ირლანდიელი (2019 წლის ფილმი)

მარტინ სკორსეზეს 2019 წლის ფილმი

ირლანდიელი (ინგ. The Irishman) — 2019 წლის ამერიკული ეპიკური კრიმინალური ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერი და რეჟისორი არის მარტინ სკორსეზე. სცენარი დაწერა სტივენ ზეილიანმა 2004 წლის შარლს ბრანდტის წიგნზე „გავიგე სახლებს ხატავ" დაყრდნობით. ფილმის მთავარ როლებში არიან რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პესი, ასევე რეი რომანო, ბობი კენავალი, ანა პაკუინი, სტივენ გრეჰემი და ჰარვი კეითელი.

„ირლანდიელი“
The Irishman
ჟანრი ეპიკიური კრიმინალური ფილმი
რეჟისორი მარტინ სკორსეზე
პროდიუსერი

მარტინ სკორსეზე რობერტ დე ნირო ჯეინ როზენტალი ემა ტილინგერ კოსკოფი ირვინ ვინკლერი ჯერალდ ჩამალესი გასტონ პავლოვიჩი რენდალ ემეტი

გაბრიელე ისრაილოვიჩი
სცენარის ავტორი სტივენ ზეილიანი
როლებში

რობერტ დე ნირო ალ პაჩინო ჯო პეში რეი რომანო ბობი კანავალი ანა პეკუინი სტივენ გრეჰემი

ჰარვი კეიტელი
კომპოზიტორი რობი რობერტსონი
სტუდია

TriBeCa Productions Sikelia Productions

Winkler Films
დისტრიბუტორი Netflix
ხანგრძლივობა 209 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 159–250 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 8 მილიონი აშშ დოლარი

ირლანდიელის პრემიერა შედგა ნიუ-იორკის 57-ე კინოფესტივალზე და კინოთეატრებსი მცირე ხნით ჩაეშვა 2019 წლის 1 ნოემბრიდან, რასაც მოჰყვა ციფრული ნაკადი Netflix- ზე 2019 წლის 27 ნოემბრიდან. მან მიიღო კრიტიკოსების საყოველთაო აღიარება, დიდება სკორსეზეს რეჟისურისა და დე ნიროს, პაჩინოს და პეშის შესრულებებისთვის. ფილმმა უამრავი მოწონება დაიმსახურა ; ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე მან მიიღო 10 ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო სურათის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის პაჩინოსა და პეშისთვის და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციებში. გარდა ამისა, ოქროს გლობუსის 77-ე დაჯილდოებაზე იგი იყო ნომინირებული ხუთი პრემიაზე, მათ შორის საუკეთესო ფილმი - დრამა, ხოლო მან მოიპოვა 10 ნომინაცია ბრიტანეთის აკადემიის 73-ე კინოფესტივალზე, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

წარმოება

რედაქტირება

სცენარის შექმნა

რედაქტირება
 
მარტინ სკორსეზე, ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი.

სკორსეზემ The Guardian- თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ პროექტის თავდაპირველი განხილვა 1980-იან წლებში დაიწყო, სადაც ნათქვამია: ,,ბობი [დე ნირო] და მე მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდით ეს პროექტი შეგვქმნა. ეს, ფაქტობრივად, დაახლოებით 35 წლის წინ დაიწყო. რატომღაც დროთა განმავლობაში ეს იდეა გადაგვავიწყდა”. ამის შემდეგ, სკორსეზემ დე ნიროს მომართა იდეით, მოემზადებინა მოძველებული ჰიტმანის ისტორია.[1] სკორსეზე შემდეგ დაინტერესდა წიგნის კინოადაპტაციის რეჟისორობით და დე ნიროს, ალ პაჩინოს და ჯო პესიის მონაწილეობით.[2]

ირლანდიელი-ს სცენარის განვითარება დაიწყო 2007 წელს.[3][4] სკორსეზემ ირლანდიელი-ს გამოშვებამდე სამი ფილმი გამოუშვა: ჰიუგო (2011), უოლ სტრიტის მგელი (2013) და დუმილი (2016), მოგვიანებით კი ირლანდიელი შექმნა. 2014 წლის სექტემბერში, მრავალი წლის შემდეგ, პაჩინომ დაადასტურა, რომ ირლანდიელი იქნებოდა სკორსეზეს ახალი პროექტი დუმილის შემდეგ.[5] 2015 წლის ოქტომბერში დე ნირომ თქვა, რომ ფილმი ჯერ კიდევ ყალიბდებოდა და შეეძლო გადაღება დაწყებულიყო 2016 წელს სტივენ ზაილიანთან ერთად, რომელიც დამტკიცდა როგორც სცენარისტი.[6][7] დე ნირო ასევე იყო ფილმის პროდიუსერი. 2017 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმი იქნებოდა ხანდაზმული ფრენკ შირანის ისტორია, რომელშიც გაიხსენებდნენ მის მრავალ დანაშაულებრივ ქმედებას, რომლებსაც ის ათწლეულების მანძილზე ჩადიოდა.[8] პროდიუსერმა ირვინ ვინკლერმაპროექტი მოიხსენია, როგორც ,,ხალხის გაერთიანება, რომლებიც ერთად მუშაობდნენ ბავშვობიდან”,[9] ხოლო როზენტალმა თქვა, რომ ,,რაც გაგიკვირდებათ არის, როგორც სკორსეზული ფილმი, ეს უფრო ნელი ფილმია. . . . ეს ბიჭები საკუთარ თავებს ძველი შესაძლებლობებით უყურებენ. " [4]

დაფინანსება და ბიუჯეტი

რედაქტირება

2016 წლის მაისში მექსიკურმა კომპანიამ Fábrica de Cine 100 მილიონი დოლარი გამოყო ფილმის დასაფინანსებლად და ამ გარიგების საშუალებით Paramount Pictures შეინარჩუნებდა შიდა უფლებებს.[10] IM Global ასევე ცდილობდა რომ ფილმის საერთაშორისო გაყიდვების უფლებება მოეპოვებინა.[10] STX Entertainment– მა ფილმზე საერთაშორისო დისტრიბუციის უფლებები 50 მილიონ დოლარად იყიდა და სხვა კომპანიები დაამარცხა, როგორიცაა: Universal Pictures, 20th Century Fox და Lionsgate, Fábrica de Cine– მა შეწყვიტა გარიგება და Paramount– მა შეინარჩუნა შიდა უფლებები. [11]

2019 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის ოფიციალური ღირებულება 159 მილიონი დოლარი იქნებოდა ამასთან, წარმოების ბიუჯეტის შესახებ ანგარიშები განსხვავდებოდა. ჯეფ სნაიდერმა განაცხადა: ,, არავის არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ამ ფილმის ბიუჯეტის შესახებ. ნება მიბოძეთ გითხრათ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.”[12][13][14][15]

მოწონება

რედაქტირება

ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე ირლანდიელმა მიიღო 10 ნომინაცია საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი პაჩინოსა და პეშისთვის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო წარმოების დიზაინი, საუკეთესო გადაღებისთვის, კოსტუმების საუკეთესო დიზაინის, საუკეთესო ფილმის მონტაჟისა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტების ნომინაციებში, [16] თუმცა მათგან ვერც ერთში ვერ გაიმარჯვა. ის ასევე იყო ნომინირებული ხუთი ნომინაციაზე ოქროს გლობუსის 77-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო ფილმი - დრამასთვის.[17]

ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ირლანდიელი მისთვის 2019 წლის ფილმებს შორის საუკეთესოდ დაასახელა.[18]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sherlock, Ben (January 14, 2020). "I Heard You Paint Houses: 10 Behind-The-Scenes Facts About The Irishman". Screen Rant. Archived from the original on January 16, 2020. Retrieved January 16, 2020.
  2. Dang, Simon (December 16, 2010). "Harvey Keitel May Also Be On Board Martin Scorsese's 'The Irishman' With De Niro, Pacino And Pesci". IndieWire. Archived from the original on September 6, 2019. Retrieved September 6, 2019.
  3. Lang, Brent (October 1, 2019). "Robert De Niro and Al Pacino on Reuniting for Netflix's Costly Oscar Hopeful 'The Irishman'". Variety. Archived from the original on October 1, 2019. Retrieved October 1, 2019.
  4. 4.0 4.1 Blyth, Antonia (September 23, 2019). "'The Irishman' Producer Jane Rosenthal: It's About "Toxic Masculinity" With "An Older Perspective"". Deadline. ArchivedArchived from the original on September 23, 2019. Retrieved September 23, 2019.
  5. Han, Angie (September 9, 2014). "Al Pacino Says Martin Scorsese's 'The Irishman' Still Happening; Bobby Cannavale Joins Cast". /Film. Archived from the original on September 23, 2014. Retrieved September 10, 2014.
  6. Plumb, Ali (October 1, 2015). "Exclusive: Robert De Niro says he'll be Reuniting With Martin Scorsese Next Year for 'I Heard You Paint Houses'". Digital Spy. Archived from the original on December 29, 2018. Retrieved October 1, 2015.
  7. Keslassy, Elsa (October 16, 2015). "Martin Scorsese Talks 'Vinyl,' 'The Departed' at Lyon Lumiere Fest". Variety. Archived from the original on October 17, 2015. Retrieved October 16, 2015.
  8. Scharf, Zack (July 19, 2017). "'The Irishman': 9 Things You Must Know About Martin Scorsese's $100 Million 'Goodfellas' Reunion". IndieWire. Archived from the original on April 1, 2019. Retrieved March 17, 2019.
  9. Falcon, Gabriel (September 15, 2019)."Irwin Winkler on a life in movies". CBS News. Archived from the original on September 15, 2019. Retrieved September 15, 2019.
  10. 10.0 10.1 Lang, Brent (May 13, 2016). "Cannes: Martin Scorsese's 'The Irishman' Has Buyers Frustrated and Salivating (EXCLUSIVE)". Variety. Archived from the original on May 16, 2016. Retrieved May 22, 2016.
  11. Tartaglione, Nancy; Busch, Anita; Jaafar, Ali (May 15, 2016). "Martin Scorsese's Mob Film 'The Irishman' In Major Deal To STX After Heated Bidding War — Cannes". Deadline. Archived from the original on May 20, 2016. Retrieved May 22, 2016.
  12. Whipp, Glenn (August 27, 2019). Netflix embraces theatrical releases in quest for best picture Oscar. Will it be enough?"". Los Angeles Times. Archived from the original on August 27, 2019. Retrieved August 28, 2019.
  13. D'Alessandro, Anthony (November 3, 2019)."How 'Terminator: Dark Fate' Conked Out With $27M+ & Why 'The Irishman' Is Not A Missed Strategic Opportunity – Box Office". Deadline. Archived from the original on November 3, 2019. Retrieved November 3, 2019.
  14. "Martin Scorsese Talking With Apple, Netflix to Distribute Next Film — Report". IndieWire. April 20, 2020. Archived from the original on April 10, 2020. Retrieved April 10, 2020.
  15. Coley, Jacqueline (January 7, 2020). "The Irishman's Director of Photography and VFX Supervisor Explain Their Groundbreaking Work for Martin Scorsese's Gangster Epic". Rotten Tomatoes. Archived from the original on March 3, 2020. Retrieved May 28, 2020.
  16. Hypes, Patrick (January 13, 2020)."Oscar Nominations: 'Joker' Tops List With 11 Noms; '1917', 'Irishman', 'Hollywood' Nab 10 Apiece" . Deadline. Archived from the original on January 13, 2020. Retrieved January 13, 2020.
  17. "Golden Globes 2020: The Complete Nominations List". Variety. December 9, 2019. Archived from the original on December 9, 2019. Retrieved December 9, 2019.
  18. Kreps, Daniel (December 29, 2019). "Barack Obama Lists His Favorite Films, TV Shows of 2019". Rolling Stone.Archived from the original on December 31, 2019. Retrieved December 31, 2019.