ანა ჰელენ პეკუინი (ინგლ. Anna Paquin დ. 24 ივლისი, 1982, უინიპეგი) — კანადაში დაბადებული ახალზელანდიელი მსახიობი.

ანა პეკუინი
დაბადების სახელი ანა ჰელენ პეკუინი
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1982 (1982-07-24) (42 წლის)
უინიპეგი, კანადა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1993 — პიანინო

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ უინიპეგში. 1992 წელს ცხრა წლის ანამ, როგორც 5000–მა სხვა ნიჭიერმა გოგონამ, მონაწილეობა მიიღო სინჯებში ფლორა მაკგრატის როლზე ფილმში „პიანინო“. ახალგაზრდა ანამ მონაწილეობა მიიღო ამ ფილმის გადაღებაში და დაიმსახურა ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ამერიკული კინოაკადემიის ეს გადაწყვეტილება ყველა დამსწრებისთვის შოკად იქცა, მაგრამ ყველაზე მეტად ანასთვის. თერთმეტი წლის მსახიობი მიკროფონს მოუახლოვდა და 15 წამის განმავლობაში ხმა ვერ ამოიღო. ამ წარმატებამ ანას გზა გაუხსნა მსოფლიოს საუკეთესო სურათების გადასაღებ მოედნებზე. მან პატარა ჯეინის როლი ითამაშა ფილმში „ჯეინ ეარი“ (1996) და დონას როლი ფილმში „აურზაური“ (1998). განმეორებითი წარმატება მოვიდა ანასთან მარი/როუგის როლის შესრულების შემდეგ ფანტასტიკურ ბლოგბასტერში „X ადამიანები“. ამ როლმა მსახიობს რამდენიმე ნომინაცია მოუტანა სხვადასხვა კინოფესტივალზე. პეკუინი ბისექსუალია.[1]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1993 პიანინო The Piano ფლორა მაკგრათი
1996 ჯეინ ეარი Jane Eyre ახალგაზრდა ჯეინ ეარი
1997 ამისტედი Amistad იზაბელა II ესპანელი
1998 აურზაური Hurlyburly დონა
2000 იქს ადამიანები X-Men მარი/როუგი
2002 25-ე საათი 25th Hour მარი დ'ანუნციო
2005 კალმარი და ვეშაპი The Squid and the Whale ლილი
2014 იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები X-Men: Days of Future Past მარი/როუგი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Singh, Anita (1 April 2010). „True Blood star Anna Paquin comes out as bisexual“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 1 April 2010.