რესისტენსია
რესისტენსია — ქალაქი არგენტინაში, ჩაკოს პროვინციის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. 2001 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 274,490 ადამიანს. გაშენებულია მდინარე ნეგროზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რესისტენსია Resistencia | |||||
| |||||
ქვეყანა | არგენტინა | ||||
პროვინცია | ჩაკოს პროვინცია | ||||
კოორდინატები | 27°27′00″ ს. გ. 58°59′00″ დ. გ. / 27.45000° ს. გ. 58.98333° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | აიდა აიალა | ||||
დაარსდა | 1878 წ. | ||||
ფართობი | 54 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 50 მ | ||||
მოსახლეობა | 274,490 კაცი (2001) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | 03722 | ||||
საფოსტო ინდექსი | H3500 | ||||
ოფიციალური საიტი | mr.gov.ar | ||||
რესისტენსია არგენტინაში ცნობილია როგორც „სკულპტურების ქალაქი" ან „მუზეუმი ღია ცის ქვეშ", რადგან მის ქუჩებში 500-მდე მონუმენტსა და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს შეხვდებით. 1988 წლიდან, ქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს სკულპტურებს შორის, რომლის მიმდინარეობისასაც სკულპტურები გამოიფინება პარკებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. 1997 წლიდან ამ შეჯიბრს იუნესკო ასპონსორებს.
ქალაქის ეკონომიკური საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა, ბოლო ხანებში ასევე მომსახურების სფერო.
ქალაქში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-11-17 საიტზე Wayback Machine.
- გეოგრაფიული კოორდინატები