ბარტომი და ქართამი

(გადამისამართდა გვერდიდან ქარძამი და ბრატმანი)

ბარტომი და ქართამი — იბერიის მეფეთა წყვილი ორმეფობის პერიოდში. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით მე-12, „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით მე-11 მეფენი.

ლანგარზე ამოკვეთილი ბერძნული წარწერა გვაუწყებს, რომ ეს ლანგარი მეფე ფლავიოს დადესს უჩუქებია ბერსუმა პიტიახშისთვის. არმაზისხევი, სამარხი № 3.

მეცნიერთა მოსაზრებანირედაქტირება

მეფეთა ცხოვრება ამ წყვილის მეფობას შეცდომით ახ. წ. I საუკუნით ათარიღებს. მას მისდევენ, ს. გორგაძე და პ. ინგოროყვა. ს. გორგაძე ქარძამ/ქართამს მითრიდატე I–თან აიგივებს. პ. ინგოროყვამ არმაზის ნეკროპლში აღმოჩენილ ბერსუმა პიტიახშის ლანგარზე ამოკვეთილი ინიციალები ბ.პ.ქ. წაიკითხა, როგორც ბ(ერცუმ) პ(იტიახში) ქ(ართამის ძჱ). ეს ბერცუმი, მისი აზრით, ბრატმან/ბარტომი უნდა იყოს.

გიორგი მელიქიშვილი და გურამ მამულია ქარძამი–ბრატმანის წყვილიდ მეფობას ძვ. წ. II საუკუნის 60–იანი წლებით ათარიღებენ, რაც ძირითადად, გაზიარებულია მეცნიერებაში.

ისტორიარედაქტირება

ამ მეფეთა დროს ქართლში მოსულან, ვესპასიანეს მიერ იერუსალიმიდან დევნილი ებრაელები და დასახლებულან მცხეთაში. მათ შორის ყოფილან ავაზაკ ბარაბას შთამომავალნი, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმისას გაათავისუფლეს ებრაელებმა მაცხოვრის ნაცვლად. ქართამის და ბარტომის მეფობა მშვიდობიანი ყოფილა. მათ ჰყოლიათ ძეები: ბარტომს – კაოსი, ხოლო ქართამს – ფარსმანი.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000
  • გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I;
  • გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, №3;
  • პ. ინგოროყვა, ძველ–ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია. საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB;
  • გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ., 1979;
  • ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II.

სქოლიორედაქტირება