ უნდა მივუთითოთ, მაშინ წყარო შეიცვალოს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:03, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

მსგავს რამეებს ნუ წერ მომხმარებლის განხილვაში, არსებობს სტატიის განხილვის გვერდი. ამაზეც უკვე მოგწერეს არაერთხელ. --Wiki - ჯაბა 09:04, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

გაფრთხილებების დარიგებას მითითება ჯობია პატივცემულო. ასე თუ შეიძლება?
--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:21, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მადლობა, შევცვალე და გაცილებით დახვეწილია. ჯაბა ისტორიის დარგში გამიხარდება თუ ვითანამშრომლებთ და იბერიის მეფეთა გვერდებს შევასწორებთ. მადლობა წინასწარ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:32, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
გაფრთხილებების დარიგებას რაც სჯობს, ეგ უკვე ათსჯერ მოგწერე, მაგრამ რადგან არ ითვალისწინებ გაფრთხილებაც მიიღე. თქვენ კი გირჩევთ მომხმარებლების მოწერილები გაითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დამერწმუნეთ გაფრთხილებას ისევ მიიღებთ. რაც შეეხება თანამშრომლობას, მაგას ვცდილობთ უკვე დიდი ხანია, მაგრამ რატომღაც არ ითვალისწინებ და აკეთებ იმას (რევ მართალის სტატიისა არ იყოს) რასაც ვიკიპედიის წესები კრძალავს. თუ ზოგადად თანამშრომლობის სწორ სტრატეგიას აირჩევ გაგვიხარდება ყველას. --Wiki - ჯაბა 09:44, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
და ხომ შევასწორე სტატია და პირდაპირ შეტევა რა აუცილებლობაა? გავითვალისწინე. რაც უკეთესია იმის გაკეთებას ვცდილობ. ზოგადად იბერიის მეფეთა სია დასალაგებელია და უცებ ეს ვერ მოხდება ბუნებრივია თუ ნელ-ნელა არა. თქვენ, როგორც შემმოწმებელი, ქართულ ვიკიპედიაში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა გიკავიათ და ამიტომაა ბუნებრივი თქვენთან თანამშრომლობა ჩემი მხრიდან.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:54, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
რაც შეეხება შესწორებას, შემიძლია მოგწეროთ, მაგრამ არ ვიცი თუ ხელგეწიფებათ, როგორც შემმოწმებელს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:56, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
შესასწორებელი კი შემდეგია:
  • მითრიდატე I – იბერიის მეფე; ვიკიში ამ მითრიდატს ქსე-ში დაწერილი მითრიდატე II-ის ტექსტი უწერია... უნდა ეწეროს ქსე-ის მითრიდატე I-ის ტექსტი (განხილვის გვერდი).
  • მირდატი – ქართლის ცხოვრების და ქართლის მოქცევის მიხედვით უდრის მირდატ I მცხეთელს, ამიტომ ეს სახელები უნდა შეერწყას.
  • მითრიდატე II – იბერიის მეფე; ეს მითრიდატე როგორც ვთქვი ქსე-ს მიხედვით უნდა დაიწეროს, ამ მითრიდატეში უნდა გადავიდეს მითრიდატე I-ის ტექსტი.
  • მითრიდატე III – იბერიის მეფე; ეს მითრიდატე ცალკე უნდა გამოეყოს მითრიდატე კომაგენელის უცხოენოვან ვიკიპედიის გვერდებს.
  • მითრიდატე IV – იბერიის მეფე; ბაკურ მეფის ძე და მამა ასფაგურისა. ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ II.
  • მითრიდატე V – იბერიის მეფე; მირიანის შვილიშვილი, მირდატი (ბაქარის ძე), ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ III.
  • მითრიდატე VI – იბერიის მეფე; მეფე ფარსმან IV-ის ძმა, ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ IV.
  • მითრიდატე VII – იბერიის მეფე; მამა ვახტანგ გორგასლისა. ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ V (სხვათაშორის მირდატ IV-ეზე ან/და მირდატ V-ზე დაკლიკებით მითრიდატე I-ზე გადადის, რაც სრულიად შეუსაბამოა).

ამ ინფორმაციას მითრიდატეს განხილვის გვერდზე დავდებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:17, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

უნდა გაითვალისწინოთ ვიკიპედიის წესებით მუშაობა, სხვა გზა არ გაქვთ. ვიკიპედიაში თანამდებობები არ არსებობს და არც შემმოწმებლობაა რაიმე დიდი „თანამდებობა“ 😀 რაც შეეხება ზემოთ დაწერილს (რომელიც გუშინ დაწერეთ და მერე ისევ წაშალეთ), ზემოთაც გითხარით და არ გესმით: არსებობს განხილვის გვერდები და წერეთ იქ. გაასწორეთ ვიკიპედიის წესების დაცვით და არავინ შეგეწინააღმდეგებათ. მაპატიეთ მაგრამ ამ საკითხზე თქვენებურად უსასრულოდ გაგრძელების სურვილი არ მაქვს. წეღანაც გითხარით, თანამშრომლობის მიღებული პრაქტიკა გამოიყენეთ. წარმატებებს გისურვებთ. --Wiki - ჯაბა 10:57, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მადლობა, უბრალოდ შერწყმის კუთხით გითხარით, რომელიც მე სამწუხაროდ არ ვიცი (ან წვდომა არ მაქვს).--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:11, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მითრიდატე II გაკეთდა ქსე-ს მიხედვით.--გოგოლაური განხილვაწვლილი 18:42, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
30-იანი - 60-იანი წლები და არა I საუკუნის. აქ პ. ინგოროყვას ვწერ და არა საკუთარს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 18:55, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ციტირება რატომ არ მოგწონს? მცირე ციტირებას ვაკეთებ და არა დიდს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 19:02, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მართალია, I საუკუნის ციტატა ქსე-სი იყო.--გოგოლაური განხილვაწვლილი 19:05, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

პასუხი

რედაქტირება

მომხმარებლის განხილვა:Zangala#განხილვა:მაწონი პასუხს აქაც დაგიწერ იქნებ ჩემს განხილვის გვერდზე ვერ წაიკითხო. იმედია გახსოვს ადმინობიდან შენი გადადგომის მიზეზი და თანაც საკუთარი სურვილით? --ცანგალა 07:06, 2 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

ცანგალა უკვე ეს ზედმეტია, ეს მიმდინარე საკითხს რა სახითაა დაკავშირებული? მგონი ზედმეტი მოგდის, ეს უკვე მომხმარებლის დევნაა და საკადრის პასუხსაც მიიღებ. @MIKHEIL: ნახე ეს. --Mehman 97 07:22, 2 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

უბრალოდ ამ პიროვნებას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ჩემი მრავალწლიანი დევნის გამო. რაც შეეხება მის განხილვის გვერდს უკვე მე იქ შესაბამის თარგს ჩავსვამ. --Wiki - ჯაბა 08:42, 2 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

გორათის ეკლესია

რედაქტირება

ჯაბა, გამარჯობა. გორათის ეკლესიის წინ იყო ხაშურის სახალხო გვარდიელთა საძმო სასაფლაო. აქვე 1920 წელს სიმონ ბაბლიძის და ლადო ქუთათელაძის პროექტით ააგეს დაღუპული გვარდიელების ძეგლი. დღეს თუ არის რამე შემორჩენილი ან სასაფლაოდან და ან ამ ძეგლიდან? მონუმენტის სურათი იხ. აქ (უკან ნათლად ჩანს ეკლესიის ფასადი). --Kober განხილვაწვლილი 20:50, 4 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

@Kober: გაგიმარჯოს. კი არის შემორჩენილი ეს ძეგლი. მე მგონი ფოტოც უნდა მქონდეს ჩემს არქივში. ვნახავ და პასუხს შეგატყობინებ. --Wiki - ჯაბა 08:43, 6 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
გმადლობ. --Kober განხილვაწვლილი 08:45, 6 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

We sent you an e-mail

რედაქტირება

Hello Jaba1977/არქივი 23,

Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.

You can see my explanation here.

MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

Wikipedia Asian Month 2020

რედაქტირება
Wikipedia Asian Month 2020
Wikipedia Asian Month 2020

Hi WAM organizers and participants!

Hope you are all doing well! Now is the time to sign up for Wikipedia Asian Month 2020, which will take place in this November.

For organizers:

Here are the basic guidance and regulations for organizers. Please remember to:

  1. use Fountain tool (you can find the usage guidance easily on meta page), or else you and your participants’ will not be able to receive the prize from WAM team.
  2. Add your language projects and organizer list to the meta page before October 29th, 2020.
  3. Inform your community members WAM 2020 is coming soon!!!
  4. If you want WAM team to share your event information on Facebook / twitter, or you want to share your WAM experience/ achievements on our blog, feel free to send an email to info@asianmonth.wiki or PM us via facebook.

If you want to hold a thematic event that is related to WAM, a.k.a. WAM sub-contest. The process is the same as the language one.

For participants:

Here are the event regulations and Q&A information. Just join us! Let’s edit articles and win the prizes!

Here are some updates from WAM team:

  1. Due to the COVID-19 pandemic, this year we hope all the Edit-a-thons are online not physical ones.
  2. The international postal systems are not stable enough at the moment, WAM team have decided to send all the qualified participants/ organizers extra digital postcards/ certifications. (You will still get the paper ones!)
  3. Our team has created a meta page so that everyone tracking the progress and the delivery status.

If you have any suggestions or thoughts, feel free to reach out the WAM team via emailing info@asianmonth.wiki or discuss on the meta talk page. If it’s urgent, please contact the leader directly (jamie@asianmonth.wiki).

Hope you all have fun in Wikipedia Asian Month 2020

Sincerely yours,

Wikipedia Asian Month International Team 2020.10

თხოვნა განხილვის შესახებ

რედაქტირება

სალამი ჯაბა, ცოტა კი შეგაწუხე. როცა მოიცლი იქნებ განიხილოთ შემდეგი:

  1. მირდატ I მცხეთელი წაშაშლელთა სიაში გადავიტანე. მირდატ I არსებობს მთავარ სათაურად და ასევე წაშაშლელია თრდატი (იბერიის მეფე), მის ნაცვლად მირდატ III→მითრიდატე V შეიქმნა.
  2. ბაკურ II გადადის ბაქარ I-ზე... ბაქარი მირიანის ძეა, ხოლო ბაკური რევის ძე. სტატიაში წერია: არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ბაკური (რევის ძე). წითელი ფონით მოცემული ბაკურ (რევის ძე) იგივეა, რაც ბაკურ II. ან/და შესაძლებელია შეიქმნას სტატია ბაქარ I და ბაკურ II, როგორც ვთქვათ, ბარტომი და ქართამი, მაგრამ ასევე აუცილებელია შეიქმნას ბაქარ I-ის და ბაკურ II-ის სტატიები ცალ-ცალკე (ისე სტატია ბაქარ I უფრო ჰგავს სტატიას ბაქარ I და ბაკურ II-ეს, ვიდრე ერთ-ერთს.
  3. არტაგი გადადის ადერკიზე (?!) – ადერკის უნდა გაემიჯნოს და შეერწყას არტაგ I-ს, არტაგი=არტაგ I-ს (არტაგ I-ად მხოლოდ თეიმურაზ ბატონიშვილი მოიხსენიებს ამიტომ შესაძლებელია სახელი დარჩეს).
  4. თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრები (განხილვაში ჩაწერილი მაქვს). ქართული წყაროები, აფხაზთა მეფეთა დივანი, მოიხსენიებს 22 მეფეს. ჯობია თარგს შეეცვალოს სახელი, აფხაზთა მეფეებით, რადგან აფხაზთა სამთავრო და შესაბამისად მთავრები 1463–1864 წლებში იყვნენ. მეფეები კი უნდა გაერთიანდნენ. თარგში 24 მეფეა, რადგან დივნის მიხედვით, იოვანე და ადარნასე შავლიანები უზურპატორებად მიჩნეულნი არ იყვნენ დივნის სიაში შესულნი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:35, 19 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
რაც გავაკეთე იმისათვის გავაკეთე, რომ მარტივად შეგიძლია თავადაც ისწავლო. მაპატიე, მაგრამ ძალიან წინააღმდეგი ვარ მსგავსი წერილებისა ჩემს გვერდზე (10 რედაქტირებით დაწერილი ერთ მესიჯი რა უბედურებაა?), უკვე დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება გაქვს და ელემენტარული წაშლა და წასაშლელის მონიშვნა უნდა იცოდე. არ მცალია შენი ყველა სურვილის დასაკმაყოფილებლად დრო გამოვყო. წარმატებებს გისურვებ. --Wiki - ჯაბა 15:48, 19 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
კარგი, გასაგებია. მოვნიშნავ მაშინ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:18, 19 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

სასანიანების შესახებ

რედაქტირება

სალამი. სასანური ქართლის ინფოდაფა გავასწორე და შესაბამისობაში მოვიყვანე, მას შემდეგ, რაც თარგი:ინფოდაფა ყოფილი სამეფო/ქვეყანა გაკეთდა, რომელიც დასამოწმებელია (გიო ოქროს ვთხოვე და ალბათ ვერ მოიცალა). წინა ვერსიებში ინფოდაფის სქოლიო -ს - ტექსტის შუაში წერდა და ისიც ასევე გასწორდა. რაც შეეება მეფეებს დროის უქონლობა მაქვს და უახლოეს ხანში მივხედავ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:56, 4 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

თარგი:ინფოდაფა ყოფილი სამეფო/ქვეყანა და თარგი:ინფოდაფა ყოფილი სამეფო/ქვეყანა/ინფო დამოწმდა!--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:48, 7 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

მირიან I/ მირვან I

რედაქტირება

მირვანზეც ადრე მაქვს გადატანილი და აქაც უნდა მირიან I იყოს მაშინ. გადატანის გარეშე თუ ემატებოდა ადრე არ ვიცოდი სამწუხაროდ...--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:48, 7 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

გვერდი გავაკეთე, მხოლოდ ზემოთაღნიშნული, მირიან I მთავარ გვერდზეა დასაბრუნებელი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:42, 7 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

გადავიტანე, თუმცა ვთვლი რომ მაგხელა ციტატები კომენტარებშიც არაა საჭირო. --Wiki - ჯაბა 18:08, 7 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

თარგის განხილვა:იბერიის მეფეთა გენეალოგია

რედაქტირება

ჯაბა სალამი. გთხოვ იხილო აღნიშნული თარგის განხილვა. მადლობა წინასწარ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:21, 8 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

Surprizi-მ აღნიშნული თარგის განხილვის გვერდზე დააფიქსირა თავისი პოზიცია, თარგის წაშლის შესახებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:40, 9 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ამაზასპ I და ამაზასპ II

რედაქტირება

გამარჯობა! მეფეების გვერდებს ვაკორექტირებ (უზარმაზარი ციტატები და ა. შ.) და შემხვდა ორი გადასატანი გვერდი ამზასპ I და ამზასპ II (ამ სახელებად ვახუშტი და ს. გორგაძე მოიხსენიებს) (ჩემი გადატანილია ძველად...), რომლებიც შესაბამისად ამაზასპ I-ზე და ამაზასპ II-ზეა მთავარ გვერდად დასაბრუნებელი მრავალმნიშვნელოვანის (ამაზასპი) გათვალისწინებით.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:21, 20 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ისტორიული თემატიკის სტატიები

რედაქტირება

ჯაბა, მესმის რომ ვიკიპედიაზე მრავალი პროფესიის მომხმარებელი მუშაობს, მაგრამ ისტორიკოსებმა უფრო იცით/ვიცით რამდენად ფაქიზი თემაა, როცა ვიკიპედიაზე შემოდის ფაქტები პირდაპირ ,,ქართლის ცხოვრების” თხზულებებიდან ან მე-19 საუკუნის ლიტერატურიდან, როცა სამეცნიერო დისციპლინები, კვლევის მეთოდები ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილად შექმნილი. ბოლო პერიოდში ვხედავ რომ მომხმარებლებს შემოაქვთ ცვლილებები ისტორიისთვის სადაო საკითხებზე, ქრისტესწინარე ეპოქიდან, რომელიც მეტად საფრთხილო, სადაო თემატიკაა. მეც და შენც გვესმის რომ ვიკიპედია არაა სამეცნიერო მუშაობის ადგილი, ამიტომ რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ რომ ეს ცვლილებები დარჩეს ან გაუქმდეს. არ შეიძლება ასე გაგრძელება. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ მკითხველები, რომლებიც ვიკიპედიით სარგებლობენ არ შევიყვანოთ შეცდომაში. ამიტომ გთხოვ რეაგირებას და აზრის დაფიქსირებას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:06, 22 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

სწორი პოზიციაა. ვებრძვი მასეთ ინფორმაციებს და არ ვტოვებ, სწორედ ამიტომ რამდენიმე მომხმარებელი გადავიკიდე, თუმცა ეს ნაკლებად მედარდება, ჩემთვის მთავარია ვიკიპედიის სტატიების ხარისხი და ვიკიპედიის პრესტიჟი (ამის გულისთვის ბევრის ლანძღვაც გადამიტანია და გადავიტან კიდევ). იმდენად სასტიკადაა არეული მარტო მეფეთა სია (სხვას რომ თავი დავანებოთ) უკვე მათკენ გახედვაც არ მინდა. მეც, ამ ბოლო დროს გიო ოქროც აქტიურად აუქმებს მსგავს ცვლილებებს და თუკი შენც ამ საქმეს მივხედავთ, მერწმუნე კარგი შედეგი იქნება და მომხმარებლის წინაშე პირნათლად წარვდგებით. --Wiki - ჯაბა 13:27, 22 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
ჩავერთვები მეც. ფარნავაზიდან გავყევი და ქართლის რამდენიმე მეფის სტატია შეძლებისდაგვარად გავასწორე. ტექსტი მთლიანად თანამედროვე წყაროებითაა დაწერილი. ასე ვაპირებ გავაგრძელო, უბრალოდ საკმაოდ შრომატევადი საქმეა. გიო ოქრო 14:55, 22 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

კი კი ვნახე შენი წვლილი. ახლა მეფეებს რაც შეეხება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მომდევნო და წინამორბედი მეფეების გრაფები გავმართოთ, რომ მერე ამის ფონზე თარგიც გავასწოროთ, თორემ იქაც დომხალია. --Wiki - ჯაბა 15:39, 22 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

გილოცავ!

რედაქტირება

ჯაბა, გილოცავ დაბადების დღეს! მრავალს დაესწარი, შენს ოჯახთან ერთად! --Rastrelli F 20:22, 23 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

@Rastrelli F: უღრმესი მადლობა, მეც აქვე გილოცავ. გაიხარე!😍 --Wiki - ჯაბა 20:35, 23 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
აქეთაც გილოცავ ჯაბა :) Mehman 97 00:02, 24 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
მადლობა ჯაბა! R. 20:41, 23 დეკემბერი 2020 (UTC)

@Mehman97: მადლობა. --Wiki - ჯაბა 06:28, 24 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

გილოცავ, ჯაბა! მრავალს დაესწარი, კეთილი სურვილებით, - OTOGI Messages 07:18, 24 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

მადლობა ოთო. --Wiki - ჯაბა 08:39, 24 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ბაკურ IV

რედაქტირება

გამარჯობა. ამ მეფეს სხვა წყაროებში II-ედ მოიხსენიება ისევე როგორც ბაკურ V/III-ედ. ამიტომ დავტოვე მეორე სახელად მაგ. ბაკურ IV-ის ქვევით, ბაკურ II და თუ საჭიროა კონკრეტულად წყაროს მითითება მივუთითებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:48, 28 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ბაკურ IV-ეს მეორე ალტერნატიულ სახელად მივუთითე ბაკურ II, წყაროების შესაბამისად.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:11, 28 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

თუ დააკვირდები ბაკურ მეორეს ორიგინალურ სახელად უთითებ, რაც არასწორია. შენი ცვლილება გავაუქმე და კარგად დაუკვირდი რას აკეთებ. ბაკურ მეორე მიისი ორიგინალური სახელი არ ყოფილა. --Wiki - ჯაბა 04:53, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ტექსტის დასაწყისში მაინც უნდა მიეთითოს, მაგ. ბაკურ IV, ბაკურ II (აქ სქოიოები მიეთითებოდა). ასე რომ ვქნათ?--გოგოლაური განხილვაწვლილი 07:35, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ეგრე დასაშვებია. თუმცა იმედია მეორეულ წყაროებს გამოიყენებ სქოლიოში მისათითებლად. --Wiki - ჯაბა 08:32, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

კარგი, დავაბრუნაბ მაშინ მსგავსად ბაკურ V-ისა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:48, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

უკანასკნელად გაფრთხილებთ პირველადი წყაროები, საეჭვო ვარაუდების და ქართულ ისტორიოგრაფიაში მიუღებელი წყაროები არ გამოიყენოთ. ბაკურ V-ში შენს ცვლილებას ვაუქმებ. ასევე მოვიქცევი აქაც, თუკი შეცვლით. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე. პირველადი წყაროების საფუძველზე შეთანხმდნენ მეცნიერები, იმსჯელეს და დაადგინეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ბაკურ IV და არანაირად II. მე მგონი გასაგებად გიხსნით უკვე თვეებია. არ გაითვალისწინებ და შესაბამისად ვიმოქმედებთ. საკმარისია ამ საკითხე მოწერა. დავასრულოთ. --Wiki - ჯაბა 15:09, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

რევ II

რედაქტირება

გთხოვ იხილო განხილვა:რევ II. წინასწარ მადლობა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:50, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

გაკეთდა--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:09, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

კონკურსი

რედაქტირება

გამარჯობა, კონკურსის ფარგლებში შექმენი ეს სტატია, მაგრამ მის ავტორად სხვა მომხმარებელს აჩვენებს და აწერს, რომ ეს სტატია 2009 წელს შექმნილა. მგონი რაღაც არასწორად მივაბი და იქნებ დამეხმაროთ. მადლობა წინაწარ MarMakhar განხილვაწვლილი 10:15, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

გამარჯობა @MarMakhar: როგორც ჩანს გადამისამართებაზეა შექმნილი. ასე რომ ამ სტატიის შექმნა თქვენი დამსახურებაა. მე მივწერ ჟიურის წევრებს და შეაფასებენ ისე როგორც თქვენს სტატიას. --Wiki - ჯაბა 14:56, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

@Marikuna-115: @იაკობ მახარაძე: მიაქციეთ ყურადღება. --Wiki - ჯაბა 15:13, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა MarMakhar განხილვაწვლილი 15:52, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

თრდატი (რევის ძე)

რედაქტირება

შესწორებები შევიტანე და მმართველობის წლები სხვადასხვა ავტორებისა არ ჩავსვათ?--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:08, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ინფოდაფაში რევი (მრავალმნიშვნელოვანი) ეწერა და შევცვალე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:11, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

საჭირო ცვლილებები განგიხორციელებია. არა თარიღებზე თავი შევიკავოთ, რადგან ეს ზუსტი არაა და შემოვიფარგლოთ საუკუნეების მითითებით. --Wiki - ჯაბა 14:14, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

კარგი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:20, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

სხვ.

რედაქტირება

არშაკ III წაშლილა და თარგიდან იქნება ამოსაღები, თუმცა თარგზე შემიძლია ვიმუშავო არსებული ფონის უკეთესი დიზაინის ჩამოყალიბების მიზნით.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:20, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ამოვიღე. აქ ვმუშაობ უკვე. --Wiki - ჯაბა 14:25, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
ძალიან კარგი. ეგ ბევრად უკეთესია, საუკუნეების გარეშე, რომლებიც სრულიად შეუსაბამოა, რადგან სხვადასხვა ავტორების ვერსია და ზოგ შემთხვევაში წლები დაუდგენელია. იბერიის მეფეები ისედაც ყველა ფარნავაზიანია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:30, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

მაგ თარგის გამართვა მინდა. გადაავლე თვალი. რომელიმე მეფე ხომ არაა გამორჩენილი, ან ხომ არ აჯობებს მანდ დავამატოთ ხსეფარნუგის მსგავსი მეფეებისთვის ერთი ჯგუფი? --Wiki - ჯაბა 14:31, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

რევ II. ორმეფობას რაც შეეხება, მანდ უკანასკნელი ვერსია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ვერსიას ეყრდნობა, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობისაა (სტილი რომ დავიცვათ):
მაგ მეფეებს იბერიის მეფეთა სიაში კი ჩავსვავ, რომელიმე სექციაში, მაგრამ მანდ?--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:44, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

რევ მეორე სად უნდა ჩაისვას? ორმეფობას რაც შეეხება მაგათ გავასწორებ, ამჟამად არსებული სათურების მიხედვით. მე ვფიქრობ ღირს ხსეფარნუგის და მისთანანის ჩასმა. --Wiki - ჯაბა 14:50, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

რევ II მირიანამდე უნდა ჩაისვას, ხოლო რევი იბერიის მეფე არ ყოფილა... ორმეფობაზე შევჩერდები, მირდატები ჯობია ჩაისვას, რადგან პირდაპირ მითრიდატე IV-დან გრძელდება, მირდატის შემთხვევაში კი მირდატ II-დან გაგრძელდებოდა. თუ ხსეფარნუგს და დანარჩენებს ვსვავთ, სადავოს ნაცვლად სხვა რამ უნდა მოვიფიქროთ, მაგალითად: იხილეთ აგრეთვე, ხოლო ხსეფარნუგის და მისთანანის თანმიმდევრობას რაც შეეხება მარიამ ლორთქიფანიძის და როინ მეტრეველის "საქართველოს მეფეები" გამოდგება საამისოდ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:02, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ქსე-ში წერია რომ რევი არ იყო მეფე (1984), მაგრამ "საქართველოს მეფეებში" (2007) კი (?!), თუმცა მას ნუმეროლოგია არ აქვს ისტორიოგრაფიაში მითითებული...--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:13, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

უკვე მესამედ მოვყევი რედაქტირების კონფლიქტში. ამდენი წერა დაუშვებელია. დაელოდო უნდა პასუხს. რევ მეორეს სად ჩავსვამ ეგ მარტივია, მაგრამ მირიან მესამის სტატიაში თუ შეიხედავ დაინახავ რომ მისი წინამორბედი ასფაგურია. --Wiki - ჯაბა 15:22, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

აი მანდაა ანაქრონიზმის გამოვლინება. მირიანი ირთავს ასფაგურის ქალს ცოლად და ფაქტიურად ასფაგური მისი წინამორბედია, მაგრამ რევ II-ეს უახლესი ლიტერატურა აღიარებს მეფედ (?!).--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:38, 31 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
Jaba1977/არქივი 23-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.