ოლიმპიაშტადიონი (მიუნხენი)
ოლიმპიაშტადიონი (გერმ. Olympiastadion) — სტადიონი მიუნხენში, აშენებულია 1968-1972 წლებში 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის, მდებარეობს მიუნხენის „ოლიმპიაპარკის“ ცენტრში. ეტევა 69,250 მაყურებელი. უეფას კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია.
ოლიმპიაშტადიონზე გაიმართა 1974 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის და 1988 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატების ფინალური დაპირისპირებები. სტადიონმა 1979, 1993 და 1997 წლებში უმასპინძლა ევროპის ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრებს.
ალიანც არენის აშენებამდე აქ საშინაო მატჩებს მართავდნენ მიუნხენის ბაიერნი და საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-03-09 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: