ექტორ იასალდე

არგენტინელი ფეხბურთელი

ექტორ კასიმირო იასალდე (ესპ. Héctor Casimiro Yazalde; დ. 29 მაისი, 1946, ვილა ფიორიტო, ბუენოს-აირესი, არგენტინა — გ. 18 ივნისი, 1997, ბუენოს აირესი) — არგენტინელი ფეხბურთელი, მეტსახელად ჩიროლა. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. მისი საკლუბო კარიერის განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი უკავშირდება აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ და განსაკუთრებით კი ლისაბონის „სპორტინგს“, რომლის შემადგენლობაში თამაშის დროს 46 გოლით ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. იგი იყო პირველი არგენტინელი და ასევე პირველი არაევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. ამასთან, იგი ასევე პირველი მოთამაშე იყო, რომელიც 1970 წელს არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ექტორ იასალდე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ექტორ კასიმირო იასალდე
დაბადების
თარიღი
29 მაისი, 1946
დაბადების
ადგილი
ვილა ფიორიტო,
ბუენოს-აირესი, არგენტინა
გარდაცვალების
თარიღი
18 ივნისი, 1997 (51 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1960–1961 ლოს-ანდესი
1964–1966 პირანია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1967–1970 ინდეპენდიენტე 113 (71)
1971–1975 სპორტინგი 104 (104)
1975–1977 მარსელი 44 (23)
1977–1981 ნიუელსი 120 (55)
1981 ურაკანი 1 (0)
სულ 382 (253)
ეროვნული ნაკრები
1968–1974 არგენტინა 17 (3)
სამწვრთნელო კარიერა
1986 ურაკანი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფიფას მონაცემებით, იასალდე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი არგენტინელი ფეხბურთელია, რომელმაც ჯამურად უმაღლესი დივიზიონის 382 ოფიციალურ მატჩში 253 გოლი გაიტანა — არგენტინის, პორტუგალიისა და საფრანგეთის საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობისას.

1968 წლიდან იცავდა არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას.[1] 1974 წლის დასავლეთ გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2] მიიჩნევენ არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა 1946 წლის 29 მაისს აველიანედას ღარიბ უბანში — ვილა ფიორიტოში, იმავე რაიონში, სადაც დიეგო მარადონა.[3] არასახარბიელო სოციალური მდგომარეობის გამო მუშაობის დაწყება 13 წლის ასაკიდან მოუწია. ყიდდა გაზეთებს, ბანანს, ხილს ან დამტვრეულ ყინულს, რათა გამომუშავებული გროშები (ამიტომაც შეარქვეს „ჩიროლა“) სახლში მიეტანა და მშობლებს მრავალშვილიანი ოჯახის გამოკვებაში დახმარებოდა.[3] ფეხბურთში შემთხვევითობის წყალობით მოხვდა. ერთხელ იგი თავის მეგობარს, ორასიო აგირეს ბუენოს-აირესში სტუმრობდა, რომელიც სამოყვარულო კლუბ „პირანიაში“ თამაშობდა. იასალდეს, მისივე თხოვნით, გუნდის ვარჯიშში მონაწილეობის უფლება დართეს, რამაც მწვრთნელის ყურადღება მიიქცია და ვარჯიშის შემდეგ, იმავე დღეს მას კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. მანამდე იგი „ლოს-ანდესის“ და „რასინგ კლუბის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა,[3] თუმცა ამ გუნდების მესვეურებმა მასში პერესპექტიული მოთამაშე ვერ დაინახეს და როგორც მოგვიანებით თავად იხსენებდა, მწვრთნელებს მისი საფეხბურთო მონაცემებისთვის რიგიანად ყურადღება არ მიუქცევიათ.[4]

„ინდეპენდიენტე“

რედაქტირება

1967 წლიდან არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ რიგებში დაიწყო თამაში და პირველივე წელს გუნდთან ერთად ნასიონალის ჩემპიონობა მოიპოვა. „ინდეპენდიენტემ“ ტურნირის ფარგლებში გამართული 15 შეხვედრიდან — 12 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო. საერთო ჯამში 26 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მომდევნო ადგილზე მყოფ „ესტუდიანტესს“ ორი ქულით აჯობა.

 
1970 წელს იასალდემ „ინდეპენდიენტეს“ რიგებში მეტროპოლიტანოს ჩემპიონობა მოპოვა.[კომ. 1]

იასალდემ ნასიონალის ჩემპიონატის ფარგლებში გამართული 15 შეხვედრიდან 9 შეხვედრაში ითამაშა, 10 გოლი შეაგდო და თანაკლუბელ ლუის არტიმეს შემდეგ, მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა. არტიმე, რომელმაც ისალდეზე მხოლოდ ერთით მეტი (11) ბურთი გაიტანა, — ტურნირის ბომბარდირი, ხოლო იასალდე — მეორე საუკეთესო გოლეადორი გახდა.

„ინდეპენდიენტეს“ რიგებში პირველად 1967 წლის 8 ივლისს, მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის მე-19 ტურის კალენდარულ მატჩში, „ჩაკარიტა ხუნიორსის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრა ფრედ 0–0 მთავრდება.[კომ. 2] იასალდეს სადებიუტო შეხვედრა „ინდეპენდიენტემ“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: მიგელ ანხელ სანტორო, რობერტო ოსკარ ფერეირო, იდალინო მონგესი, დავიდ ასევედო, რიკარდო ელბიო პავონი, ვინსენტე დე ლა მატა, რაულ არმანდო სავოი, რაულ ემილიო ბერნაო, ლუის არტიმე, ექტორ იასალდე და ანიბალ რობერტო ტარაბინი. მთ. მწვრთნელი: ოსვალდო ბრანდაო.[5]

პირველი გოლი მეტოქის კარში იმავე წლის 24 სექტემბერს, „პლატენსეს“ წინააღმდეგ სტუმრად გამართულ ნასიონალის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში გააქვს. შეხვედრა „ინდეპენდიენტეს“ გამარჯვებით — 2–1 მთავრდება.[კომ. 3] მეოთხე ტურის მატჩი „ინდეპენდიენტემ“ საკუთარ მოედანზე, „ლანუსთან“, დიდი ანგარიშით — 5–2 მოიგო. ხუთიდან სამი ბურთი იასალდემ გაიტანა — პირველი ჰეთ-თრიკი კარიერაში.[კომ. 4] მეხუთე ტურში „ინდეპენდიენტემ“ „კილმესი“ მიიღო და შეხვედრა კვლავ დიდი ანგარიშით 4–2 მოიგო. ოთხიდან ორი ბურთი იასალდემ გაიტანა (პირველი დუბლი).[კომ. 5] მეექვსე ტურში სტუმრად „ფერო კარილ ოესტე“ 2–1 დაამარცხა. პირველი ბურთი იასალდემ შეაგდო, მეორე კი რობერტო ტარაბინიმ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.[კომ. 6] მეშვიდე ტურში გათამაშების აუტსაიდერს რესისტენსიის „ჩაკო ფორევერს“ უმასპინძლა და შეხვედრა ისევ დიდი ანგარიშით 6–0 მოიგო. ამჯერად იასალდემ ექვსიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.[კომ. 7] მერვე ტურში სტუმრად, მარ-დელ-პლატაში, გენერალ სან-მარტინის სტადიონზე „სან-ლორენსო დე მარ-დელ-პლატა“ 3–0 დაამარცხა. იასალდემ აქაც გაიტანა. მეორე ბურთი რაულ არმანდო სავოიმ შეაგდო, ხოლო მესამე — ლუის არტიმემ. ეს იყო იასალდეს შთამბეჭდავი დასაწყისი „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში, ზედიზედ ექვსი ტური ისე ითამაშა, რომ მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.[კომ. 8]

თავის ბოლო გოლს „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში 1970 წლის 8 დეკემბერს, ლა-პლატის „ხიმნასია ი ესგრიმასთან“ შინ გამართულ ნასიონალის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში აგდებს. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით — 5–2 მთავრდება. ბოლოჯერ „ინდეპენდიენტეს“ მაისურით იმავე წლის 16 დეკემბერს, ნასიონალის ჩემპიონატის მე-20 ტურის საშინაო შეხვედრაში „ბანფილდის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. მატჩი კვლავ მასპინძელთა გამარჯვებით, ამჯერად ანგარიშით 2–0 მთავრდება.

1970 წელს „ინდეპენდიენტესთან“ ერთად მეორედ მოიპოვა საჩემპიონო ტიტული. ამჯერად, მისმა გუნდმა მეტროპოლიტანოს ჩემპიონობა მოიპოვა, რომლის ფარგლებში ჩატარებულ 20 შეხვედრაში იასალდემ 12 გოლი შეაგდო.

საერთო ჯამში, კლუბის შემადგენლობაში 1967–1970 წლებში არგენტინის პირველობაზე 113 შეხვედრა ჩაატარა და 71 გოლი გაიტანა.

ლისაბონის „სპორტინგი“

რედაქტირება

1970 წლიდან მოწვევები ჰქონდა „სანტოსიდან“ და „პალმეირასიდან“, ასევე კონტრაქტს სთავაზობდნენ „ვალენსია“ და ლიონის „ოლიმპიკი“, მონტევიდეოს „ნასიონალი“ და „ბოკა ხუნიორსი“, თუმცა მან ლისაბონის „სპორტინგში“ გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება.

ლისაბონის „სპორტინგთან“ კონტრაქტი 1971 წლის 25 იანვარს[3] გააფორმა და თავის ახალ კლუბს 11 თებერვალს, პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატის შუა პერიოდში შეუერთდა. თუმცა იმ დროს უცხოელ ფეხბურთელებზე არსებული ლიმიტის გამო კლუბი ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით მას განაცხადში ვერ შეიყვანდა. ამ გარემოებიდან გამომდინარე, იასალდეს მიმდინარე სეზონის ბოლომდე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში შეეძლო მონაწილეობის მიღება.

„სპორტინგის“ მაისურით პირველად 1971 წლის 24 თებერვალს, ამხანაგურ მატჩში, პარიზის „რედ სტარის“ წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი, რომელიც ლისაბონში, ჟოზე ალვალადეს სტადიონზე (პორტ. Estádio José Alvalade) შედგა — შიკუ ფარიას, ჟოაო ლარანჟეირას და ვიტორ გონსალვეშის გოლების წყალობით „სპორტინგმა“ მშრალი ანგარიშით — 3–0 მოიგო.[6]

რაც შეეხება სატურნირო შეხვედრას, მისი ოფიციალური დებიუტი 1971 წლის 12 სექტემბერს, პორტუგალიის ჩემპიონატის პირველივე ტურის კალენდარულ მატჩში, „ბოავიშტას“ წინააღმდეგ შედგა. იასალდეს სადებიუტო შეხვედრა „სპორტინგმა“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ვიტორ დამაში, ილარიუ და კონსეისაუ, პედრუ გომეში, ფრანსისკუ კალო, ჟოაო ლარანჟეირა, ვიტორ მანუელ დე ალმეიდა გონსალვეში, ფერნანდუ პერიშ და სილვა, ნელსონ ფერნანდეში (ჟოაო ლორენსუ), ჟოაკიმ ანტონიუ დინიში, შიკუ ფარია (დანი სილვა) და ექტორ იასალდე. მთ. მწვრთნელი: მარიუ ლინუ. შეხვედრა ამჯერადაც ლისაბონში, კვლავ ჟოზე ალვალადეს სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა. ოთხიდან ორი ბურთი იასალდემ გაიტანა, მე-5 და 25-ე წუთებზე — სადებიუტო მატჩის პირველი ორი გოლი და შესაბამისად, პირველი დუბლი პორტუგალიურ კარიერაში.[კომ. 9]

პორტუგალიის ჩემპიონატი 1971–72

რედაქტირება

„სპორტინგის“ რიგებში 1971–72 წლების სეზონში პორტუგალიის პირველობაზე იასალდემ ოცდაათიდან 20 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი შეაგდო.[7][8] „სპორტინგმა“ ტურნირის ფარგლებში გამართული 30 შეხვედრიდან — 17 მატჩი მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. საერთო ჯამში 43 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ქვეყნის ჩემპიონის „ბენფიკასა“ და ვიცე-ჩემპიონის სეტუბალის „ვიტორიას“ შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.[9]

ჩატარებული მატჩები 1971-72
მოგება ფრე წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
1 12.09.1971 ლისაბონი „სპორტინგი“ 4–1 „ბოავიშტა“   5'25' [10]
2 19.09.1971 ბარეირუ „ბარეირენსე“ 1–2 „სპორტინგი“   56' [11]
3 25.09.1971 ლისაბონი „სპორტინგი“ 2–0 „ატლეტიკუ“ [12]
4 03.10.1971 მატოზინიუში „ლეიშოინში“ 1–3 „სპორტინგი“   75' [13]
5 17.10.1971 ლისაბონი „სპორტინგი“ 1–0 „აკადემიკა“ [14]
6 24.10.1971 გიმარაინში „ვიტორია“ (გიმ.) 1–2 „სპორტინგი“   84' [15]
7 31.09.1971 ლისაბონი „ბელენენსეში“ 2–1 „სპორტინგი“ [16]
8 05.12.1971 ლისაბონი „სპორტინგი“ 3–0 კუფ (ბარეირუ) [17]
9 12.12.1971 სეტუბალი „ვიტორია“ (სეტ.) 0–0 „სპორტინგი“ [18]
10 26.12.1971 სანტუ-ტირსუ „ტირსენსე“ 3–5 „სპორტინგი“   43'45'69' [19]
11 02.01.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 0–3 „ბენფიკა“ [20]
12 13.02.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 2–2 „ლეიშოინში“   77' [21]
13 20.02.1972 კოიმბრა „აკადემიკა“ 3–3 „სპორტინგი“   80' [22]
14 27.02.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 3–0 „ვიტორია“ (გიმ.)   62' [23]
15 12.03.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 2–1 „ბელენენსეში“ [24]
16 19.03.1972 ფარუ „ფარენსე“ 1–1 „სპორტინგი“   62' [25]
17 26.03.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 2–1 „პორტუ“   32' [26]
18 09.04.1972 ბარეირუ კუფ (ბარეირუ) 0–0 „სპორტინგი“   71' [27]
19 21.05.1972 ლისაბონი „ბენფიკა“ 2–1 „სპორტინგი“   56' [28]
20 28.05.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 2–0 „უნიაო ტომარი“ [29]

პორტუგალიის ჩემპიონატი 1972–73

რედაქტირება

მომდევნო სეზონში 29 შეხვედრაში უკვე 19-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.[30] „სპორტინგმა“ ტურნირის ფარგლებში გამართული 30 შეხვედრიდან — 15 მატჩი მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. საერთო ჯამში 37 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ჩატარებული მატჩები 1972-73
მოგება ფრე წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
1 11.09.1972 პორტუ „პორტუ“ 0–1 „სპორტინგი“   17' [31]
2 17.09.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 2–0 „უნიაო ტომარი“   23'75' [32]
3 24.09.1972 ფარუ „ფარენსე“ 1–3 „სპორტინგი“   69' (პენ.)   77' [33]
4 01.10.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 2–0 „ვიტორია“ (გიმ.)   58' [34]
5 08.10.1972 ლისაბონი „ბენფიკა“ 4–1 „სპორტინგი“   84' [კომ. 10] [35]
6 15.10.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 4–1 „ატლეტიკუ“   22' [36]
7 22.10.1972 მონტიჟუ „მონტიჟუ“ 0–0 „სპორტინგი“ [37]
8 29.10.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 0–1 „ლეიშოინში“ [38]
9 05.11.1972 პორტუ „ბოავიშტა“ 3–2 „სპორტინგი“ [39]
10 12.11.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 4–0 „ბეირა-მარი“   50' [40]
11 19.11.1972 კოიმბრა „უნიაო კოიმბრა“ 1–5 „სპორტინგი“ [41]
12 26.11.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 0–1 კუფ (ბარეირუ) [42]
13 03.12.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 5–1 „ბარეირენსე“   57'89' [43]
14 10.12.1972 ლისაბონი „ბელენენსეში“ 2–2 „სპორტინგი“   6' [44]
15 17.12.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 1–0 „ვიტორია“ (სეტ.)   57' (პენ.) [45]
16 31.12.1972 ლისაბონი „სპორტინგი“ 0–3 „პორტუ“ [46]
17 07.01.1973 ტომარი „უნიაო ტომარი“ 1–1 „სპორტინგი“ [47]
18 14.01.1973 ლისაბონი „სპორტინგი“ 4–0 „ფარენსე“   18' [48]
19 21.01.1973 გიმარაინში „ვიტორია“ (გიმ.) 1–1 „სპორტინგი“ [49]
20 28.01.1973 ლისაბონი „სპორტინგი“ 1–2 „ბენფიკა“ [50]
21 04.02.1973 ლისაბონი „ატლეტიკუ“ 1–0 „სპორტინგი“ [51]
22 25.02.1973 ლისაბონი „სპორტინგი“ 4–1 „მონტიჟუ“   73' [52]
23 11.03.1973 მატოზინიუში „ლეიშოინში“ 2–2 „სპორტინგი“   19' (პენ.) [53]
24 01.04.1973 ლისაბონი „სპორტინგი“ 1–0 „ბოავიშტა“ [54]
25 15.04.1973 ავეირუ „ბეირა-მარი“ 0–0 „სპორტინგი“ [55]
26 22.04.1973 ლისაბონი „სპორტინგი“ 3–1 „უნიაო კოიმბრა“ [56]
27 13.05.1973 ბარეირუ კუფ (ბარეირუ) 1–1 „სპორტინგი“   25' [57]
28 20.05.1973 ბარეირუ „ბარეირენსე“ 1–4 „სპორტინგი“   40'43'48' [58]
29 03.06.1973 ლისაბონი „სპორტინგი“ 1–0 „ბელენენსეში“ [59]

პორტუგალიის ჩემპიონატი 1973–74

რედაქტირება

1973-74 წლების სეზონში 30 თამაშში 46 გოლი გაიტანა[60] და ევროპის ოქროს ბუცი მოიგო. ეს იყო ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით ევროპის რეკორდი, რომელსაც არგენტინელ ფეხბურთელთა შორის იგი 38 წელი ინარჩუნებდა. აღნიშნული რეკორდი მხოლოდ 2012 წელს დაემხო, როდესაც ლიონელ მესიმ ერთ სეზონში 50 ბურთის გატანა შეძლო.

 
იასალდე ევროპის ოქროს ბუცით

„სპორტინგის“ შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო და ერთი გოლიც შეაგდო ევროპის თასების მფლობელთა თასის გახმაურებულ მატჩში გლაზგოს „რეინჯერსის“ წინააღმდეგ; ეს იყო ტურნირის განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრა (პირველი მატჩი გლაზგოში „რეინჯერსმა“ 3–2 მოიგო), რომელიც 1971 წლის 3 ნოემბერს, ჟოზე ალვალადეს სტადიონზე გაიმართა. მატჩის ძირითადი დრო მასპინძელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც მეტოქეებმა თითო ბურთი გაცვალეს — 4–3 „სპორტინგის“ სასარგებლოდ. წესით სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შოტლანდიელებს შემდეგი ეტაპის საგზური თამაშის დამთავრებისთანავე ეკუთვნოდათ, თუმცა ჰოლანდიელმა მსაჯმა ლორენს ვან რავენსმა გადაწყვიტა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად გუნდებს მატჩისშემდგომი პენალტების სერია უნდა შეესრულებინათ.[61] მართალია, „სპორტინგმა“ პენალტების სერიაში „რეინჯერსს“ აჯობა, თუმცა, საბოლოოდ, უეფას გადაწყვეტილებით, პენალტების სერიის შედეგი გაუქმდა და „რეინჯერსი“ სტუმრად გატანილი გოლის მოქმედი წესიდან გამომდინარე მომდევნო რაუნდში გავიდა, სადაც ჯერ „ტორინოს“ ბარიერი დაძლია (1–1; 1–0), შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ (1–1; 2–0) და ფინალში მოსკოვის „დინამოს“ დამარცხების (3–2) შემდეგ თასსაც დაეუფლა.[62]

1971–1975 წლებში ლისაბონელთა მაისურით პორტუგალიის პირველობაზე 104 შეხვედრა ჩაატარა და ამდენივე გოლი შეაგდო მეტოქეთა კარებში. რაც შეეხება „სპორტინგის“ რიგებში პორტუგალიის თასზე და ევროთასებზე ჩატარებულ მატჩებს და გატანილ ბურთებს, აქაც შთამბეჭდავი შედეგიანობით გამოირჩა — 13 მატჩი და 12 გოლი პორტუგალიის თასზე, 14 მატჩი და 10 გოლი ევროთასებზე.

საერთო ჯამში, ყველა ტურნირის ჩათვლით, „სპორტინგის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 131 ოფიციალურ შეხვედრაში იასალდემ 126-ჯერ აიღო მეტოქეთა კარები.

მარსელის „ოლიმპიკი“

რედაქტირება

1975 წლიდან მარსელის „ოლიმპიკის“ რიგებში გამოდიოდა. 1975-76 წლების სეზონში „ოლიმპიკის“ მაისურით საფრანგეთის პირველობაზე 31 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი შეაგდო. მომდევნო სეზონში 13 შეხვედრაში მხოლოდ 4-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

მარსელელთა რიგებში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის თასის ფინალურ შეხვედრაში ლიონის „ოლიმპიკის“ წინააღმდეგ, რომელიც 1976 წლის 12 ივნისს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მარსელის „ოლიმპიკის“ გამარჯვებით 2–0 დასრულდა.[კომ. 11][63]

უმაღლესი დივიზიონი

რედაქტირება
კლუბი სეზონი მატჩი გოლი საშ.
  ინდეპენდიენტე 1967-1970 117 72 0.62
  სპორტინგი 1971-1975 131 126 0.96
  მარსელი 1975-1977 48 23 0.48
  ნიუელს ოლდ ბოისი 1977-1981 120 55 0.46
  ურაკანი 1982 1 0 0
ჯამში 1967-1982 417 276 0.66

საერთაშორისო თასები

რედაქტირება
გუნდი სეზონი ტურნირი მატჩი გოლი
  ინდეპენდიენტე 1968 ლიბერტადორესის თასი 3 1
  სპორტინგი 1973-1974 ევროპის თასების მფლობელთა თასი 8 4
  სპორტინგი 1974-1975 ევროპის ჩემპიონთა თასი 2 1
ჯამში 13 6

სტატისტიკური შეჯამება

რედაქტირება
მატჩი გოლი საშ.
ეროვნული ლიგები 382 253 0.66
ეროვნული თასები 14 12 0.86
საერთაშორისო თასები 21 11 0.52
არგენტინის ნაკრები 17 3 0.18
ჯამში 434 279 0.64

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1968–1974 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 17 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 1968 წლის 3 აგვისტოს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: რუბენ ომარ სანჩესი, რობერტო როდოლფო აგირე, ოსკარ მალბერნატი, ექტორ ალბერტო ოსტუა, რობერტო პერფუმო, ალფიო რუბენ ბასილე, ალბერტო რენდო, ხორხე რაულ სოლარი (რაულ არმანდო სავოი), კარლოს ხოსე ველიო (სესარ ლუის მენოტი), ოსკარ მასი და ექტორ იასალდე. მთ. მწვრთნელი: ხოსე მარია მინელია. მატჩი რიო-დე-ჟანეიროში „მარაკანაზე“ გაიმართა და ბრაზილიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დასრულდა.[64]

 
„ელ გრაფიკოს“ გარეკანზე[კომ. 12]

ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1974 წლის 26 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ დასავლეთ გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა.[65] არგენტინელეთა რიგებში თამაშობდნენ: დანიელ კარნევალი, რამონ ერედია, რობერტო პერფუმო, ფრანსისკო სა, ენრიკე ვოლფი (რუბენ ოსკარ გლარია), კარლოს სკეო, რობერტო ტელჩი, რუბენ აიალა, აგუსტინ ბალბუენა, რენე ჰაუსმანი (მარიო კემპესი) და ექტორ იასალდე. მთ. მწვრთნელი: ვლადისლაო კაპი. მატჩი გელზენკირხენში გაიმართა და ნიდერლანდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–0 დასრულდა.[66][67]

1969 წლის 27 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები პერუს, ბოლივიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდებს შორის. იასალდემ არგენტინელთა მიერ გამართული 4 მატჩიდან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელებმა ოთხიდან ერთი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და ორი დათმეს. გადამწყვეტი შეხვედრა პერუელებთან, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართა და რომელშიც მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ, ფრედ — 2–2 დასრულდა, რამაც მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური პერუელებს არგუნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არგენტინამ ვერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირება.[68]

ექტორ იასალდემ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით სულ სამი ბურთი გაიტანა. პირველი გოლი მან პერუელებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შეაგდო. მატჩი 1968 წლის 29 აგვისტოს ლიმას ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და ფრედ — 2–2 დასრულდა. არგენტინელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: ედგარდო ნორბერტო ანდრადა, რაფაელ ალბრეხტი, რობერტო პერფუმო, ალბერტო რენდო, როდოლფო ფიშერი, ექტორ იასალდე (ანხელ მანუელ სილვა), ალფიო რუბენ ბასილე (რობერტო როდოლფო აგირე), ლოპესი, ექტორ სალვადორ მინიტი, ექტორ ალბერტო ოსტუა (ხორხე რაულ სოლარი) და რაულ არმანდო სავოი.[69]

თავისი მეორე და მესამე სანაკრებო გოლი მან დასავლეთ გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში ჰაიტის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა. მატჩი 1974 წლის 23 ივნისს მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით — 4–1 დასრულდა. ამ მატჩში არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: დანიელ კარნევალი, რამონ ერედია, რობერტო პერფუმო, ფრანსისკო სა, ენრიკე ვოლფი, კარლოს ბაბინგტონი, რობერტო ტელჩი, რუბენ აიალა, მარიო კემპესი (აგუსტინ ბალბუენა), რენე ჰაუსმანი (მიგელ ანხელ ბრინდისი) და ექტორ იასალდე.[70]

მისი მონაწილეობით გამართული 17 შეხვედრიდან არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა 8 შეხვედრა ფრედ დაამთავრა, 6 შეხვედრა დათმო და მხოლოდ სამ შეხვედრაში გაიმარჯვა — ბოლივიის (1–0), საფრანგეთისა (2–0) და ჰაიტის ეროვნულ გუნდებთან (4–1). ამ 17 შეხვედრაში არგენტინელებმა მეტოქის კარში 22 ბურთი გაიტანეს, ხოლო საკუთარ კარში 29 ბურთი მიიღეს.

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა შეჯიბრება წყარო ვიდეო
1 07.08.1968 რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია   4–1   არგენტინა [კომ. 13] ამხანაგური [71][72]
2 11.08.1968 ბელუ-ორიზონტი ბრაზილია   3–2   არგენტინა [კომ. 14] ამხანაგური [73]
3 29.08.1968 ლიმა პერუ   2–2   არგენტინა   30'   ამხანაგური [74]
4 01.09.1968 ლიმა პერუ   1–1   არგენტინა   ამხანაგური [75]
5 04.12.1968 სანტიაგო ჩილე   2–1   არგენტინა   დიტბორნის თასი [76]
6 22.12.1968 მარ-დელ-პლატა არგენტინა   1–1   იუგოსლავია ამხანაგური [77]
7 19.03.1969 როსარიო არგენტინა   1–1   პარაგვაი ამხანაგური [78]
8 28.05.1969 სანტიაგო ჩილე   1–1   არგენტინა   * [79]
9 03.08.1969 ლიმა პერუ   1–0   არგენტინა   მსოფ. შესარჩევი [80]
10 24.08.1969 ბუენოს-აირესი არგენტინა   1–0   ბოლივია მსოფ. შესარჩევი [81]
11 31.08.1969 ბუენოს-აირესი არგენტინა   2–2   პერუ მსოფ. შესარჩევი [82]
12 22.10.1970 ასუნსიონი პარაგვაი   1–1   არგენტინა ამხანაგური [83]
13 12.01.1971 მარ-დელ-პლატა არგენტინა   2–0   საფრანგეთი ამხანაგური [84]
14 26.05.1974 ამსტერდამი ნიდერლანდები   4–1   არგენტინა   ამხანაგური [85]
15 19.06.1974 შტუტგარტი არგენტინა   1–1   იტალია   78' მსოფ. ჩემპ. 1974 [86] [87]
16 23.06.1974 მიუნხენი არგენტინა   4–1   ჰაიტი   15'67' მსოფ. ჩემპ. 1974 [88] [89]
17 26.06.1974 გელზენკირხენი ნიდერლანდები   4–0   არგენტინა მსოფ. ჩემპ. 1974 [90] [91]

მსოფლიო ჩემპიონატზე

რედაქტირება

ექტორ იასალდემ მხოლოდ ერთ, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც არგენტინის ნაკრების მიერ ჩატარებული 6 შეხვედრიდან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 ბურთი გაიტანა.[92][93]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1974   გერმანია   22 თავდამსხმელი 3 2 1 1 1
მეორე რაუნდი

თამაშის სტილი

რედაქტირება

ფეხბურთის სპეციალისტების შეფასებით იასალდე თავდამსხმელისთვის აუცილებელი საუკეთესო მონაცემებით გამოირჩეოდა: თანაბრად ფლობდა ორივე ფეხს და არანაკლებ კარგად თამაშობდა თავით.[3] გააჩნდა ბურთის დამუშავების მაღალი ტექნიკა, როგორც ბურთის მიღებისას და მცველებთან ორთაბრძოლისას, ასევე შეტევის დამამთავრებელ ფაზებში, როდესაც საჭირო ხდებოდა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. გამოირჩეოდა ძლიერი და ზუსტი დარტყმით, ზუსტი პასებით და განსაკუთრებული საგოლე ალღოთი. ჰქონდა თამაშისა და მოედნის შესანიშნავი ხედვა და რთული სათამაშო სიტუაციებიდან საუკეთესო გამოსავლის მონახვის უნარი. საჭიროების შემთხვევაში უნარიანად იყენებდა დრიბლინგს და ზუსტად ირჩევდა შეტევისა თუ კომბინაციის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს.[3] კარგად გრძნობდა პარტნიორს და თავადაც საუკეთესო პარტნიორი იყო თანაგუნდელთათვის. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც თავადაც შეეძლო მეტოქის კარის აღება, უკეთეს სათამაშო პოზიციაში მყოფ პარტნიორს არასდროს უგვიანებდა საგოლე გადაცემას. გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით და არ გაურბოდა მცველებთან ორთაბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ათლეტური მონაცემებითა და დიდი ფიზიკური ძალით, დახვეწილი ტექნიკისა და შექმნილ სიტუაციაში სწრაფი ორიენტირების უნარის წყალობით, მეტწილად გამარჯვებული გამოდიოდა მცველებთან ორთაბრძოლების დროს. შეეძლო ცრუ მოძრაობით, მახვილგონივრული მანევრითა და მოწინააღმდეგეთათვის მოულოდნელი გაწყვეტილებით უკან მოეტოვებინა და „მოეტეხა“ არა მხოლოდ უშუალო მეურვე, არამედ მეტოქის დაცვის მთელი ხაზი და თავად დაეგვირგვინებინა შეტევა. პიროვნული და პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე სარგებლობდა თანაგუნდელთა და გულშემატკივართა განსაკუთრებული სიყვარულით, რომელთა უმრავლესობა მას თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ფეხბურთელად მიიჩნევდა.[94]

სტატისტიკა

რედაქტირება

  მონაცემები განახლებულია სპორტული კარიერის ბოლოს.

კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა თასი (1) საერთ (2) ჯამში (3) საშ.
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ინდეპენდიენტე
  არგენტინა
1.ª მ-1967 1 0 - - - - 1 0 0,00
ნ-1967 9 10 - - - - 9 10 1,11
მ-1968 21 11 - - 4 1 25 12 0,48
ნ-1968 13 7 - - - - 13 7 0,53
მ-1969 17 8 - - - - 17 8 0,47
ნ-1969 17 12 - - - - 17 12 0,70
მ-1970 20 12 - - - - 20 12 0,60
ნ-1970 15 11 - - - - 15 11 0,73
სულ 113 71 0 0 4 1 117 72 0,61
სპორტინგი
  პორტუგალია
1.ª 1971-72 20 9 3 0 4 4 27 13 0,48
1972-73 29 19 5 7 2 1 36 27 0,75
1973-74 29 46 - - 6 4 35 50 1,42
1974-75 26 30 5 5 2 1 33 36 1,09
სულ 104 104 13 12 14 10 131 126 0,96
მარსელი
  საფრანგეთი
1.ª 1975-76 31 19 1 0 2 0 34 19 0,55
1976-77 13 4 - - 1 0 14 4 0,28
სულ 44 23 1 0 3 0 48 23 0,47
ნიუელს ოლდ ბოისი
  არგენტინა
1.ª ნ-1977 13 6 - - - - 13 6 0,46
მ-1978 24 10 - - - - 24 10 0,41
ნ-1978 10 5 - - - - 10 5 0,50
მ-1979 12 7 - - - - 12 7 0,58
ნ-1979 12 7 - - - - 12 7 0,58
მ-1980 5 3 - - - - 5 3 0,60
ნ-1980 18 11 - - - - 18 11 0,61
მ-1981 25 6 - - - - 25 6 0,24
ნ-1981 1 0 - - - - 1 0 0,00
სულ 120 55 0 0 0 0 120 55 0,45
ურაკანი
  არგენტინა
1.ª ნ-1982 1 0 - - - - 1 0 0,00
სულ 1 0 0 0 0 0 1 0 0,00
სულ ჯამში 382 253 14 12 21 11 417 276 0,66
(1) პორტუგალიის თასის და საფრანგეთის თასის მონაცემების ჩათვლით.
(2) ლიბერტადორესის თასის, უეფა-ს თასების მფლობელთა თასის, ევროპის ჩემპიონთა თასის და უეფა-ს თასის მონაცემების ჩათვლით.
(3) ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლების გარდა.

სანაკრებო

რედაქტირება
ეროვნული
ნაკრები
წლები ამხანაგური მუნდიალი დიტბორნის თასი სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა
 
1968 5 1 - - 1 0 - - 6 1
1969 3 0 - - - - 2 0 5 0
1970 0 0 - - - - 1 0 1 0
1971 1 0 - - - - - - 1 0
1974 1 0 3 2 - - - - 4 2
სულ ჯამში 10 1 3 2 1 0 3 0 17 3

1974 წელს, როგორც საუკეთესო ბომბარდირს, ევროპის ოქროს ბუცის პრიზად იასალდეს ტოიოტას მარკის ავტომობილი გადასცეს, რომელიც მან გაყიდა, ხოლო მიღებული თანხა თანაგუნდელებს გაუნაწილა.

იასალდე იყო პირველი არგენტინელი და პირველი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ოქროს ბუცი გადაეცა.

ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელთაგან იასალდეს შემდეგ მხოლოდ ბრაზილიელმა მარიო ჟარდელმა (პორტ. Mário Jardel Almeida Ribeiro) შეძლო ევროპის ოქროს ბუცის მოპოვება, როდესაც 2001–02 წლების სეზონზე პორტუგალიის პირველობაზე 42 ბურთი გაიტანა.[95]

ევროპის ოქროს ბუცის ლაურეატებს შორის იასალდეს გატანილი ბურთების რაოდენობის მხრივ (46 გოლით), მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ლიონელ მესის (50; „ბარსელონა“; 2011–12), კრიშტიანუ რონალდუს (48; მადრიდის „რეალი“; 2014–15) და დუდუ ჯორჯესკუს (47; ბუქარესტის „დინამო“; 1974–75) შემდეგ.[96]

1973 წლის 7 ოქტომბერს, პორტუგალიის პირველობაზე გამართულ პირველი წრის შეხვედრაში ლისაბონის „ორიენტალთან“, რომელიც „სპორტინგმა“ 7–0 მოიგო, იასალდემ 4 ბურთი გაიტანა.[97]

1974 წლის 17 თებერვალს, პორტუგალიის პირველობაზე გამართულ მეორე წრის შეხვედრაში იმავე ლისაბონის „ორიენტალთან“, რომელიც „სპორტინგმა“ ამჯერად, 8–0 მოიგო, იასალდემ 5 ბურთი გაიტანა.[98][99]

პორტუგალიაში, „სპორტინგის“ შემადგენლობაში თამაშის დროს მის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს მეტოქე გუნდების, მათ შორის განსაკუთრებით „ბენფიკას“ გულშემატკივრები გამოხატავდნენ. ფეხბურთის მოყვარულებს თავი დაამახსოვრა, როგორც თავმდაბალმა და გულისხმიერმა, უბრალოებით, ადამიანური ღირსებითა და მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოებულმა და ყოველგვარ ვარსკვლავურ დაავადებას მოკლებულმა ადამიანმა. მინდორს მიღმა გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა მინდორზე მის მოწინააღმდეგესთან, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პორტუგალელ ფეხბურთელთან ეუსებიოსთან.

მისი მეუღლე იყო პორტუგალიელი მოდელი და მსახიობი კარმენ იასალდე — ნამდვილი სახელი მარია დუ კარმუ (პორტ. María do Carmo Ressurreição de Deus; დ. 29 მაისი, 1950). დაქორწინდნენ 1973 წლის 16 ივლისს ბუენოს-აირესში, სან-კარლოსის ბაზილიკაში. ხოლო მანამდე, იმავე წლის მაისში მათ შეეძინათ ვაჟი გონსალო იასალდე.[3]

მიღწევები

რედაქტირება
კლუბი ტიტული წელი წყარო
  ინდეპენდიენტე პრიმერა დივიზიონი ნ-1967
  ინდეპენდიენტე პრიმერა დივიზიონი მ-1970
  სპორტინგი პორტუგალიის თასი 1972-1973
  სპორტინგი პრიმეირა ლიგა 1973-1974
  ოლიმპიკი მარსელი საფრანგეთის თასი 1975-1976 [100]

ინდივიდუალური

რედაქტირება
მიღწევები · ჯილდოები · პრიზები წელი შენიშვნა წყარო
წლის საუკეთესო ფეხბურთელი არგენტინაში 1970 [101]
პორტუგალიის თასის საუკეთესო ბომბარდირი 1973
ევროპის ოქროს ბუცი საუკეთესო ბომბარდირისთვის 1974 [102]
პორტუგალიის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (46 გოლი) 1974 [კომ. 15] [103][104]
პორტუგალიის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (30 გოლი) 1975

ლიტერატურა

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · BDFA · BeSoccer · FBref.com · FootballDatabase.eu · ForaDeJogo · FutbolFactory · Futbolistas · Kooora · National Football Teams.com · Pes Miti Del Calcio · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · oGol
ვიდეო
Goles de Héctor Yazalde en Independiente · Hector Yazalde (Chirola) - Sporting CP · Héctor Yazalde vs Benfica Lisbona Coppa di Portogallo 1971-1972
ფოტო
IMAGO
მედია
El Gráfico · Marca · Observador

კომენტარები

რედაქტირება
  1. ქვედა რიგში მარცხნიდან მესამე: ექტორ იასალდე „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში.
  2. 19na. Fecha / 08.07.1967 en San Martín: Chacarita Juniors 0, Independiente 0.
  3. 3ra. Fecha / 24.09.1967 en Núñez: Platense 1 (Luis Medina), Independiente 2 (Raúl Savoy y Héctor Yazalde).
  4. 4ta. Fecha / 01.10.1967 en Avellaneda: Independiente 5 (Vicente de la Mata (h), Héctor Yazalde 3 y Roberto A. Tarabini), Lanús 2 (Ángel Silva 2 (1p)).
  5. 5ta. Fecha / 08.10.1967 en Avellaneda: Independiente 4 (Héctor Yazalde 2, José O. Pastoriza y Luis Artime), Quilmes 2 (Carlos A. Della Savia y Roberto Santiago).
  6. 6ta. Fecha / 15.10.1967 en Caballito: Ferro Carril Oeste 1 (Carlos A. Vidal), Independiente 2 (Héctor Yazalde y Roberto A. Tarabini (p)).
  7. 7ma. Fecha / 22.10.1967 en Avellaneda: Independiente 6 (Roberto A. Tarabini, Héctor Yazalde, Raúl Savoy, Luis Artime 2 y Raúl Bernao), Chaco For Ever 0.
  8. 8va. Fecha / 29.10.1967 en Mar del Plata: San Lorenzo de Mar del Plata 0, Independiente 3 (Héctor Yazalde, Raúl Savoy y Luis Artime).
  9. იასალდეს მიერ შეგდებული პირველი ორი ბურთის შემდეგ მესამე გოლი „ბოავიშტას“ კარში შიკუ ფარიამ, ხოლო მეოთხე — შეცვლაზე შემოსულმა ჟოაო ლორენსუმ შეაგდო.
  10. „ბენფიკას“ მხრიდან ოთხივე ბურთი ეუსებიომ გაიტანა — 25-ე, 34-ე, 86-ე და 89-ე წუთებზე.
  11. La finale de la 76e édition de la Coupe de France réunit le 12 juin 1976 au Parc des Princes, à Paris, deux équipes de Division 1 : l'Olympique de Marseille et l'Olympique Lyonnais. Les Marseillais de Marius Tresor, solides défensivement, s'imposent (2-0) grâce à des réalisations de Raoul Nogues (67e) et Sarr Boubacar (84e). Neuvième sacre pour l'OM dans l'épreuve.
  12. მარცხნიდან: ბაბინგტონი, ჰაუსმანი, ერედია და იასალდე არგენტინის ნაკრების ვარჯიშზე. 1974 წლის 11 ივნისის „ელ გრაფიკო“, № 2853.
  13. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ბრაზილიელთა გუნდის შემადგენლობა წარმოდგენილი იყო გუანაბარას შტატის ნაკრების ფეხბურთელებით.
  14. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ბრაზილიელთა გუნდის შემადგენლობა წარმოდგენილი იყო მინას-ჟერაისის შტატის ნაკრების ფეხბურთელებით.
  15. პორტუგალიის ჩემპიონატის რეკორდსმენი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით: 46 გოლი
  1. Argentina 1968 // footballdatabase.eu
  2. Argentina 1974 // solofutbol.cl
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Hector Yazalde, eterno Chirola
  4. Piraña: la cuna del gol // Clarín
  5. 8-7-1967(M) (19·F) Chacarita Juniors 0–0 Independiente
  6. 1971-02-24 Sporting – Red Star
  7. Sporting CP matches - Primeira Liga 1971/72 // BeSoccer
  8. Portugal » Primeira Liga 1971/1972 » Calendario
  9. Portugal » Primeira Liga 1971/1972
  10. Sporting CP 4–1 Boavista // BeSoccer
  11. FC Barreirense 1–2 Sporting CP // BeSoccer
  12. Sporting CP 2–0 Atlético CP // BeSoccer
  13. Leixões 1–3 Sporting CP // BeSoccer
  14. Sporting CP 1–0 Académica // BeSoccer
  15. Vitória Guimarães 1–2 Sporting CP // BeSoccer
  16. Os Belenenses 2–1 Sporting CP // BeSoccer
  17. Sporting CP 3–0 Fabril Barreiro // BeSoccer
  18. Vitória Setúbal 0–0 Sporting CP // BeSoccer
  19. Tirsense 3–5 Sporting CP // BeSoccer
  20. Sporting CP 0–3 Benfica // BeSoccer
  21. Sporting CP 2–2 Leixões // BeSoccer
  22. Académica 3–3 Sporting CP // BeSoccer
  23. Sporting CP 3–0 Vitória Guimarães // BeSoccer
  24. Sporting CP 2–1 Os Belenenses // BeSoccer
  25. Farense 1–1 Sporting CP // BeSoccer
  26. Sporting CP 2–1 Porto // BeSoccer
  27. Fabril Barreiro 0–0 Sporting CP // BeSoccer
  28. Benfica 2–1 Sporting CP // BeSoccer
  29. Sporting CP 2–0 Uniao Tomar // BeSoccer
  30. Sporting CP matches - Primeira Liga 1972/73 // BeSoccer
  31. Porto 0–1 Sporting CP // BeSoccer
  32. Sporting CP 4–0 Uniao Tomar // BeSoccer
  33. Farense 1–3 Sporting CP // BeSoccer
  34. Sporting CP 2–0 Vitória Guimarães // BeSoccer
  35. Benfica 4–1 Sporting CP // BeSoccer
  36. Sporting CP 4–1 Atlético CP // BeSoccer
  37. Montijo CD 0–0 Sporting CP // BeSoccer
  38. Sporting CP 0–1 Leixões // BeSoccer
  39. Boavista 3–2 Sporting CP // BeSoccer
  40. Sporting CP 4–0 Beira Mar SC // BeSoccer
  41. União de Coimbra 1–5 Sporting CP // BeSoccer
  42. Sporting CP 0–1 Fabril Barreiro // BeSoccer
  43. Sporting CP 5–1 FC Barreirense // BeSoccer
  44. Os Belenenses 2–2 Sporting CP // BeSoccer
  45. Sporting CP 1–0 Vitória Setúbal // BeSoccer
  46. Sporting CP 0–3 Porto // BeSoccer
  47. Uniao Tomar 1–1 Sporting CP // BeSoccer
  48. Sporting CP 4–0 Farense // BeSoccer
  49. Vitória Guimarães 1–1 Sporting CP // BeSoccer
  50. Sporting CP 1–2 Benfica // BeSoccer
  51. Atlético CP 1–0 Sporting CP // BeSoccer
  52. Sporting CP 4–1 Montijo CD // BeSoccer
  53. Leixões 2–2 Sporting CP // BeSoccer
  54. Sporting CP 1–0 Boavista // BeSoccer
  55. Beira Mar SC 0–0 Sporting CP // BeSoccer
  56. Sporting CP 3–1 Atlético CP // BeSoccer
  57. Fabril Barreiro 1–1 Sporting CP // BeSoccer
  58. FC Barreirense 1–4 Sporting CP // BeSoccer
  59. Sporting CP 1–0 Os Belenenses // BeSoccer
  60. Sporting CP matches - Primeira Liga 1973/74 // BeSoccer
  61. Rangers triumph in Europe 1972 // bbc.co.uk
  62. Sporting, 50 años de la clasificación europea más efímera y surrealista
  63. Marseille - Lyon // YouTube
  64. Brazil 4–1 Argentina / 07 August 1968 // BeSoccer
  65. Argentina 0–4 Netherlands / 26 June 1974 // 11v11.com
  66. Los 50 mejores partidos de la historia // Marca
  67. Holanda 4-0 Argentina / Mundial 1974 // Marca
  68. A 35 años de un fatídico empate con los peruanos
  69. Peru 2–2 Argentina / 29 August 1968 // BeSoccer
  70. Argentina v Haiti | First Round | 1974 FIFA World Cup Germany™
  71. Brazil 4–1 Argentina / Maracanã, Rio de Janeiro // 11v11.com
  72. Argentina National Team Archive 1961-1970 // rsssf
  73. Brazil 3–2 Argentina / Estádio Mineirão, Belo Horizonte // 11v11.com
  74. Peru 2–2 Argentina / Estadio Nacional, Lima // 11v11.com
  75. Peru 1–1 Argentina / Estadio Nacional, Lima // 11v11.com
  76. Chile 2–1 Argentina / Estadio Nacional Julio Martínez Prádanos, Santiago
  77. Argentina 1–1 Yugoslavia / Estadio General San Martín, Mar del Plata
  78. Argentina 1–1 Paraguay / Rosario // 11v11.com
  79. Chile 1–1 Argentina / Santiago, Chile
  80. Peru 1–0 Argentina / Estadio Nacional, Lima
  81. Argentina 1–0 Bolivia / Estadio Bombonera, Buenos Aires // 11v11.com
  82. Argentina 2–2 Peru / Estadio Bombonera, Buenos Aires // 11v11.com
  83. Paraguay 1–0 Argentina / Asuncion // 11v11.com
  84. Argentina 2–0 France / Estadio General San Martín, Mar del Plata
  85. Netherlands 4–1 Argentina / Olympic, Amsterdam // 11v11.com
  86. Argentina 1–1 Italy / Neckarstadion, Stuttgart // 11v11.com
  87. Argentina v Italy | 1974 FIFA World Cup Germany™ | Full Match Replay
  88. Argentina 4–1 Haiti / Olympiastadion, Munich // 11v11.com
  89. Argentina v Haiti | 1974 FIFA World Cup Germany™ | Full Match Replay
  90. Netherlands 4–0 Argentina / Park Gelsenkirchen // 11v11.com
  91. Netherlands v Argentina | 1974 FIFA World Cup Germany™ | Full Match Replay
  92. მსოფლიო ჩემპიონატი 1974 // fifa.com
  93. Hector Yazalde in the World Cups // thesoccerworldcups.com
  94. Carmen. "Nunca me separei e ainda hoje sou Yazalde"
  95. The Golden Shoe winners // European Sports Media
  96. Todos los ganadores de la Bota de Oro // marca.com
  97. Oriental Lisboa 0–7 Sporting CP // BeSoccer
  98. Sporting CP 8–0 Oriental Lisboa // BeSoccer
  99. Sporting CP » Record against Oriental de Lisboa
  100. 1976 - Olympique de Marseille - Olympique Lyonnais (2-0)
  101. Futbolista del año en Argentina
  102. European Golden Shoe (Golden Boot) Winners List
  103. Héctor Yazalde Máximo goleador 1974, 1975
  104. Disparado hacia los 46 goles de Chirola // Marca.com