გორათის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
გორათის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია – ეკლესია ხაშურში. თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით, იგი შეკეთებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია, ნაშენია ქვიშაქვითა და რიყის ქვით.
1999 წლის 9 სექტამბერს მეუფე იობის ლოცა-კურთხევით გაიხსნა ტაძარი და აღდგა წირვა-ლოცვა.
ყოველი წლის 21 მაისს იმართება „გორათობა“. ამ დღესასწაულს აღნიშნავენ გორათის ეკლესიის შემოგარენის მაცხოვრებლები. მოსახლეობა მიდის ეკლესიაში, ანთებს სანთელს, ლოცულობს და ოჯახებში სტუმრებს უმასპინძლდებიან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6963
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 419.