ნევილ ჩემბერლენი
ართურ[კომ. 1] ნევილ ჩემბერლენი[კომ. 2] სსწ (ინგლ. Arthur Neville Chamberlain; დ. 18 მარტი, 1869 — გ. 9 ნოემბერი, 1940) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, მეწარმე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1937-1940 წლებში, ცნობილი თავისი გადაწყვეტილებებით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 1939 წლის 3 სექტემბრიდან უინსტონ ჩერჩილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ჩემბერლენი გერმანიასთან მეომარ დიდ ბრიტანეთს ედგა სათავეში.
ნევილ ჩემბერლენი Arthur Neville Chamberlain | |
ჩემბერლენი 1921 წელს | |
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 მაისი, 1937 – 10 მაისი, 1940 | |
მონარქი | ჯორჯ VI |
წინამორბედი | სტენლი ბოლდუინი |
მემკვიდრე | უინსტონ ჩერჩილი |
კონსერვატიული პარტიის ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 მაისი, 1937 – 9 ოქტომბერი, 1940 | |
მონარქი | ჯორჯ VI |
წინამორბედი | სტენლი ბოლდუინი |
მემკვიდრე | უინსტონ ჩერჩილი |
საბჭოს ლორდ-თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მაისი, 1940 – 3 ოქტომბერი, 1940 | |
მონარქი | ჯორჯ VI |
პრემიერ-მინისტრი | უინსტონ ჩერჩილი |
წინამორბედი | ჯეიმზ სტენჰოუფი |
მემკვიდრე | სერ ჯონ ანდერსონი |
სახაზინოს კანცლერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 აგვისტო, 1923 – 22 იანვარი, 1924 | |
მონარქი | ჯორჯ VI |
წინამორბედი | სტენლი ბოლდუინი |
მემკვიდრე | ფილიპ სნოუდენი |
ჯანდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 აგვისტო, 1931 – 5 ნოემბერი, 1931 | |
პრემიერ-მინისტრი | რემსი მაკდონალდი |
წინამორბედი | ართურ გრინვუდი |
მემკვიდრე | ედუარდ ჰილტონ იუნგი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 ნოემბერი, 1924 – 4 ივნისი, 1929 | |
პრემიერ-მინისტრი | სტენლი ბოლდვინი |
წინამორბედი | ჯონ ვეტლეი |
მემკვიდრე | ართურ გრინვუდი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 მარტი, 1923 – 27 აგვისტო, 1923 | |
პრემიერ-მინისტრი | ენდრიუ ბონარ ლოუ სტენლი ბოლდუინი |
წინამორბედი | ართურ გრიფით-ბოსკაუენი |
მემკვიდრე | უილიამ ჯოინსონ-ჰიკსი |
დაბადებული | 18 მარტი, 1869 ეჯბასტონი, ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვლილი | 9 ნოემბერი, 1940 დიდი ბრიტანეთი |
ეროვნება | ინგლისელი |
პოლიტიკური პარტია | კონსერვატიული |
მამა | ჯოზეფ ჩემბერლენი |
დედა | ფლორენს ქენრიკი |
მეუღლე | ენ ჩემბერლენი |
შვილები | დოროთი ჩემბერლენი ფრანსის ჩემბერლენი |
განათლება | მეისონის კოლეჯი (დღევანდელი ბირმინგემის უნივერსიტეტი) |
რელიგია | უნიტარიზმი[1] |
ხელმოწერა |
სამეწარმეო კარიერისა და ეროვნული სამსახურის ხანმოკლე დირექტორობის შემდეგ 1918 წელს, 49 წლის ასაკში, იგი პარლამენტის წევრი გახდა და „უკანსკამელთა“ რიგებში დაიკავა ადგილი. პარლამენტში ყოფნის დროს მას მინისტრის პოსტის დაკავებაც კი შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა და 1922 წლამდე „უკანსკამელებში“ დარჩა. 1923 წელს ჯერ ჯანდაცვის მინისტრის, შემდეგ კი — სახაზინოს კანცლერის პოსტი დაიკავა. ლეიბორისტების ხანმოკლე ხელისუფლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს. თანამდებობაზე ყოფნის დროს (1924-1929 წწ.) გაატარა არაერთი რეფორმა. 1931 წელს კვლავ სახაზინოს კანცლერი გახდა.
1937 წლის მაისში, სტენლი ბოლდუინის გადადგომის შემდეგ, ჩემბერლენმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. მისი პრემიერობა დაემთხვა გერმანიის კანცლერის, ადოლფ ჰიტლერის[კომ. 3] ტერიტორიულ ამბიციებს. პრობლემების მოგვარება ჩემბერლენმა მშვიდობიანი გზით სცადა და ჰიტლერს ავსტრიის ანშლუსის და სუდეტის ოლქის მიერთების საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ჩემბერლენმა არ გამორიცხა შესაძლო პრობლემების სამხედრო გზით მოგვარება და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აუცილებლად დაიცავდა პოლონეთის სუვერენიტეტს, თუ მას რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა. ჩემბერლენმა თანამდებობა 1940 წლის 10 მაისს დატოვა, რადგან ფიქრობდა, რომ მის ხელისუფლებას ლეიბორისტები და ლიბერალები მხარს არ დაუჭერდნენ. მიუხედავად გადადგომისა, პარლამენტში ის პატივსაცემ ადამიანად რჩებოდა და მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა უინსტონ ჩერჩილის სამხედრო კაბინეტში. გარდაიცვალა 1940 წლის 9 ნოემბერს, ნაწლავის კიბოს დიაგნოზით.
ისტორიკოსები ხშირად დაობენ ჩემბერლენის თაობაზე. თავიდან პატივისცემა მის მიმართ შეარყია 1940 წლის ივლისში გამოცემულმა წიგნმა — „დამნაშავე ადამიანი“ (ინგლ. Guilty Men), რომელშიც ჩემბერლენს სისუსტეში და ბრიტანეთის ომისთვის ვერ მომზადებაში სდებდნენ ბრალს. ამავე პოზიციას იზიარებდნენ მისი თანამედროვე პოლიტიკოსიები და ისტორიკოსები. განსხვავებული პოზიცია აქვს ზოგიერთ თანამედროვე ისტორიკოსს: სხვადასხვა დოკუმენტების მიხედვით, 1938 წელს ბრიტანეთი ომისთვის მზად არ იყო და რომ არა ჩემბერლენის მოქმედებები, ყველაფერი კატასტროფულად დასრულდებოდა. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთა რეიტინგში ჩემბერლენი ბოლო ადგილებს იკავებს.[2]
ადრეული ცხოვრება და პოლიტიკური დებიუტი
ბავშვობა და ბიზნესი
ნევილ ჩემბერლენი დაიბადა 1869 წლის 18 მარტს ქალაქ ბირმინგემის ეჯბასტონის რაიონში.[3] მამამისი, ჯოზეფ ჩემბერლენი იკავებდა ბირმინგემის ობერ-ბურგომისტრის პოსტს, იყო მინისტრთა კაბინეტის წევრი. პირველი ქორწინებიდან ჰყავდა შვილი — ოსტინ ჩემბერლენი. ნევილის დედა, ფლორენს კენრიკი გარდაიცვალა, როდესაც ნევილი ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო.[4]
საშუალო განათლება ჩემბერლენმა რაგბის ელიტარულ სკოლაში მიიღო,[5] მისი დამთავრების შემდეგ კი სწავლა მეისონის სახელობის კოლეჯში განაგრძო (ბირმინგემის უნივერსიტეტის წინამორბედი).[6] სწავლისადმი ინტერესის არმქონე ნევილმა კოლეჯი 1889 წელს დატოვა და ბუღალტერთა ფირმაში დაიწყო მუშაობა.[7] ფირმაში გატარებული ექვსი თვის შემდეგ მას ხელფასიც დაუნიშნეს.[8]
XIX საუკუნეში ნევილ ჩემბერლენმა ბაჰამის კუნძულ ანდროსზეც იმოგზაურა: მამამისს სურდა ოჯახის შემცირებული ბიუჯეტის გაზრდა, რის გამოც უმცროსი შვილი სისალის პლანტაციის დასათესად გააგზავნა.[9] ნევილმა იქ ექვსი წელი დაჰყო, თუმცა, პლანტაციებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს. ჯოზეფ ჩემბერლენმა £50 000 დაკარგა.[10]
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩემბერლენმა ბიზნესს მოჰკიდა ხელი და ოჯახის დახმარებით შეიძინა კომპანია „Hoskins & Company“, რომელიც გემებისათვის ლითონის დაფებს ამზადებდა.[11] იგი კომპანიას 17 წლის განმავლობაში მართავდა.[12] ბიზნესის გარდა, იგი ჩართული იყო სამოქალაქო აქტივობებშიც: 1906 წელს, სხვა „მაქსიმუმ 15“ მაღალჩინოსანთან ერთად მან დააარსა ბრიტანეთის სამედიცინო ასოციააცის გაერთიანებული საავადმყოფოების ეროვნული კომიტეტი.[13][14]
1910 წელს, 41 წლის უცოლო ნევილს შეუყვარდა ენ კოული[15], რომელთანაც 1911 წელს ქორწილი გადაიხადა. ცოლ-ქმარს ორი შვილი ეყოლა.[15]
პოლიტიკური დებიუტი
ნევილი, მამისაგან და ძმისგან განსხვავებით, პოლიტიკის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდა და ამ საქმიანობას უკვე საკმაოდ ზრდასრულმა მოჰკიდა ხელი. მის პირველ პოლიტიკურ აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს 1900 წელი, როდესაც ჰაკის არჩევნების დროს იგი მამის ლიბერალ-იუნიონისტების (1925 წელს „იუნიონისტები“ კონსერვატორებთან გაერთიანდნენ)[16] მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა. 1911 წელს ნევილ ჩემბერლენმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა როგორც ლიბერალ-იუნიონისტმა და გახდა ბირმინგემის საქალაქო საბჭოს წევრი რაიონი All Saints' Ward-დან.[17][18]
მალევე, ჩემბერლენი დანიშნეს ქალაქთმშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარედ.[19] მისი განკარგულებით, ბირმინგემში მიიღეს ქალაქთმშენებლობის გეგმა. გეგმის შესრულებას ხელი შეუშალა 1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა.[20] 1915 წელს ნევილი ბირმინგემის ობერ-ბურგომისტრი გახდა (ამ თანამდებობას ასევე იკავებდა ექვსი მისი ნათესავი: მამამისი ჯოზეფი, ბიძამისი რიჩარდ ჩემბერლენი, უილიამ და გეორგ ქენრიქები, ჩარლზი ბილსი და სერ ტომას მარტინეაუ). ამ თანამდებობაზე ჩემბერლენი საკმაოდ ბეჯითად მუშაობდა და ამავეს ითხოვდა თავისი მრჩეველებისაგან და სხვა ჩინოვნიკებისაგან.[21] თანამდებობაზე ყოფნის დროს მან გაანახევრა თანხა, რომლის დახარჯვის უფლებაც ობერ-ბურგომისტრს ჰქონდა და შეამცირა ზოგადად ობერ-ბურგომისტრზე დაკისრებული სამოქალაქო ფუნქციები.[22]
1915 წელს ჩემბერლენი გახდა ალკოჰოლის ტრაფიციკის კონტროლის ცენტრალური სამართველოს საბჭოს წევრი.[23] 1916 წლის დეკემბერში ნევილს პრემიერ-მინისტრა დევიდ ლოიდ ჯორჯმა ეროვნული სამსახურის (National Service) დირექტორობა შესთავაზა. დირექტორის მოვალეობა იყო სამხედრო სამსახურზე გაწვევის კოორდინირება და ქარხნების საკმარისი სამუშაო ძალით უზრუნველყოფა.[24] ჩემბერლენი დათანხმდა, თუმცა, მალევე დევიდ ლოიდ ჯორჯთან კონფლიქტი მოუვიდა და 1917 წლის აგვისტოში თანამდებობა დატოვა.[25] ამ შემთხვევის შემდეგ ჯორჯმა და ჩემბერლენმა „შერიგება“ ვერ შეძლეს.[26]
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაინიშნა საყოველთაო არჩევნები,[27] რომელზეც ჩემბერლენმა ბირმინგემის ლადივუდის რაიონიდან იყარა კენჭი [28][27] და გაიმარჯვა კიდეც: ხმების 70 პროცენტით[29] იგი 49 წლის ასაკში დეპუტატი გახდა, რაც მას ყველაზე მოხუც დებიუტანტ პარლამენტარად ხდის, რომელიც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი გახდა.[30]
დეპუტატობა და მინისტრობა
უკანსკამელთა რიგების დატოვება
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩემბერლენმა აქტიურად დაიწყო მუშაობა. იგი ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებასაც – სხვა უკანსკამელების მსგავსად, მას არ ჰქონდა ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება. 1919–1921 წლებში ჩემბერლენი იკავებდა არაჯანმრთელი რაიონების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს.[31] თანამდებობაზე ყოფნის დროს იგი ეწვია ლონდონის, ლივერპულის, ლიდსის, კარდიფის და ბირმინგემის ჯურღმულებს.[32] ამის შემდეგ, ჩემბერლენს შესთავაზეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებას, მაგრამ, ჩემბერლენმა უარი თქვა – იმ დროისათვის პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ ლოიდ ჯორჯი იყო.[33] ამავე დროს, იუნიონისტების პარლამენტის ფრაქციის ლიდერის პოსტიდან გადადგა ენდრიუ ბონარ ლოუ, რომელიც ოსტინ ჩემბერლენმა შეცვალა.[34] 1922 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა. მისი შემცვლელი გახდა იუნიონისტების ლიდერი ბონარ ლოუ[35], რომლის პრემიერობის დროსაც იუნიონისტების ბევრი გავლენიანი წევრი უარს ამბობდა მასთან მუშაობაზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა ჩემბერლენს, რომელმაც გასული ათი თვის განმავლობაში უკანსკნამელთა რიგები დატოვა და სახაზინოს კანცლერი გახდა.[36] „სწრაფი აღზევების“ შედეგად ლოუმ თანაპარტიელი ფოსტის მინისტრად დანიშნა,[37] რის შემდეგაც ნევილმა ფიცი დადო საიდუმლო საბჭოს წინაშე.[38] 1922 წელს ჩემბერლენმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა სერ ართურ გრიფიტ-ბოსქაუენი, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა.[39] ორი თვის შემდეგ ბონარ ლოუს ტერმინალური სტადიის ყელის კიბო აღმოუჩინეს. იგი გადადგა, მისი შემცვლელი კი სახაზინოს კანცლერი, სტენლი ბოლდუინი გახდა. ბოლდუინმა 1923 წელს ჩემბერლენი კვლავ სახაზინოს კანცლერად დანიშნა.[40]
1923 წელს გამართულ საყოველთაო არჩევნებში ლეიბორისტებმა გამარჯვება მოიპოვეს, რემსი მაკდონალდი კი პირველი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრი გახდა. მიუხედავად წარმატებისა, მისი მთავრობა რამდენიმე თვეში დამეხო, რის გამოც კიდევ ერთი არჩევნების დანიშვნა გახდა საჭირო. თავის რაიონში ჩემბერლენმა სამოცდაჩვიდმეტხმაინი განსხვავებით დაამარცხა ლეიბორისტი ოსვალდ მოსლი (მოგვიანებით, მოსლი ბრიტანელი ფაშისტების კავშირს ჩაუდგა სათავეში).[41] მინიმალური გამარჯვების გამო ჩემბერლენმა ლადივუდის რაიონის ეჯბასტონზე გაცვლა გადაყწივტა, რადგანაც ეგონა, რომ ლადივუდში კიდევ ერთხელ გამარჯვების მოპოვებას ვეღარ შეძლებდა.[42] 1924 წელს გამართულ საყოველთაო არჩევნებში იუნიონისტებმა გაიმარჯვეს, რის შედეგადაც ჩემბერლენი კვლავ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დაუბრუნდა.[43]
დაბრუნებიდან ორი კვირის შემდეგ ჩემბერლენმა მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა 25 კანონპროექტი, რომელიც, მისი აზრით, ქვეყანაში ჯანდაცვის განვითარებას შეუწყობდა ხელს. 1929 წლისთვის, როდესაც იგი მინისტრის პოსტს ტოვებდა, 25 კანონპროექტიდან 21 მიღებული იყო.[44] გარდა კანონპროექტებისა, ჩემბერლენს ღარიბთა კანონის შედეგად შექმნილი მზრუნველთა საბჭოების დათხოვნა უნდოდა. ამგვარი საბჭოები აკონტროლებდნენ უმუშევრობის გამო შეღავათების გაცემას, ზოგიერთ რაიონებში პასუხისმგებელნი იყვნენ გადასახადებზეც. ძირითადად, საბჭოები ექვემდებარებოდნენ ლეიბორისტებს, რომლებიც არაფრად აგდებდნენ ხელისუფლების დირექტივებს და შეღავათებს უწევდნენ შრომისუნარიან, თუმცა, უმუშევარ მოქალაქეებს.[45] 1929 წელს მინისტრმა ჩემბერლენმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც საბჭოების გაუქმებას ითვალისწინებდა. კანონპროექტის მეორე კითხვაზე იგი 2 საათ ნახევარი გამოდიოდა სიტყვით. გამოსვლის დასრულებისას პარლამენტარები მას ტაშს უკრავდნენ. ჩემბერლენმა მიზანს მიაღწია – საბჭოები გაუქმდა.[46]
მართალია, 1926 წლის საყოველთაო გაფიცვის დროს ჩემბერლენმა და ლეიბორისტებმა საერთო ენა იპოვეს, მაგრამ, მომავალ პრემიერს და ლეიბორისტებს სულ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ.[47] ამან დიდი როლი ითამაშა 1940 წლის მაისში, როდესაც ჩემბერლენს პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება მოუწია.[48]
ოპოზიცია და სახაზინოს კანცლერის მეორე ვადა
ბოლდუინმა მორიგი საყოველთაო არჩევნები 1929 წლის მაისისთვის დანიშნა. არჩევნებში ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლეს. ბოლდუინი თავის კაბინეტთან ერთად გადადგა, რემსი მაკდონალდი კი კვლავ პრემიერ-მინისტრი გახდა.[49] 1931 წლისთვის მაკდონალდის ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები გაუჩნდა — მაისის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტი გაუწონასწორებელი იყო, სავარაუდო დეფიციტი კი £120 მილიონი იყო. იმავე წლის 24 აგვისტოს მაკდონალდმა, კონსერვატორი დეპუტატების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეროვნული ხელისუფლება.[50] ჩემბერლენი მესამედ გახდა ჯანდაცვის მინისტრი.[51]
1931 წლის საყოველთაო არჩევნებში დიდი უმრავლესობა მოიპოვეს ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერებმა. მაკდონალდმა ჩემბერლენი სახაზინოს კანცლერის თანამდებობაზე დააბრუნა.[52] სახაზინოს კანცლერმა ჩემბერლენმა, მამის, ჯოზეფის მსგავსად, უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე 10% ტარიფის, ხოლო კოლონიებიდან ან დომინიონებიდან შემოტანილ საქონელზე უფრო პატარა ტარიფის დაწესების, ან კიდევ მისი საერთოდ მოშორების წინადადება წამოაყენა.[53] 1932 წლის 4 თებერვალს ჩემბერლენმა თავისი წარუდგინა კანონპროექტი თემთა პალატას[54] და სიტყვით გამოსვლის დროს მისი მიღების მიწანშეწონილობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის დასასრულის შემდეგ ჩემბერლენთან მისი უფროსი ძმა, ოსტინი მივიდა და ხელი ჩამოართვა.[55] პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო.[56]
თავისი პირველი ბიუჯეტი ჩემბერლენმა 1932 წლის აპრილში წარადგინა. ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა შემცირებები, რომლებზეც ჯერ კიდევ ეროვნული ხელისუფლების ჩამოყალიბების დასაწყისში შეთანხმდნენ.[57] ბიუჯეტის ძირითადად დანახარჯს წარმოადგენდა ბრიტანეთის საომარი ვალი, რომლის დიდი ნაწილის წლიური პროცენტი ჩემბერლენმა 3,5 პროცენტამდე შეამცირა. 1932–1938 წლებში ვალის გასტუმრებისთვის გამოყოფილი თანხა განაახევრა.[58] გარდა ამისა, ჩემბერლენს ჰქონდა ამერიკელებთან ვალის გაუქმებაზე ან შემცირებაზე მოლაპარაკების იმედი. იმედები მას დაუმსხვრია ფრანკლინ რუზველტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვასაც კი არ აპირებდა.[58] მიუხედავად ამისა, 1934 წლისთვის ბიუჯეტში უკვე არსებობდა ნამატი, როლის ხარჯზეც მან მოახერხა შემცირებული შეღავათების და სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაზრდა.[55] გარდა ამისა, ჩემბერლენს დიდი წვლიული მიუძღვის უმუშევართა დახმარების საბჭოს შექმნაში, რომელიც დაუსაქმებელ ადამიანებზე ზრუნავდა.[59] ჩემბერლენი თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში გარკვეული ინტერესის ქონის უზრუნველყოფა ადამიანებისათვის, რომლებიც სამსახურს ვერასდროს იშოვიდნენ. მისი აზრით, საბჭოს მოვალეობა მარტო უმუშევართა შენახვაში არ მდგომარეობდა.[60]
თავის ბიუჯეტში ჩემბერლენმა არ დაივიწყა არც სამხედრო სფერო: მან თავიდან დანახარჯები შეამცირა,[61] თუმცა, 1935 წლისთვის, როდესაც მესამე რაიხი ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით აღზევებას ცდილობდა, ჩემბერლენი გააცნობიერა გადაიარაღების აუცილებლობაში დარწმუნდა.[62] განსაკუთრებულ ყურადღებას იგი სამეფო ავიაციას ცდილობდა, რადგანაც თვლიდა, რომ ბრიტანეთის ისტორიული საყრდენი, ინგლისის არხი, საერთოდ არ იყო დაცული გერმანული ავიაციისაგან.[63] 1935 წელს მაკდონალდმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და ბოლდუინმა ეს თანამდებობა უკვე მესამედ დაიკავა.[64] საყოველთაო არჩევნებში კონსერვატორებმა კვლავ გაიმარჯვეს, მართალია, 1931 წელს მოპოვებული აბსოლუტური უმრავლესობა მათ დაკარგეს, მაგრამ, 255 მანდატის შენარჩუნება მაინც შეძლეს. საარჩევნო კამპანიის დროს ლეიბორისტმა ართურ გრინვუდმა ჩემბერლენი ფულის გადაყრაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გადაიარაღება იყო პანიკის გამოვლენენა და გადაიარაღებაში კიდევ მილიონების დახარჯვა არცხვენდა ისეთი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს, როგორიც ჩემბერლენი იყო.[65]
მიჩნეულია, რომ ჩემბერლენს დიდი წვლილი მიუძღვის ედუარდ VIII ტახტიდან გადადგომაში. მეფის მომავალ მეუღეზე, უოლის სიმფსონზე ჩემბერლენი თავის დღიურში წერდა: ეს არის სრულიად უპრინციპო ქალი, რომელსაც მეფე საერთოდ არ უყვარს. იგი უბრალოდ მისი თავისი მიზნებისათვის გამოყენებას აპირებს. მან უკვე დააკარგინა მეფეს ოქრო და ძვირფასეულობები.[66] მინისტრთა კაბინეტში ყველა, გარდა დაფ კუპერისა, თანხმდებოდა, რომ მეფეს ტახტზე უარი უნდა ეთქვა, თუ სიმფსონზე დაქორწინდებოდა. 6 დეკემბერს ბოლუინი და ჩემბერლენი მეფეს შეხვდნენ და უთხრეს, რომ მას გადაწყვეტილება შობამდე უნდა მიიღო, რადგანაც, მათი აზრით, მეფის გაუბედავობა საშობაო ვაჭრობას შეუშლიდა ხელს.[67] შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ, 10 დეკემბერს, მეფე ტახტიდან გადადგა.
ედუარდის გადადგომიდან ცოტა ხანში ბოლდვინმა ჩემბერლენს უთხრა, რომ ჯორჯ VI და დედოფალი ელისაბედის კორონაციის შემდეგ იგი პოსტს დატოვებდა. თავისი პირობა მან შეასრულა: 1937 წლის 28 მაისს თანამდებობა დატოვა, ხოლო მონარქს პრემიერის პოსტზე ჩემბერლენის დანიშვნა ურჩია.[68] სერ ოსტინ ჩემბერლენი ვერ მოესწრო ძმის საბოლოო ტრიუმფს: იგი ორი თვით ადრე გარდაიცვალა.[69]
პრემიერ-მინისტრობა
პრემიერ-მინისტრად გახდომის შემდეგ ჩემბერლენი საყოველთაო არჩევნების დანიშვნას აპირებდა, მაგრამ რადგან პარლამენტს ჯერ კიდევ 3,5 წელი ჰქონდა დარჩენილი, მან მოცდა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ 68 წლის ჩემბერლენი XX საუკუნეში იყო ყველაზე უფროსი (სერ ჰენრი კემპბელ-ბანერმანის შემდეგ) ადამიანი, რომელმაც პირველად დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.[70] ის ხშირად განიხილებოდა როგორც ადამიანი, რომელიც კონსერვატორებს შემდეგ არჩევნებამდე გაუძღვებოდა, ხოლო შემდეგ თავის ადგილს უფრო ახალგაზრდა პოლიტიკოსს (გავრცელებული იყო აზრი, რომ ის ენტონი იდენი იქნებოდა) დაუთმობდა. მას შემდეგ, რაც ჩემბერლენი პრემიერი გახდა, ხშირი იყო ჭორები მის მომავალ მემკვიდრეზე და შიდაპარტიულ ბრძოლებზე.[71]
დანიშვნის შემდეგ ჩემბერლენმა პატარა ცვლილებებიც განახორციელა: მან თანამდებობიდან გადააყენა სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თანაპარტიელი უოლტერ რანსიმანი (ჩემბერლენი მას ზარმაცად თვლიდა) და პატარა სახელმწიფო ბეჭდვის ლორდობა შესთავაზა. რანსიმანმა წინადადებაზე უარი თქვა.[70] გარდა ამისა, ჩემბერლენმა მინისტრთა კაბინეტს შემდეგი ორი წლისთვის პოლიტიკური პროგრამის შემუშავება დაავალა. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ კონსერვატორებს ახალი კანონმდებლობის მიღება ამ მოწვევის პარლამენტთან (რომელსაც ვადა 1940 წლის 9 ნოემბერს უნდა გასვლოდა) ერთად უნდოდათ.[72]
პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დროს ჩემბერლენი საზოგადოებაში დიდი ცნობადობით არ სარგებლობდა, თუმცა, 1931 წლიდან იგი ქვეყნის ბიუჯეტის შეჯამებისას რადიოთი გამოდიოდა. მისი ბიოგრაფის, რობერტ სელფის თქმით, მისი ექვსი გამოსვლა იყო თანამედროვე და წყნარი იყო, თვითონ ჩემბერლენს კი შეეძლო პირდაპირ კამერაში ელაპარაკა.[70] იგი არ იყო ცნობილი არც პარლამენტართა რიგებში: მას მხოლოდ რამდენიმე პარლამენტარი იცნობდა. წარუმატებლად დამთავრდა მისი პირადი მდივანის, ლორდ დანგლსასის ცდა ჩემბერლენი კოლეგებთან დაეახლოვებინა: პრემიერ-მინისტრის თემთა პალატის მოსაწევ ოთახში სხვა დეპუტატებთან შეხვედრა უხერხული დუმილით დასრულდა. [73]
საშინაო პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ჩემბერლენს სურდა თავი საშინაო პოლიტიკისათვის მიეძღვნა[74], მან მაინც მოახდინა კონცენტრაცია ევროპულ პრობლემებზე – მისი აზრით, მათი მოგვარება მას ბრიტანეთში წყნარი მუშაობის საშუალებას მისცემდა.[75]
დანიშვნიდან მალევე ჩემბერლენის ძალისხმევით მიიღეს ქარნების აქტი, რომლის მიხედვითაც ქარხნებში სამუშაო პირობები უმჯობესდებოდა, ხოლო ქალებისა და ბავშვების სამუშაო საათებზე ლიმიტი წესდებოდა.[76] 1938 წელს მიიღეს ქვანახშირის აქტი, რომელიც ქვანახშირის საბადოების ნაციონალიზაციას ითვალისწინებდა. იმავე წელს მიიღეს კანონი ანაზღაურებად შვებულებაზეც.[76] ჩემბერლენის პრემიერ-მინისტრობის დროს ასევე მიიღეს აქტი ჯურღმულების დასუფთავებაზე და ქირის ფასის კონტროლზე.[76] მისი სხვა გეგმების განხორციელება ვერ მოხერხდა მეორე მსოფლიო ომის გამო. ასე, მხოლოდ ფურცელზე სკოლის დატოვებისთვის აუცილებელი ასაკის 15 წლამდე გაზრდის აქტი, რომლის მიღებაც 1939 წლის 1 სექტემბრისთვის იგეგმებოდა.[77]
ურთიერთობა ირლანდიასთან
ურთიერთობა ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის დაიძაბა 1932 წელს, როდესაც ირლანდიაში ახალი პრემიერ-მინისტრი, იმონ დე ვალერა დაინიშნა. ირლანდიურ-ბრიტანულმმა სავაჭრო ომმა (გამოწვეული იყო იმით, რომ ირლანდიამ უარი თქვა ადრინდელი შეთანხმების შესრულებაზე და ფულის გადახდაზე) ზარალი მოუტანა ორივე მხარეს და მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიაც და ბრიტანეთიც კონფლიქტის მოგვარებისკენ ისწრაფოდნენ, იმონ დე ვალერას სურდა ბრიტანეთთან სხვა სახის ურთიერთობაც გაეწყვიტა. მას ასევე უნდოდა გაერთიანებული სამეფოს მეფისათვის ირლანდიური სახელმწიფოს მეთაურის პოსტის ჩამორთმევა. სახაზინოს კანცლერობის დროს ჩემბერლენი უკომპრომისო ხაზის მომხრე იყო, მაგრამ, უკვე პრემიერ-მინისტრობის დროს, მან პოზიცია შეიცვალა – იგი თვლიდა, რომ დაძაბული ურთიერთობა ირლანდიასთან იქონიებდა გავლენას სხვა დომინიონებთან ურთიერთობაზეც, ამიტომაც, პრობლემის მოგვარების გზების ძებნა დაიწყო.[78]
მოლაპარაკებები შეწყდა 1936 წელს, სტენლი ბოლდუინის დროს, მაგრამ, 1937 წლის ნოემბერში მოლაპარაკებები გაგრძელდა. მოლაპარაკებების დროს დე ვალერას სურდა ცვლილებები შეეტანა ირლანდიის კონსტიტუციურ სტატუსში, ინგლის-ირლანდიის შეთანხმებაში (ყველაზე მეტად მას სურდა ირლანდიის გაყოფის პრობლემის მოგვარება). გარდა ამისა, დე ვალერა ისწრაფვოდა სრული კონტროლის მოპოვება სამ პორტზე, რომელიც 1921 წლის ინგლისურ-ირლანდიური შეთანხმების მიხედვით ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ იყო. ბრიტანეთის ინტერესებში, თავის მხრივ, შედიოდა პორტების შენარჩუნება (ყოველ შემთხვევაში, ომის დროს მაინც) და იმ ფულის მიღება, რომლის გამოც სავაჭრო ომი იყო დაწყებული.[78]
მოლაპარაკებების დროს ირლანდიელები მყარად იდგნენ თავიანთ პოზიციაზე და ცდილობდნენ, არაფერი დაეთმოთ ბრიტანელებისათვის.[78] როდესაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ჩემბერლენმა ირლანდიელებს საბოლოო წინადადება წაუყენა, რომელშიც მათი ბევრი მოთხოვნა დააკმაყოფილა (თუმცა, თვითონ ჩემბერლენი დარწმუნებული იყო, რომ კომპრომისზე მხოლოდ უმნიშვნელო საკითხებში წავიდა). ხელშეკრულება გაფორმდა 1938 წლის 25 აპრილს.[78] მიუხედავად ამისა, მოუგვარებელი დარჩა ირლანდიის გაყოფის საკითხი, ამასთან ერთად, ბრიტანელებს არ ჰქონდათ ომის დროს პორტების შენარჩუნების წერილობითი გარანტია – დე ვალერასაგან ჩემბერლენს მხოლოდ ზეპირი დანაპირები ერგო.[78] შეთანხმებით უკმაყოფილო დარჩა უკანასკამელი უინსტონ ჩერჩილი, რომელიც პორტების დათმობის სასტიკი წინააღმდეგი იყო.[78] მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთმა პორტების გამოყენება ვერ შეძლო – დე ვალერამ ირლანდიის ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ბრიტანელებს უარი უთხრა.[78] ჩემბერლენი, თავის მხრივ, თვლიდა, რომ პორტების დათმობა დუბლინთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებად ღირდა, რადგანაც, თუ ირლანდია ინგლისის მტერი გახდებოდა, პორტების გამოყენება მაინც შეუძლებელი იქნებოდა.[77]
ევროპული ასპარეზი
დასაწყისი
ჩემბერლენს სურდა მესამე რაიხის დაშოშმინება და მისი საიმედო პარტნიორად გადაცევა.[79] ის ფიქრობდა, რომ გერმანიის დაკმაყოფილება შესაძლებელი იყო კოლონიების დაბრუნებით. 1936 წელს, რაინის ოლქის მილიტარიზაციის დროს, ჩემბერლენმა განაცხადა, რომ თუ ყველა მხარე დაჯდებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ბრიტანული მხარეს უნდა განეხილა გერმანიისთვის მისი ზოგიერთი კოლონიის დაბრუნების საკითხი.[80]
ჩემბერლენის გერმანიასთან დაახლოვების ცდები დიდი წარმატებით არ დასრულებულა: გერმანული მხარე არ ისწრააფვოდა ბრიტანელებთან დაახლოვებას. ვერ მოხერხდა ვერც ვიზიტების განხორციელება: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსტანტინ ფონ ნოირათის ვიზიტი, რომელიც 1937 წლის ივლისისთვის იყო დაგეგმილი, გაუქმდა.[79] სამაგიეროდ, ინიციატივა გამოიჩინა ბრიტანულმა მხარემ: ლორდ ჰალიფაქსი, საბჭოს ლორდ-პრეზიდენტი, საიდუმლოდ ესტუმრა გერმანიას, შეხვდა ჰიტლერს და სხვა მაღალჩინოსნებს. გერმანიაში ბრიტანეთის ელჩმა და ჩემბერლენმა მისი ვიზიტი წარმატებულად მიიჩნიეს.[81] ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩიოდნენ, რომ ჰალიფაქსის ვიზიტის გამო გერმანელებს შეიძლება ეფიქრათ, რომ ბრიტანეთი მოლაპარაკებისაკენ ისწრაფვოდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი, ენტონი იდენი თვლიდა, რომ ყველაფერი მის ზურგს უკან მოხდა.[82]
იდენის ზურგს უკან ჩემბერლენმა დაამყარა პირდაპირი კონტაქტი ფაშისტურ იტალიასთან, რომელიც იმ დროისთვის გაძევებული იყო საერთაშორისო საზოგადოებიდან ეთიოპიის ანექსიის გამო.[83] ჩემბერლენის აზრით, მნიშვნელოვანი იყო იტალიის დაშოშმინებაც — ეს გამოიწვევდა ევროპაში მშვიდობის დადგომას და ბერლინი-რომის ღერძის დასუსტებას.[84] გარდა ამისა, ბრიტანეთში იტალიის ელჩის, დინო გრანდის დახმარებით მან დაამყარა კავშირის საიდუმლო ხაზი ბენიტო მუსოლინისთან.[85]
უკვე 1938 წლის თებერვალში ჰიტლერმა ავსტრიის ხელისუფლებაზე ზეწოლა დაიწყო და ანშლუსზე დათანხმება მოითხოვა. ჩემბერლენი თვლიდა, რომ ჰიტლერის შესაკავებლად იტალიასთან კარგი ურთიერთობების დამყარება იყო საჭირო. მისი აზრით, ამ შემთხვევაში გერმანიას ავსტრიაზე უარის თქმა მოუწევდა. მას არ ეთანხმებოდა ენტონი იდენი: ის თვლიდა, რომ იტალიასთან მოლაპარაკებები და ეთიოპიის ანექსიის დე-იურე აღიარება ძალიან ნაჩქარევი იყო. ჩემბერლენმა დაასკვნა, რომ იდენს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუ მის საგარეო კურსს არ მხარს არ დაუჭერდა.[86] მინისტრთა კაბინეტმა ორივეს წინადადებები მოისმინა და მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ იდენის მხარდამჭერებიც, მას თანამდებობის დატოვება მოუწია.[87] მომავალში იდენი შეეცადა თავისი გადადგომა დაშოშმინების პოლიტიკასთან წინააღმდეგობრივი პოზიციისთვის დაეკავშირებინა[88] მის ადგილას ჩემბერლენმა ლორდი ჰალიფაქსი დანიშნა.[89]
გზა მიუნხენისკენ
1938 წლის მარტში ანშლუსის ფარგლებში ავსტრია მესამე რაიხის ნაწილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელები დახმარებას ითხოვნდნენ[90], ბრიტანეთმა ბერლინს მხოლოდ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.[91] მინისტრთა კაბინეტისთვის გაგზავნილ წერილში ჩემბერლენმა ორივე მხარე დაადანაშაულავ[90] და აღნიშნა:
ახლა უკვე ცხადია, რომ გერმანიას ძალის გარდა არანაირი არგუმენტი არ აქვს და რომ „კოლექტიური თავდაცვა“ ამგვარ შემთხვევებს ხელს ვერ შეუშლის, სანამ არ აჩვენებს ძლიერ ძალას და ამ ძალის გამოყენების სურვილს... ღმერთმა იცის, რომ მე ალიანსების ეპოქაში დაბრუნება არ მინდა, მაგრამ თუ გერმანია ასე მოქცევას გააგრძელებს, ჩვენ ამ ეპოქაში მოგვიწევს დაბრუნება.[90]
14 მარტს ჩემბერლენი თემთა პალატაში გამოვიდა და გააკრიტიკა მეთოდები, რომლებიც გერმანიამ ავსტრიის ანექსირებისთვის გამოიყენა. მის გამოსვლას პარლამენტარები დადებითად შეხვდნენ.[91]
ანექსირებული ავსტრიის შემდეგ ყურადღება მიიპყრო ადოლფ ჰიტლერის შესაძლო მიზანმა — ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქს, რომელშიც 3 მილიონი ეთნიკური გერმანელი ცხოვრობდა — ყველაზე დიდი გერმანული მოსახლეობა რაიხის ფარგლებს გარეთ.[92] მალევე გაისმა ჰიტლერის მოწოდებები ოლქის და გერმანიის გაერთიანების თაობაზე.[93] ფიურერს ხელს უწყობდა ისიც, რომ ჩეხოსლოვაკიას სამხედრო შეთანხმება მხოლოდ საფრანგეთთან ჰქონდა[90], ამიტომ, შესაძლებელი იყო, რომ ომის შემთხვევაში ბრიტანეთი არ ჩარეულიყო.[94] მიუხედავად ამისა, მსოფლიოში თვლიდნენ, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომიტეტი ავსტრიის დაცემის შემდეგ აპირებდა დიდი ალიანსის შექმნას, რომელიც ხელს შეუშლიდა გერმანულ აგრესიას, ან კიდევ, დაეხმარებოდა ფრანგებს ომის შემთხვევაში. სინამდვილეში, კომიტეტმა გადაწყვიტა ჩეხოსლოვაკიისთვის სუდეტის ოლქის დათმობის რჩევა მიეცა, რათა გერმანიასთან ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო.[95] მინისტრთა კაბინეტში სრულიად დაეთანხმნენ კომიტეტის რეკომანდაციებს. ამაზე გარკვეული გავლენა იქონია სამხედრო შტატების ანგარიშებმაც, რომელთა მიხედვიც ბრიტანეთს არ შესწევდა ჩეხოსლოვაკიის დახმარების ძალა, თუ უკანასკნელი გერმანული აგრესიის მსხვერპლი გახდებოდა.[95]
ერთგვარ წარმატებას მიაღწია ჩემბერლენმა იტალიასთან: 1938 წლის აპრილში ხელი მოეწერა იტალიურ-ბრიტანულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთი დე-იურე აღიარებდა ეთიოპიას როგორც იტალიის ნაწილს, სანაცვლოდ კი ბენიტო მუსოლინი თანხმდებოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში ნაციონალისტების მომხრე იტალიელი მოხალისეების სამშობლოში დაბრუნებას. შეთანხმებამ ომზე დიდად არ იმოქმედა — იმ დროისთვის ფრანკოს მომხრეები უკვე ფლობდნენ დიდ უპირატესობას, ხოლო ერთ წელიწადში მათ საქმე ბოლომდე მიიყვანეს და ომში გაიმარჯვეს.[96] ამავე დროს საფრანგეთში დაინიშნა ახალი პრემიერ-მინისტრი — ედუარდ დალადიე, რომელიც ჩემბერლენს ლონდონში შეხვდა და ჩეხოსლოვაკიის მიმართ ბრიტანული პოზიციის დაკავებას დაჰპირდა.[97]
1938 წლის მაისში ჩეხმა მესაზღვრეებმა მოკლეს ორი სუდეტი გერმანელი ფერმერი, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა კონტროლის გავლის გარეშე უნდოდათ. ამ ინციდეტმა გამოიწვია მღელვარება სუდეტელ გერმანელებს შორის, ხოლო ოფიციალურმა ბერლინმა ვერმახტის ნაწილები საზღვრისკენ გადაიყვანა, რის საპასუხოდაც იგივე გააკეთა ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ. ამის შემდეგ ჰალიფაქსმა გერმანულ მხარეს შეატყობინა, რომ ბრიტანეთი საფრანგეთს დაუჭერდა მხარს, თუ უკანასკნელი ჩეხოსლოვაკიის დაეხმარებას გადაწყვეტდა. სიტუაცია ნელ-ნელა ჩაწყნარდა, რის გამოც ჩემბერლენმა და ჰალიფაქსმა პრესის მხრიდან დიდი მხარდაჭერა და შექება მიიღეს.[90][98] აღსანიშნავია, რომ მაშინ არ იცოდნენ, რომ გერმანია ჩეხოსლოვაკიაში მაისში შეჭრას არ აპირებდა.[90]
ჩეხოსლოვაკიის მთავრობასა და სუდეტელი გერმანელების მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა 1938 წლის შუაში.[99] ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სუდეტელთა ლიდერისთვის, კონრად ჰენლაინისთვის ჰიტლერის მიერ მიცემული ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც მხარეებს შეთანხმებისთვის არ უნდა მიეღწიათ. 3 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიას ესტუმრა უოლტერ რანსიმანი — ბრიტანეთის მთავრობის მიერ გაგზავნილი დესპანი.[100] ვიზიტის ფარგლებში რანსიმანი შეხვდა ჰენლაინს, ედუარდ ბენეშს და სხვა პოლიტიკოსებს, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.[101] 30 აგვისტოს ჩემბერლენი შეხვდა მინისტრთა კაბინეტს და ელჩ ჰენდერსონს. შეხვედრაზე მან კოლეგებს თავისი პოზიცია გააცნო, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთს, რომელსაც ომში ჩაბმის საშუალება არ ჰქონდა, უნდა მოეხდინა ზეწოლა ჩეხოსლოვაკიაზე, რათა ეს უკანასკნელი დათმობებზე წასულიყო. მან თითქმის სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ერთადერთი, ვინც მას შეეწინააღმდეგა, საადმირალოს პირველი ლორდი, დაფ კუპერი იყო.[102]
ჩემბერლენმა გააცნობიერა, რომ 12 სექტემბერს, ნიურნბერგის ყრილობაზე, ჰიტლერი თავის შესაძლო მოქმედებებზე ისაუბრებდა, ამიტომ, თავის მრჩეველებს ესაუბრა საპასუხო მოქმედებებზე. სერ ჰორას უილსონთან ერთად ჩემბერლენმა შეიმუშავა გეგმა Z, რომლის მიხედვითაც ომის დაწყების შემთხვევაში ჩემბერლენი პირდაპირ გერმანიაში უნდა ჩაფრენილიყო და ჰიტლერთან დაეწყო მოლაპარაკებები.[103]
1938 წლის სექტემბერი: მიუნხენი
წინასწარი შეხვედრები
ლორდ რანსიმანი კვლავ აგრძელებდა ზეწოლას ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებაზე. 7 სექტემბერს მოხდა ჩხუბი ჩრდილოეთ მორავიულ ქალაქ ოსტრავაში ჩეხოსლოვაკიის პარლამენტის სუდეტელი დეპუტატების მონაწილეობით. ინციდენტს მოჰყვა ნაცისტური პროპაგანდის გამოხმაურება. მართალია, ოფიციალურმა პრაღამ სცადა სიტუაციის დაწყნარება და ინციდენტში მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლა, მაგრამ, ამან თითქმის არანაირი შედეგი არ გამოიღო. ამის შემდეგ რანსიმანი მიხვდა, რომ მის დიპლომატიურ მისიას აღარანაირი აზრი არ ჰქონდა.[104]
სიტუაცია განსაკუთრებულად დაიძაბა ნიურნბერგის ყრილობის ბოლო დღეს. ჩეხოსლოვაკიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს. იმ ღამეს დაუნინგ-სტრიტის 10 ნომერთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა ჰიტლერის გამოსვლის მოსასმენად:
სუდეტელი გერმანელების მდგომარეობის გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. ისინი მათი საბოლოო განადგურებისკენ ისწრაფვიან. როგორც ადამიანებს, მათ ამცირებენ და ზეწოლას ახდენენ. ამ ადამიანების დამცირებას ბოლო უნდა მოეღოს. მე ადრე განვაცხადე, რომ რაიხი ამ 3,5 მილიონი გერმანელის დამცირების მოთმენას აღარ აპირებს და მინდა უცხოელმა პოლიტიკოსებმა გაითვალისწინონ, რომ ეს უბრალოდ სიტყვები არ არის.[105]
შემდეგ დილას, 13 სექტემბერს ჩემბერლენმა და მინისტრთა კაბინეტმა საიდუმლო სამსახურების წყაროების დახმარებით გაიგეს, რომ ყველა გერმანულმა საელჩომ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერმანია ჩეხოსლოვაკიაში შეჭრას 25 სექტემბერს აპირებდა.[106] ჩემბერლენა იცოდა, რომ საფრანგეთი ომში ჩამბას არ აპირებდა (ედუარდ დალადიე ითხოვდა სამმხრივ შეხვედრას, სადაც პრობლემის მოგვარება უნდა ეცადათ), რის გამოც მან გეგმა Z-ის რეალიზაცია გადაწყვიტა და ჰიტლერს შეატყობინა, რომ გერმანიაში ჩასვლა და მოლაპარაკება სურდა. ჰიტლერმა მისი წინადადება მიიღო და 15 სექტემბრის დილით ბრიტანეთის პრემიერი გერმანიაში გაფრინდა. ჩემბერლენი ჯერ მიუნხენში ჩავიდა, ხოლო შემდეგ ჰიტლერის აგარაკს ესტუმრა ბერშტესგადენში.[107]
ორი ლიდერის შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. ჰიტლერი ითხოვდა სუდეტის ოლქის გადაცემას, სამაგიეროდ კი ამბობდა, რომ აღარ ჰქონდა არანაირი გეგმები დანარჩენ ჩეხოსლოვაკიაზე, ან კიდევ, აღმოსავლეთ ევროპის იმ რეგიონებზე, რომლებშიც გერმანელები ცხოვრობდნენ. შეხვედრების შემდეგ ჩემბერლენი ლონდონში დაბრუნდა. მისი აზრით, მან მოიპოვა პატარა დასასვენებელი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეიძლებოდა შეთანხმება და მშვიდობის გარანტირება.[108] ბერშტესგადენის მოლაპარაკებების მიხედვით, სუდეტის ოლქი გერმანიის ნაწილი გახდებოდა, თუ, რა თქმა უნდა, ამას მიემხრობოდა ადგილობრივი მოსახლეობა. ჩეხოსლოვაკია, თავის მხრივ, მიიღებდა დამოუკიდებლობის გარანტიას, რომელიც შეცვლიდა საფრანგეთთან დადებულ შეთანხმებას.[109] ამ პირობებს დათანხმდა საფრანგეთი, ხოლო საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ იგივე გააკეთა ჩეხოსლოვაკიის მთავრობამაც, რომელსაც მალევე გადადგომა მოუწია.[110]
კიდევ ერთხელ ჩემბერლენი და ჰიტლერი 22 სექტემბერს შეხვდნენ.[111] ამ შეხვედრაზე ჰიტლერმა არაფრად ჩააგდო ადრე დადებული შეთანხმება, წამოაყენა ახალი მოთხოვნები და განაცხადა, რომ ასე აღარ იზამდა.[111] პირველ რიგში, იგი ითხოვდა სუდეტის ოლქის დაუყოვნებლივ გადაცემას და უნრეთისა და პოლონეთის ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომლებიც მათ ჩეხოსლოვაკიის მიმართ გააჩნდათ. ჩემბერლენი ჰიტლერის ახალ მოთხოვნებს დადებითად არ შეხვდა – მან აღნიშნა, რომ ბევრი იმუშავა, რათა გერმანიის, ჩეხოსლოვაკიისა და საფრანგეთის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა და უკვე მიიღო საკმარისი კრიტიკა დიქტატორის მოთხოვნების დაკმაყოფილების გამო (გერმანიაში გაფრენამდე აეროპორტში ბრიტანელი ხალხი მას სტვენით შეხვდა). ჰიტლერი, თავის მხრივ, დათმობაზე მაინც არ წავიდა.[111]
იმავე საღამოს ჩემბერლენმა ლორდ ჰალიფაქს უთხრა, რომ შეხვედრა ჰერ ჰიტლერთან ყველაზე „დაუკმაყოფილებელი“ იყო.[112] უკვე 23 სექტემბერს, შუადღისას, ჰიტლერმა ჩემბერლენს გაუგზავნა ხუთგვერდიანი წერილი გერმანულ ენაზე, რომელშიც მისი გუშინდელი მოთხოვნები იყო გადმოცემული. საპასუხოდ, ბრიტანეთის პრემიერმა ჰიტლერს თავისი თავი შუამავლის ადგილას და მისი მოთხოვნების ფრანგებისა და ჩეხოსლოვაკებისათვის გადათარგმნა შესთავაზა.[113]
კიდევ ერთი შეხვედრა (რომელიც დილამდე გაიწელა) ჩატარდა 23 სექტემბრის საღამოს. სუდეტის ოლქის გადაცემის ბოლო დღედ ჰიტლერმა 1 ოქტომბერი დაასახელა (ეს იყო ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის დიდი ხნით ადრე დადგენილი საიდუმლო თარიღი), გარდა ამისა, ის ითხოვდა, რომ ოლქიდან წასულებს თან არაფერი წაეღოთ. შეხვედრა მშვიდობიანად დასრულდა, ხოლო ჩემბერლენმა ჰიტლერს უთხრა, რომ ევროპაში სხვა პრობლემების შემთხვევაშიც ასეთი გზით მუშაობა სურდა. ჰიტლერმა, თავის მხრივ, სუდეტის ოლქი ევროპაში თავის ბოლო ტერიტორიულ ამბიციად დაასახელა. ჩემბერლენი ლონდონში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ახლა უკვე ყველაფერი ჩეხებზე იყო დამოკიდებული.[114]
კონფერენცია
ჰიტლერის მოთხოვნებს შეეწინააღმდეგნენ ფრანგული და ჩეხოსლოვაკიური მხარეები. მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ ჩემბერლენის კაბინეტის წევრებიც. შეთანხმების მიღწევა გართულდა, შესაბამისად, კვლავ დადგა ომის საშიშროება.[115] სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩემბერლენმა გერმანულ მხარეს პრობლემის სამხედრო გზის მოგვარების გვერდზე გადადების სანაცვლოდ კონსენსუსის პოვნაში ბრიტანული მხარის დახმარება შესთავაზა,[116] 27 სექტემბერს კი რადიოთი გამოვიდა და განაცხადა:
რა საშინელი, ფანტასტიკური და გასაოცარია, რომ ჩვენ უნდა ვთხაროთ ტრანშეები, მოვირგოთ აირწინაღები, და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ სადღაც შორს უთანხმოება აქვთ ადამიანებს, რომლებზეც ჩვენ არაფერი ვიცით. შეუძლებელია, რომ კონფლიქტი, რომელიც უკვე მოგვარდა, ახალი ომის მიზეზი გახდეს.[117]
28 სექტემბერს ჩემბერლენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ჰიტლერს შეხვედრისკენ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის წარმომადგენლები,[118] რაზეც გერმანიის ფიურერი ამჯერადაც დათანხმდა. ჰიტლერის თანხმობაზე ჩემბერლენმა თემთა პალატაში, ომის მოლოდინში მყოფი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს შეიტყო. თანხმობაზე მან თავის გამოსვლაში გამოაცხადა,[119] რის შემდეგაც აპლოდისმენტები მიიღო, როგორც დეპუტატებისგან, ასევე იქ მყოფი დიპლომატებისგანაც. მომავალში ლორდ დანგლასი დაწერს: იმ დღეს პარლამენტში ბევრი „დამაშოშმინებელი“ იყო.[119]
29 სექტემბრის დილას ჩემბერლენმა დატოვა ჰესტონის აეროდრომი გერმანიაში თავისი მესამე და ბოლო ვიზიტისთვის.[120] მიუნხენში ჩასვლისას ბრიტანული დელეგაცია პირდაპირ ფიურებრაუში წაიყვანეს, სადაც მალევე მივიდნენ ედუარდ დალადიე, ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი. ოთხი ქვეყნის ლიდერმა და მათმა თარჯიმნებმა ჩაატარეს არაოფიციალური შეხვედრა, სადაც ჰიტლერმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრას აპირებდა. ჰიტლერის მხარეზე იდგა ბენიტო მუსოლინი. ოთხი ქვეყნის ლიდერმა განიხილა შეთანხმება, რის შემდეგაც ჩემბერლენმა ჩეხოსლოვაკიისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი დააყენა, თუმცა, ამ წინადადების განხილვაზე ჰიტლერმა უარი თქვა.[121]
ლიდერებს მრჩეველები ლანჩის შემდეგ შეუერთდნენ, რის შემდეგაც არაერთი საათი დაიხარჯა პროექტის იტალიური პუნქტების განხილვაზე. გვიან საღამოს ფრანგები და ინგლისელები დედაქალაქთან მოსალაპარაკებლად თავიანთ სასტუმროებში გაემგზავრნენ, ამავე დროს კი იტალიელები და გერმანელები ჰიტლერის მიერ მოწყობილ სუფრას ესწრებოდნენ. ამ პატარა შესვენების დროს ჩემბერლენის მრჩეველი, სერ ჰორას უილსონი შეხვდა ჩეხოსლოვაკიელებს. კოლეგებს მან შეთანხმების მონახაზის შესახებ მოახსენა და ჰკითხა, თუ რომელი რაიონები იყო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.[122] კონფერენცია გაგრძელდა ღამის ათ საათზე. 1:30-ზე ყველაფერი მზად იყო, თუმცა, ხელმოწერის ცერემონია გადაიდო, რადგანაც ჰიტლერმა აღმოაჩინა, რომ მის კალამს მელანი არ ჰქონდა.[123]
სასტუმროში დაბრუნებისას ჩემბერლენმა და დალადიემ ჩეხოსლოვაკიელებს შეთანხმების თაობაზე შეატყობინეს. პრემიერ-მინისტრებმა ჩეხოსლოვაკიურ მხარეს შეთანხმების პირობების სწრაფი მიღებისკენ დაჟინებით, რადგანაც მოსახლეობის ევაკუაციის დაწყება შემდეგ დღეს იყო სასურველი. ღამის პირველის ნახევარზე ჩეხოსლოვაკიური ხელისუფლება დაეთანხმა შეთანხმების პირობებს.[124]
შეთანხმების შედეგები
მიუნხენის შემდეგ ჩემბერლენის ბრიტანეთში დაბრუნება | |
პრემიერი მიმართავს ჰერტონის აეროდრომზე შეკრებილ ხალხს
| |
ფიურებრაუს დატოვებამდე ჩემბერლენმა ჰიტლერს პირადი შეხვედრა სთხოვა, რაზეც გერმანელი კოლეგის თანხმობა. შეხვედრაზე ინგლისელმა ჰიტლერს ოლქის შეერთების დროს თავშეკავებულობისკენ მოუწოდა და სთხოვა არ დაებომბა პრაღა, თუ ჩეხები წინააღმდეგობის გაწევას ეცდებოდნენ. ჩემბერლენმა კვლავ თანხმობა მიიღო. გარდა ამისა, თავისი ჯიბიდან მან ამოიღო სამი პუნქტისგან შემდგარი ინგლისურ-გერმანული შეთანხმება. სამიდან ერთ-ერთ პუნქტში ეწერა, რომ მიუნხენის შეთანხმება იყო სიმბოლო, რომელიც გამოხატავდა გერმანული და ბრიტანული ერების მშვიდობის სურვილს. ჩემბერლენზე დაყრდნობით, ჰიტლერი მას უბრალოდ დაეთანხმა და შეთანხმებას ხელი მოაწერა.[125] იმავე დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოახიმ ფონ რიბენტროპი უკმაყოფილებას გამოთქვამდა კიდევ ერთი შეთანხმების დადებით, რის საპასუხოდაც ჰიტლერმა მას უთხრა: ამას სერიოზულად ნუ მიუდგები. ამ ფურცელს არანაირი მნიშვნელობა და ძალა არ აქვს.[126] სხვა აზრის იყო ნევილ ჩემბერლენი: ლონდონში დაბრუნებისას მან შეთანხმება ამოიღო და განაცხადა: მე ამას მივაღწიე!.[127] ჰიტლერთან კიდევ ერთმა შეთანხმებამ გამოიწვია უინსტონ ჩერჩილის და მისი მხარდამჭერების უკმაყოფილება.[128]
ლონდონში დაბრუნებულ ჩემბერლენს დიდი ტრიუმფი ელოდა. ჰესტონის აეროდრომი ხალხით იყო გადავსებული. გარდა ამისა, მან მიიღო მეფის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელშიც ჯორჯ VI მას მადლობას უხდიდა და ბუკინგემის სასახლეში პატიჟებდა,[129] რომელიც აეროდრომიდან 9 კილომეტრში მდებარეობდა. გზას 1,5 საათი დასჭირდა — ლონდონის ქუჩები გავსებული იყო გახარებული ადამიანებით. მეფესთან საუბრის შემდეგ ჩემბერლენი, მისი ცოლი, მეფე და დედოფალი სასახლის აივანზე გავიდნენ. ამის შემდეგ პრემიერმა ხალხით სავსე დაუნინგ-სტრიტისკენ აიღო კურსი.[130] მე-10 ნომრის შენობის შესასვლელ კიბეებთან ყოფნისას ჩემბერლენს ვიღაცამ მიმართა: ნევილ, ადი ფანჯარასთან და „ჩვენი დროის მშვიდობა“ თქვი. თავიდან ჩემბერლენმა უცნობს უპასუხა, რომ ასეთ რამეებს არ აკეთებდა,[130] თუმცა, შემდეგ წინამორბედის, ბენჟამინ დისრაელის მსგავსად განაცხადა:
ძვირფასო მეგობრებო! უკვე მეორედ გერმანიიდან დაუნინგ სტრიტზე ჩამოდის ღირსება და მშვიდობა. მჯერა, რომ ეს ჩვენი დროის მშვიდობაა. მთელი გულით მადლობას გიხდით. ახლა კი მინდა გირჩიოთ, რომ სახლებში წახვიდეთ და თქვენს საწოლში დაისვენოთ.[130]
ხალხთან მიმართვაში მეფე ჯორჯ VI ღრმად დააფასა ჩემბერელნის ძალისხმევა და განაცხადა:
მშვიდობის საქმეში პრემიერი ჩემბერლენის უდიდესი წვლილის შემდეგ მე მჯერა, რომ მსოფლიოს ხალხთა შორის დადგება ახალი, მშვიდობის და განვითარების ერა.[131]
მეფე ასევე შეხვდა საადმირალოს უკვე გადამდგარ პირველ ლორდს, დაფ კუპერს, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა დაშოშმინების პოლიტიკას. მონარქმა მას უთხრა, რომ მხარს ვერ დაუჭერდა, მაგრამ, პატივს სცემდა ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იცავდნენ თავიანთ პოზიციას.[131] დედამისს, დედოფალ მერის იგი წერდა: ჩემბერლენი, როგორც ყველა ჩვენთაგანი, კმაყოფილია თავისი მისიის შედეგებით.[132] დედეფალმა შვილის პოზიცია გაიზიარა და თავის წერილში გაბრაზება გამოხატა იმათ მიმართ, ვინც ჩემბერლენით უკმაყოფილი იყო: მან ხომ მშვიდობა მოიტანა, რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ მადლობელნი იყვნენ?.[131] სამეფო ოჯახის გარდა ჩემბერლენს მხარი დაუჭირა გაზეთების უმრავლესობამ. ამავე პოზიციაზე იდგა ხალხი: პრემიერმა თანამოქალაქეებისაგან ათასობით საჩუქარი მიიღო.[133]
3 ოქტომბერს შეთანხმება განიხილეს თემთა პალატაში, სადაც ჩემბერლენის და მისი მთავრობის მოწინააღმდეგენი (მათ შორის უინსტონ ჩერჩილი, ენტონი იდენი და სხვები) უმცირესობაში იყვნენ.[134][135]
გზა ომისკენ
მიუხედავად მიუნხენის შეთანხმებისა, ჩემბერლენს არ უთქვამს უარი ფრთხილ გადაიარაღებაზე. 1938 წლის ოქტომბრის დასაწყისში მან მინისტრთა კაბინეტს მიმართა: სიგიჟე იქნება, თუ ჩვენ გადაიარაღებას შევწვეტთ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სხვებიც ამავეს იზამენ. იქამდე კი ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, სანამ ყველაფერი არ მოგვარდება.[136] მართალია, ჩემბერლენი გადაიარაღებას ემხრობოდა, თუმცა მან უარი თქვა წარმოება სამხედრო მდგომარეობაზე გადაეყვანა, რადგანაც ეს, მისი აზრით, ჰიტლერისთვის იქნებოდა ნიშანი, რომ ბრიტანეთმა მიუნხენის შეთანხმება დაივიწყა.[136] ჩემბერლენი იმედს იტოვებდა, რომ ჰიტლერთან მიღწეული შეთანხმება მას ევროპაში უკვე სხვა კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებოდა, თუმცა, გერმანიის ფიურერი ამაში დაინტერესებულობას საზოგადოდ არ გამოხატავდა.[137] მიუნხენის შემდეგ ჩემბერლენს საყოველთაო არჩევნების გამართვა სურდა,[138] თუმცა, ამ გზით გაღიზიანებული და მოუხერხებელი თემთა პალატის მოშორება მან სუიციდალურად ჩათვალა.[138] არჩევნების მაგივრად მან მინისტრთა კაბინეტში განახორციელა ცვლილებები.[139]
მიუნხენის წარმატების მიუხედავად, ჩემბერლენი მაინც დიდ ყურადღებას აქცევდა საგარეო პოლიტიკას: იგი იმყოფებოდა საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც ფრანგ პარტნიორებს გადაიარაღების სწრაფი დამთავრებისკენ მოუწოდებდოდა, ხოლო მუსოლინის სთხოვდა ჰიტლერზე დადებითი გავლენა მოეხდინა.[140] ნელ-ნელა მისი პოლიტიკის მოწინააღმდეგენი გაჩდნენ მინისტრთა კაბინეტში, ასე, ლორდი ჰალიფაქსი, რომელიც ადრე დაშოშმინების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო, ახლა უკვე თვლიდა, რომ მიუნხენის შეთანხმება, მართალია, სჯობდა ევროპულ ომს, მაგრამ, მაინც დიდი დამცირება იყო.[141] დაშოშმინების მოწინააღმდეგეებმა განსაკუთრებით იმატეს 1938 წლის 9 ნოემბრის კრისტალნახტის შემდეგ. ამან გერმანიასთან კიდევ უფრო დაახლოება თითქმის შეუძლებელი გახადა, თუმცა, ჩემბერლენი იმედს არ კარგავდა.[142]
ჩემბერლენმა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა გერმანიასთან დაახლოვების იმედი, 1939 წლის 28 იანვარს განაცხადა, რომ საერთაშორისო მშვიდობის მომხრე იყო. თავისი სიტყვა ინგლისელმა ჰიტლერს გაუგზავნა და პასუხი 30 იანვარს მიიღო, როდესაც ჰიტლერი რაიხსტაგში გამოდიოდა. ფიურერმა განაცხადა, რომ მასაც გრძელვადიანი მშვიდობა სურდა.[143] ჩემბერლენი ასევე დარწმუნებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბრიტანეთის გადაიარაღება გერმანელ დიქტატორს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებდა.[143] ამას ამაგრებდა ელჩი ჰენდერსონის გადმოცემაც, რომელიც ბერლინში სამკურნალოდ იყო ჩასული. 22 თებერვლის გამოსვლაში ჩემბერლენმა აღნიშნა, რომ იგი ყველანაირი კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრე იყო. მისი გამოსვლის შესახებ დაწერეს გერმანულმა გაზეთებმა, რამაც დააკმაყოფილა ბრიტანეთის პრემიერი.[144] ამავე დროს, სულ უფრო და უფრო მატულობდა თემთა პალატის წინააღმდეგობა, რომლის მოქმედი დეპუტატების მოშორებაც ჩემბერლენმა 1939 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი საყოველთაო არჩევნებით გადაწყვიტა.[145]
1939 წლის 15 მარტს ნაცისტური გერმანია შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში და თავს დაესხა ბოჰემიის და მორავიის ოლქებს. ვერ გადარჩა ვერც პრაღა. ჩემბერლენის ბიოგრაფის, ნიკ სმატთის თანახმად, მისი თავდაპირველი რეაქცია სუსტი იყო, თუმცა, შემდეგი 48 საათის განმავლობაში მან უფრო ძლიერი ხასიათი გამოავლინა.[146] ბირმინგემში 17 მარტს გამოსვლისას მან განაცხადა: მან თავისი ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც იფიქრა, რომ ერი მთელი თავისი ძალით არ ჩაებმებოდა სასტიკ და უაზრო ომში თუ ეს, რა თქმა უნდა, საჭირო გახდებოდა.[147] გარდა ამისა, პრემიერმა იკითხა, რა იყო ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა, ძველი თავგადასავლის დამთავრება, თუ ახლის დასაწყისი და იყო თუ არა ეს მსოფლიოზე ძალით დომინერების მცდელობა.[148] კოლონიების მინისტრმა, მალკოლმ მაკდონალდმა განაცხადა, რომ თუ ადრე ჩემბერლენი მშვიდობის შენარჩუნების მომხრე იყო, ახლა იგი უფრო საომარ განწყობაზე გადავიდა.[149] ბრიტანული საზოგადოება პრემიერის კიდევ ერთ განცხადებას კარგად შეხვდა. გაიზარდა სამხედრო სამსახურისთვის გაწვეული ადამიანების რიცხვი.[150]
მას შემდეგ, რაც ჰიტლერთან დაახლოება შეუძლებელი გახდა, ჩემბერლენმა გადაწყვიტა ერთმანეთთან დაკავშირებული დამცავი პაქტების დადება ევროპის ქვეყნებს შორის, რომლებიც მათ ჰიტლერის აგრესიის შემთხვევაში დაიცავდნენ.[151] გარდა ამისა, მას უნდოდა შეთანხმების დადება საბჭოთა კავშირთან, საფრანგეთსა და პოლონეთთან, რომლის მიხედვითაც ჰიტლერის აგრესიის შემთხვევაში ბრიტანეთი, საფრანგეთი და სსრკ პოლონეთს დაეხმარებოდნენ. პოლონური მხარე საბჭოთა კავშირს არ ენდობოდა, რის გამოც მოლაპარაკებები ჩაიშალა.[151] 31 მარტს ჩემბერლენმა თემთა პალატის დამაკმაყოფილებელ კომიტეტს შეატყობინა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი დაიცავდნენ პოლონეთის სუვერენეტიტს, თუ უკანასკნელის სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრებოდა.[152] ჩემბერლენის ეს ინიციატივა მოიწონა ბრიტანულმა საზოგადოებამ. ენტონი იდენმა განაცხადა, რომ ხალხი მთავრობის ირგვლივ გაერთიანდა.[153] კმაყოფილნი დარჩნენ ჩერჩილი და ლოიდ ჯორჯიც.[154]
ჰიტლერის შეჩერებისთვის ბრიტანეთის პრემიერმა სხვა ზომებიც მიიღო. პირველ რიგში, მან გაზარდა რეზერვის ჯარისკაცების რაოდენობა, ჯარის სწრაფი მომარაგებისთვის კი შექმნა მომარაგების სამინისტრო და გააადვილა მშვიდობიან დროში სამხედრო სამსახურში გაწვევა.[155] იტალიის ალბანეთში შეჭრის შემდეგ პოლონეთის მსგავსი გარანტიები მიიღეს რუმინეთმა და საბერძნეთმა.[156] ასევე, 17 ივნისს კომპანია ჰენდლი ფეიჯმა (ინგლ. Handley Page) მიიღო შეკვეთა 200 ბომბდამშენზე, ხოლო უკვე 3 სექტემბრისთვის მწყობრში იყო ბრიტანული ნაპირების დამცავი რადიოლოკაციური სადგურები.[157]
ჩემბერლენი საბჭოთა კავშირში პარტნიორს უკვე ვეღარ ხედავადა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კომუნისტური იდეოლოგია და წითელ არმიაში ჩატარებული ჩისტკები იყო. მის პოზიციას არ იზიარებდა მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა და მას შემდეგ, რაც პოლონეთმა უარი თქვა თავის ადრინდელ პოზიციაზე საბჭოთა-ბრიტანულ ალაიანსზე, ჩემბერლენს მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყება მოუწია. მოლაპარაკებები ტარდებოდა სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვიაჩესლავ მოლოტოვთან. ყველაფერი ჩაიშალა 14 აგვისტოს, როდესაც პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს თავიანთ ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარის განთავსებაზე. ამ მოვლენიდან ერთი კვირის შემდეგ ხელი მოეწერა რიბენტროპ-მოლოტოვის თავდაუსხმელობის პაქტს.[158] პაქტის საიდუმლო მუხლების მიხედვით, პოლონეთის ტერიტორიას სსრკ და მესამე რაიხი ორად იყოფდნენ.[159] ჩემბერლენი საბჭოთა-გერმანული დაახლოების ჭორებს არ პასუხობდა, თუმცა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაშიც კი ბრიტანეთი თავის მოვალეობებს პოლონეთის მიმართ მაინც შეასრულებდა.[160] ასევე, 23 აგვისტოს ჰენდერსონმა ჰიტლერს ჩემბერლენის წერილი მიუტანა, სადაც ბრიტანეთის პრემიერი ამბობდა, რომ მზად იყო დაეცვა პოლონეთი.[161] ნაცისტური გერმანია ჩემბერლენის წერილმა ვერ შეაჩერა. ჰიტლერმა თავის გენერლებს პოლონეთში შეჭრისთვის მომზადება უბრძანა და განაცხადა: ჩვენი მტრები უბრალოდ ჭიაყელები არიან. მე ისინი მიუნხენში ვნახე.[160]
მეომარი ქვეყნის ლიდერი
ომის გამოცხადება
ომის გამოცხადება | |
1 სექტემბრის დილით ვერმახტი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამავე დილით ჩაიარა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრამ, სადაც გადაწყდა, რომ ბრიტანეთი გერმანიას გაფრთხილებას გამოუტანდა და პოლონეთიდან ჯარის გაყვანის შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში თავის მოვალეობებს შეასრულებდა და ომში ჩაებმებოდა. თემთა პალატის სხდომა ექვს საათზე ჩატარდა. ჩემბერლენმა ემოციური გამოსვლა ჩაატარა და კონფლიქტის დაწყებაში მხოლოდ ჰიტლერი დაადანაშაულა.[162]
სხვა სიტუაცია იყო საფრანგეთში: საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟორჟ ბონე ამბობდა, რომ ფრანგული მხარე უძლური იყო 2 სექტემბრის პარლამენტის სხდომამდე. გარდა ამისა, ის ემხრობოდა იტალიელების მიერ შემოთავაზებულ მეორე მიუნხენს, რომლის ჩატარებაც 5 სექტემბერს სურდათ. ბრიტანეთი, თავის მხრივ, თვლიდა, რომ ჰიტლერისთვის ულტიმატუმი პირდაპირ უნდა წარედგინათ და ჯარის გაყვანის დრო 2 სექტემბრის ბოლომდე მიეცათ. ჯარის გაყვანის ვადის გადაწევას ითხოვდა ბონე, რომელიც ბრიტანელ კოლეგებთან საუბრის დროს აცხადებდა, რომ საფრანგეთი მობილიზაციას და ევაკუაციას ასეთ მოკლე დროში ვერ მოახერხებდა.[163] თემტა პალატაში მეორედ გამოსვლის დროს ჩემბერლენმა საერთოდ არ ახსენა ულტიმატუმი, რითიც დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ასე, როდესაც გრინვუდმა გამოსვლაში მუშათა კლასისთვის ლაპარაკი დაიწყო, კონსერვატორმა უკანსკამელმა ლეო ემერიმ მას ინგლისისთვის ლაპარაკისკენ მოუწოდა, რადგან პრემიერი ამას არ აკეთებდა.[164] ჩემბერლენმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სატელეფონო ხარვეზები ართულებდა პარიზთან კონტაქტს. ამით ის შეეცადა დეპუტატები დაერწმუნებინა, რომ საფრანგეთი სისუსტეს არ იჩენდა, თუმცა, მან წარმატებას ვერ მიაღწია: ბევრისთვის უკვე ცნობილი იყო ბონეს პოზიცია. ლეიბორისტმა დეპუტატმა ჰაროლდ ნიკოლსონმა დაწერა, რომ იმ დროს ჩემბერლენმა თავისი რეპუტაცია შორს გაიტყორცნა.[165] ომის გამოცხადების ერთგვარმა შეფერხებამ გააჩინა ეჭვები, რომ ჩემბერლენი კვლავ ჰიტლერთან შეთანხმებას აპირებდა.[166] ბრიტანეთის პრემიერმა თავისი ბოლო შეხვედრა სამშვიდობო დროს ღამის 11:30-ზე ჩაატარა და მინისტრებს განუცხადა, რომ ოფიციალურ ბერლინს ულტიმატუმს შემდეგი დილის 9 საათზე წარუდგენდნენ. ულტიმატუმს ვადა ორ საათში გაუვიდოდა, რის გამოც თემთა პალატა ჩარევას უბრალოდ ვერ მოასწრებდა (სხდომები თორმეტ საათზე ტარდებოდა).[165] 3 სექტემბრის დილის 11:15-ზე ჩემბერლენმა ბრიტანელებს რადიოთი მიმართა და განაცხადა, რომ ბრიტანეთი გერმანიასთან ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა:
ამ დილას გერმანიაში ბრიტანეთის ელჩმა გერმანიის ხელისუფლებას გადასცა საბოლოო ნოტა, რომელშიც ეწერა, რომ თუ 11 საათისთვის ჩვენ არ გვეცოდინებოდა, რომ ისინი პოლონეთიდან თავის ჯარს გამოიყვანდნენ, მაშინ, ჩვენს შორის ომი დაიწყებოდა. ახლა მე უნდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენ გერმანიისგან პასუხი ვერ მივიღეთ და ახლა უკვე საომარ მდგომარეობაში ვართ... ჩვენ სუფთა სინდისი გვაქვს; ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი მშვიდობის მისაღწევად. მაგრამ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვერ დავუჯერებთ ვერც გერმანიის კანცლერის სიტყვას, და სიტუაცია, რომელშიც თავს უსაფრთხოდ ვერც ქვეყანა და ვერც ხალხი ვერ გრძნობს, უკვე აუტანელი გახდა. ღმერთმა დალოცოს ყველა თქვენგანი. ახლა ჩვენ ვებრძვით ბოროტებას: უხეშ ძალას, უსამართლობასა და დამცირებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს.[167]
ამის შემდეგ, პირველად 120 წლის განმავლობაში, ჩემბერლენი გამოვიდა სიტყვით თემთა პალატის კვირის სხდომაზე, სადაც, მისი ოპონენტების თანახმად, მან თავდაჭერილად, და შესაბამისად, ეფექტურად ისაუბრა:
ყველაფერი, რისთვისაც მე ვმუშაობდი, რისი იმედიც მქონდა ჩემი ცხოვრების განმავლობაში – ჩაიშალა. ახლა, ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, მივუძღვნა ჩემი თავი იმ ძალაუფლებას და ძალას, რომელიც გამაჩნია და წინ გავუძღვე გამარჯვებას, რომლისთვისაც ჩვენ ამდენი რამ შევწირეთ.[168]
უცნაური ომი
ომის დაწყების შემდეგ ჩემბერლენმა შექმნა საომარი კაბინეტი და მასში გაწევრიანება ლეიბორისტებსა და ლიბერალებს შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო.[168] თავის მომავალ მემკვიდრეს, უინსტონ ჩერჩილს, ჩემბერლენმა საადმირალოს პირველი ლორდის ტიტული დაუბრუნა და სამხედრო კაბინეტშიც მიუჩინა ადგილი. პრემიერმა არ დაივიწყა არც ენტონი იდენი: იგი დომინიონების პირველი მდივანი გახდა, თუმცა, ჩერჩილისგან განსხვავებით, ადგილი მხოლოდ პატარა საომარ კაბინეტში დაიკავა. ახლადდანიშნული ჩერჩილი, თავის ჩვეულ მანერაში, აქტიურად შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას — იგი პრემიერს დღეში უამრავ წერილს უგზავნიდა, რის გამოც ჩემბერლენი არაერთხელ გამოთქვამდა უკმაყოფილებას.[169] ჩემბერლენის აზრით, ჩერჩილი ამ წერილებს მომავალში თავის წიგნში ციტატებად დასანაწევრებლად აგზავნიდა.[170] გარდა ამისა, მან არ მისცა ამბიციურ ჩერჩილს მისი ექსტრემალური გეგმების განხორციელების საშუალება, როგორიც, მაგალითად, ოპერაცია კატერინა იყო, რომლის მიხედვითაც ბალტიის ზღვაში შევიდოდა მძიმედ დაჯავშნული ბრიტანული გემები საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, რათა ხელი შეეშალა გერმანიაში რკინის მადნის შეტანისათვის.[171] საზღვაო ომის დაწყებიდან ფრონტზე ბრიტანეთის ერთადერთი მოქმედება იყო საადმირალოს პირველი ლორდის დაუნდობელი და სწრაფი გამარჯვების სურვილი, რის გამოც თავისი კოლეგების და საზოგადოების თვალში იგი მომავალი ლიდერი გახდა.[172]
დასავლეთ ფრონტზე მცირე აქტიურობის გამოს ომს ჯერ მოსაწყენი ომი (ინგლ. Bore War) შეარქვეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებმა მას სახელი უცნაურ ომზე შეუცვალეს (ინგლ. Phoney War).[173] ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩემბერლენი, ჩინოვნიკები და მოკავშირეთა გენერლები ფიქრობდნენ, რომ ომში შედარებით სწრაფად გამარჯვება გერმანიის ეკონომიკური ბლოკადისა და გადაიარაღების პროგრამის ხარჯზე იყო შესაძლებელი.[174] გარდა ამისა, ჩემბერლენს არ უნდოდა ბრიტანულ ეკონომიკაში მასშტაბური ცვლილებების განხორციელება. როდესაც ჩემბერლენმა სამხედრო ხარჯებისთვის ცალკე ბიუჯეტი შექმნა, ჩემბერლენმა განაცხადა: ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს ცუდი ამ ომის მოგებაში, არის ის, რომ ეს შეიძლება ბანკროტად დაგვიჯდეს.[175] მიუხედავად მისი ერთგვარი პროგნოზისა, სახელმწიფო დანახარჯებმა სულ ოდნავ გადააჭარბა 1939 სექტემბრიდან 1940 წლის მარტს შორის დაფიქრსირებულ ინფლაციას.[175] მიუხედავად სირთულეებისა, ჩემბერლენის რეიტინგი კვლავ მაღალი რჩებოდა: 68% 1939 წლისთვის[176] და 60% 1940 წლის აპრილისთვის.[177]
კრახი
1940 წლის დასაწყისისთვის მოკავშირეებმა შეიმუშავეს საზღვაო კამპანია, რომლის მიხედვითაც მათ შეარაღებულ ძალებს ნეიტრალური ქვეყნის — ნორვეგიის ჩრდილოეთი ნაწილი (სადაც მდებარეობდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი — ნარვიკი) უნდა დაეკავებინათ. გარდა ამისა, თუ შესაძლებელი გახდებოდა, მოკავშირეები აპირებდნენ შვედეთის ჩრდილოეთი ნაწილის დაპყრობასაც, საიდანაც გერმანიაში რკინის მადანი მიდიოდა.[178] ზამთარში ბალტიის ზღვის გაყინვის შემდეგ მადანი გერმანიაში ნარვიკის პორტის გავლით ჩადიოდა. თავიდან მოკავშირეები აპირებდნენ ნორვეგიული წყლების დანაღმვას. ეს მოახდენდა გერმანული მხარის პროვოცირებას, რის გამოც ისინი ნორვეგიაში შეჭრას დააპირებდნენ, ამას კი გამოიყენებდნენ მოკავშირეები და ნორვეგიის დიდ ნაწილს დაიკავებდნენ. მათ არ გაუმართლათ: გერმანია ყველანაირი პროვოკაციის გარეშე აპირებდა ნორვეგიაში შეჭრას — 9 აპრილს გერმანელებმა ჯერ დანიას შეუტიეს და მალევე შეუდგნენ ნორვეგიის ოკუპაციასაც.[179] ბრიტანელებმა ნორვეგიის ტერიტორიაზე თავიანთი ჯარი გააგზავნეს, თუმცა, მათ თითქმის ვერანაირ წარმატება ვერ მიაღწიეს, რის შემდეგაც 26 აპრილს საომარმა კაბინეტმა ჯარის გამოყვანის ბრძანება გასცა.[179] ამასთან დაკავშირებული დებატების ჩაშლას და მისი სტვენით დახვედრას აპირებდნენ მისი ოპონენტები. ჩემბერლენმა ამის შესახებ გაიგო და პირველადი განრისხების შემდეგ ბრძოლა გადაწყვიტა.[180]
ნორვეგიის დებატების სახელით ცნობილი მოვლენა 7 მაისს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. თავდაპირველად გამოსვლები შეუხედავი იყო, თუმცა მოგვიანებით ფლოტის ადმირალმა, სერ როჯერ ქეისმა მკაცრად გააკრიტიკა ნორვეგიული კამპანია (მის კრიტიკას გადაურჩა უინსტონ ჩერჩილი). ამას მოჰყვა ლეო ემერის მიმართვა პარლამენტარებს: რაც არ უნდა გაგეკეთებინათ, აქ უკვე ძალიან დიდხანს ზიხართ. მოგიწოდებთ წახვიდეთ! ღმერთის თუ გწამთ, აქაურობა დატოვეთ![181] სიტუაცია უფრო დაძაბა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელსაც თემთა პალატის გაყოფა სურდა. ამას ჩემბერლენმა მეგობრებთან მიმართვით უპასუხა: მეგობრებო — და მე ჯერ კიდევ მყავს მეგობრები ამ პალატაში — მოგიწოდებთ დღეს ხელისუფლებას მხარი დაუჭიროთ.[182] მართალია, ჩემბერლენის სიტყვა მეგობრები უბრალოდ ტერმინი იყო, რომლითაც იგი თავის თანაპარტიელებსა და კოლეგებს მოიხსენიებდა (ყოველ შემთხვევაში, დეპუტატებმა ეს ასე მიიღეს), მისი ბიოგრაფი, რობერტ სელფი თვლის, რომ ჩემბერლენის მხრიდან პარტიისთვის დახმარების თხოვნა არასწორი ნაბიჯი იყო, რადგანაც სიტუაცია მარტო პარტიის კი არა, მთელი ქვეყნის ერთობას მოითხოვდა.[183] მალევე ჩემბერლენის ოპოზიციას შეუერთდა ლოიდ ჯორჯი, ხოლო დებატები დაასრულა უინსტონ ჩერჩილმა ხელისუფლების ენერგიული მხარდაჭერით.[183] მიუხედავად ამისა, პალატის გაყოფა, რომლებზეც ლეიბორისტები საუბრობდნენ, მაინც შედგა. თუ ადრე ხელისუფლებას 200 კაციანი უმრავლესობა ჰყავდა, ახლა პარლამენტში ხელისუფლების მხოლოდ 81 მომხრე იყო დარჩენილი. ასევე, ხელისუფლების გამათრახების წინააღმდეგ გამოვიდა მხოლოდ 38 დეპუტატი, ხოლო თავი შეიკავა 20-25-მა.[184]
ჩემბერლენი ტოვებს თანამდებობას | |
ჩემბერლენი მიმართავს ბრიტანელებს და გადადგომის შესახებ ატყობინებს
| |
9 მაისი ჩემბერლენმა მინისტრთა კაბინეტთან ერთად გაატარა. სავარაუდოდ, ზუსტად იქ მიიღო მან გადადგომის გადაწყვეტილება, თუ ლეიბორისტული პარტია მის მთავრობაში შესვლას არ მოინდომებდა. მოსალაპარაკებლად იგი კლემენტ ეტლის შეხვდა.[185] ეტლის, მართალია, ჩემბერლენის წინადადების მიღება არ სურდა, თუმცა, იგი პრემიერს დაჰპირდა, რომ თავის ეროვნულ აღმასრულებელთან გაივლიდა კონსულტაციებს. რაც შეეხება მომავალ პრემიერ-მინისტრს, ჩემბერლენი მონარქისთვის ჰალიფაქსის კანდიდატურის შეთავაზებას აპირებდა, თუმცა, ჰალიფაქსმა თავისი პირობების წამოყენება დაიწყო, რის გამოც ჩემბერლენმა ჩერჩილის კანდიდატურის განხილვაც დაიწყო. უკვე მეორე დღეს გერმანია შეიჭრა ნიდერლანდებში, რის გამოც ჩემბერლენმა პოსტზე კიდევ ერთი დღით დარჩენა მოახერხა, თუმცა, ეტლის შეტყობინების შემდეგ, რომ ლეიბორისტები არ აპირებდნენ მასთან ერთად მუშაობას, თუმცა მზად იყვნენ გაეკეთებინათ ეს ახალ პრემიერთან, ჩემბერლენი ბუკინგემის სასახლეში მივიდა, გადადგა და მონარქს ჩერჩილის კანდიდატურა წარუდგინა.[186] აღსანიშნავია, რომ ჰალიფაქსის კანდიდატურას დეპუტატთა უმრავლესობა მხარს უჭერდა. ჩემბერლენის ერთგვარი სიმამაცე შეუმჩნეველი არ დარჩა — უინსტონ ჩერჩილმა მას მადლობა გადაუხადა. ნევილ ჩემბერლენის გადადგომის შემდეგ ბევრმა კონსერვატორმა დეპუტატმა (მათ შორის იყვნენ ისინი, ვინც მის გადადგომას მხარს უჭერდა) განაცხადა, რომ მათ პრემიერის გადაყენება არ უნდოდათ და მათი ერთადერთი სურვილი მისი ხელისუფლების აღდგენა იყო.[187] იმავე დღეს ჩემბერლენმა გადადგომის შესახებ ბრიტანელ ხალხს შეატყობინა:
ახლა დადგა საათი, როდესაც ჩვენ გავდივართ გამოცდას. გამოცდას, რომელიც უკვე გაიარა საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და ბელგიის უდანაშაულო ხალხმა. ახლა თქვენ და მე უნდა გავერთიანდეთ ახალი ლიდერის ირგვლივ და ჩვენი გაერთიანებული ძალით, შეურყეველი სიმამაცითა და მუშაობით საბოლოოდ უნდა განვაიარაღოთ და დავამხოთ ველური მხეცი, რომელიც თავისი ბუნაგიდან ჩვენსკენ წამოვიდა![188]
გადადგომის შემდეგ დედოფალმა ელისაბედმა ჩემბერლენს უთხრა, რომ მისი შვილი ტიროდა გამოსვლის დროს.[186] უინსტონ ჩერჩილმა ნევილს მადლობა გადაუხადა ერისთვის რთულ მომენტში მასთან ერთად დგომის სურვილისთვის, ხოლო ლორდმა ბოლდუინმა, რომელიც ერთადერთი ცოცხალი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ლოიდ ჯორჯთან ერთად ჩემბერლენს მისწერა: შენ ჩვენი ბოლოს საუბრის შემდეგ ცეცხლში გაიარე, ახლა კი გამოხვედი როგორც სუფთა ოქრო.[189]
საბჭოს ლორდ-პრეზიდენტობა და გარდაცვალება
მიუხედავად გადადგომისა, ჩემბერლენი მაინც დარჩა კონსერვატიული პარტიის ლიდერად. მას ჯერ კიდევ ემხრობოდა ბევრი დეპუტატი, რომლებიც დიდად არ ენდობოდნენ ახალ პრემიერს — უინსტონ ჩერჩილს. ამის გამო ჩერჩილს ჩემბერლენის მხარდამჭერების ჩისტკაზე უარის თქმა მოუწია.[190] გარდა ამისა, ახალ პრემიერს წინამორბედის სახაზინოს კანცლერად დანიშვნა უნდოდა, თუმცა, ჩემბერლენმა უარი თქვა, რადგან, ეს, მისი აზრით, პრობლემებს შექმნიდა ლეიბორისტულ პარტიასთან. მისი ბოლო თანამდებობა საომარი კაბინეტის ხუთწევრიანი საბჭოს ლორდ-პრეზიდენტის პოსტი გახდა.[191] გადადგომის შემდეგ, უკვე 13 მაისსб ჩემბერლენი მივიდა თემთა პალატაში. მისი გამოჩენისას დეპუტატებმა თავი დაკარაგეს, ისინი ყვიროდნენ, აფრიალებდნენ ფურცლებს ჩემბერლენის პარლამენტში მისვლა რეგულარულად იწვევდა დიდ ოვაციებს.[191] ძველი პრემიერისგან განსხვავებით, საშუალოდ ხვდებოდა პარლამენტი ახალს.[191] მაგალითად, ჩერჩილის ცნობილი გამოსვლები, როგორიც ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ნაპირებზე (ინგლ. We shall fight on the beaches) იყო, დეპუტატთა მხოლოდ გარკვეული ნაწილის მიერ იყო სათანადოდ შეფასებული.[192]
ძალაუფლების დაკარგვამ ჩემბერლენი დეპრესიაში ჩააგდო. იგი წერდა: ცოტა ადამაინს თუ გამოუცდია ბედის შემობრუნება ასეთ მოკლე დროში.[193] ამას დაემატა ჩექერსის (ბრიტანეთის პრემიერის აგარაკი) დაკარგვა, რომელზეც ჩემბერლენი წერდა: ადგილი, სადაც ბედნიერი ვიყავი. 19 ივნისს, გამოსამშვიდობებელი ვიზიტის შემდეგ მან დაწერა კმაყოფილი ვარ, რომ ეს გავაკეთე. ახლა ჩექერსი ჩემი გონებიდან უნდა ამოვიღო.[194] უკვე ლორდ-პრეზიდენტის რანგში მან თავის თავზე აიღო საშინაო საქმეების მოგვარება და საომარი კაბინეტის სხდომების ჩატარება ჩერჩილის არყოფნის დროს.[194] ეტლი მოგვიანებით იხსენებდა: ყველანაირი ჯავრისგან თავისუფალი ალბათ მაინც ჩვენს წინააღმდეგ იყო. იგი ძალიან მონდომებულად და კარგად მუშაობდა: კარგი თავმჯდომარე, კომიტეტის კარგი წევრი, ყოველთვის ძალიან საქმიანი.[195] როგორც საბჭოს ლორდ-პრეზიდენტმა, ჩემბერლენმა დიდი გავლენა იქონია ბრიტანეთის ომისდროინდელ ეკონიმიკაზეც.[196] გარდა ამისა, უკვე გადამდგარმა ჩემბერლენმა დიდი წვლილი შეიტანა ომის გაგრძელებაში: 1940 წლის 26 მაისს ღერძის ძალებმა ბრიტანეთს შერიგება შესთავაზეს. საომარ კაბინეტში ბევრს ომის შეწყვეტა სურდა, მათ შორის იყო ლორდი ჰალიფაქსი, რომელიც თვლიდა, რომ ბრიტანეთს შეთავაზება უნდა მიეღო, თუ, რა თქმა უნდა, შეთანხმების პირობები დამაკმაყოფილებელი იქნებოდა. მშვიდობის მომხრეების დიდი რაოდენობა განაპირობა ბენილუქსის საბოლოო დაცემამ და საფრანგეთის რთულმა მდგომარეობამ. სამდღიანი დისკუსიის შემდეგ ყველაფერს წერტილი ჩემბერლენმა დაუსვა: მისმა გამოსვლამ დაარწმუნა საომარი კაბინეტი, რომ შეთანხმების პირობები დამაკმაყოფილებელი არ იყო – ბრიტანეთმა ბრძოლა გააგრძელა.[197]
1940 წლის მაისში ჩერჩილმა ხელისუფლებაში ლოიდ ჯორჯის მიწვევის საკითხი ორჯერ წამოწია. ამას ხელს უშლიდა ჩემბერლენი: იგი ამბობდა, რომ აუცილებლად დატოვებდა თანამდებობას, თუ ხელისუფლებაში ლოიდ ჯორჯიც იქნებოდა. კიდევ ერთხელ სცადა ჩერჩილმა ივნისში. ამჯერად ჩემბერლენი დათანხმდა, თუმცა მხოლოდ მტრისგან მიერ გაცემული გარანტიით, რომ იგი ადრეულ კონფლიქტს დაივიწყებდა. ჩემბერლენის თანხმობის მიუხედავად, ჩერჩილის ხელისუფლებაში მუშაობაზე თვითონ ლოიდ ჯორჯმა თქვა უარი.[198]
შემცვლელის დასახმარებლად ჩემბერლენი ცდილობდა კონსერვატიული პარტია ჩერჩილისთვის დაექვამდებირებინა. 4 ივლისს, ბრიტანელების ფრანგულ ფლოტზე შეტევის შემდეგ, ჩერჩილი პარლამენტში გამოჩნდა, სადაც დეპუტატები მას დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა ყოფილ პრემიერს და მის პარტნიორს. უინსტონ ჩერჩილმა მოიპოვა დეპუტატების ერთგულება[192] და ლეიბორისტების და ლიბერალების წინადადება ხელისუფლებიდან ჩემბერლენის გაშვების შესახებ უარით გაისტუმრა.[199] ჩერჩილი კიდევ ერთხელ დაეხმარა წინამორბედს, როდესაც პრესამ უკანასკნელის კრიტიკა დაიწყო და როდესაც გაირკვა, რომ ლეიბორისტები პარლამენტის საიდუმლო სესიაზე ჩემბერლენზე შეტევის მოწყობას აპირებდნენ. საპასუხოდ პრემიერი დაელაპარაკა ლეიბორისტებს და პრესას, რის შემდეგაც, ჩემბერლენის სიტყვებით, კრიტიკა ონკანის დაკეტვის სიჩქარით გაქრა.[200]
1940 წლის ივლისში ქათოს ფსევდონიმით ცნობილმა სამმა ჟურნალისტმა (მათ შორის იყო მაიკლ ფუტი — ლეიბორისტული პარტიის მომავალი ლიდერი) გამოსცა წიგნი სახელად დამნაშავე ადამიანი (ინგლ. Guilty Man). წიგნის ავტორებმა ხელისუფლება ომის სათანადოდ მომზადების ჩაშლა დააბრალეს. წიგნში ასევე მოითხოვდნენ ბრიტანეთის პირველი თვეების კატასტროფაში დამნაშავე ჩემბერლენისა და მთავრობის სხვა წევრების სამსახურიდან დათხოვნას. მთლიანობაში წიგნი გამოსცა 27 გამომცემლობამ (თუმცა, ზოგიერთმა მოწინავე წიგნების მაღაზიამ ის არ შეისყიდა). ცნობილია, რომ ტირაჟი იყო 200 000. ხშირი იყო მისი ხელიდან ხელში გადაცემა.[201] ისტორიკოსის, დევიდ დათონის აზრით, მისი (წიგნის) გავლენა ჩემბერლენის რეპუტაციაზე, როგორც საზოგადოებაში, ისევე აკადემიკურ სამყაროში, საკმაოდ დიდი იყო.[202]
მთელი ცხოვრების განმავლობაში ნევილ ჩემბერლენი იშვიათად უჩიოდა ჯანმრთელობას,[62] თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 1940 წლის ივლისში, როდესაც მას უძლიერესი ტკივილები დაეწყო. განკურვნისთვის მან ქირურგებს მიმართა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ჩემბერლენი ნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული, თუმცა, მას ეს დაუმალეს და უთხრეს, რომ არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროებოდა.[203] მუშაობას იგი აგვისტოს შუა რიცხვებში დაუბრუნდა, ხოლო ოფისში 9 სექტემბერს გამოჩნდა. ამ დროს ლონდონს რეგულარულად ბომბავდა ლუფტვაფე, რის გამოც ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ჩემბერლენს ღამის საათებში ბომბსაფარში უწევდა გახიზვნა. ამან იგი კიდევ უფრო დაასუსტა, რის გამოც მან 19 სექტემბერს საბოლოოდ დატოვა ლონდონი და ჰეკფილდის ჰაიფილდ პარკში დაბრუნდა. გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრ ჩერჩილს მან 22 სექტემბერს მიმართა. მართალია, თავიდან ჩერჩილი უარზე იდგა, თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ მისი წინამორბედი მუშაობის გაგრძელებას უბრალოდ ვერ შეძლებდა. როდესაც ჩერჩილმა ჩემბერლენს ჰკითხა, მიიღებდა თუ არა ბრიტანეთის უმაღლეს ჯილდოს — შემოსაჭერის ორდენს, ჩემბერლენმა უპასუხა, რომ მამის მსგავსად უბრალოდ ჩემბერლენად გარდაცვალება ერჩივნა.[204]
იმ მოკლე დროში, რაც დარჩენილი ჰქონდა, ჩემბერლენი უკმაყოფილობას გამოთქვამდა მის გადადგომაზე პრესის მოკლე, ცივ და ძირითადად გაუფასურებულ რეაქციაზე, რომლებშიც, მისი აზრით, საერთოდ არ იყო თანაგრძნობის პატარა ნიშანი, ან კიდევ, ყველანაირი გაგება, რომლის გამოვლენაც შეიძლება იყოს ადამიანური ტრაგედიის ფონზე.[204] მეორე მხრივ, სამეფო ოჯახი სიკვდილის პირას მყოფ ჩემბერლენს 14 ოქტომბერს ესტუმრა,[205] ხოლო თავისი მხარდამჭერებისა და მეგობრებისგან მან ასობით წერილი მიიღო. თვითონ ჩემბერლენმა მისწერა ჯონ სიმონს, რომელიც მისი პრემიერობის დროს სახაზინოს კაცნლერის პოსტს იკავებდა:
იყო ღარიბი ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესების იმედი, რომელმაც მე შუა ასაკში პოლიტიკაში მომიყვანა. ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, რომ შევძელი ჩემი ამბიციების რაღაც ნაწილის შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ომმა შეიძლება მათ მუდმივობას ხელი შეუშალოს. სხვა მხრივ, მე არაფერზე ვნანობ და ვერ ვხედავ ვერაფერს, რისი გაუქმებაც შეიძლება მომდომებოდა. ამიტომაც, მე კმაყოფილი ვარ ბედის მიღებით, რომელმაც ასე სწრაფად თავის ხელებში მომაქცია.[205]
ნევილ ჩემბერლენი გარდაიცვალა 1940 წლის 9 ნოემბერს ნაწლავების კიბოთი. საბოლოო გზაზე იგი ვესტმინსტერის მონასტერში გააცილეს (უსაფრთხოებისთვის მისი დასაფლავების დრო და ადგილი ბევრმა არ იცოდა), ხოლო ნეშტი ენდრიუ ბონარ ლაუს გვერდით დაკრძალეს.[206] გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ თემთა პალატაში უინსტონ ჩერჩილი მასზე სიტყვით გამოვიდა:
რაც არ უნდა თქვას ისტორიამ ამ საშინელ, გაუთავებელ წლებზე, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ნევილ ჩემბერლენმა თავისი საქმე გააკეთა მთელი გულწრფელობით თავისი უფლებების ფარგლებში, რათა გადაერჩინა მსოფლიო საშინელი, დამანგრეველი ომისგან, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ ჩათრეულნი. ეს იმაში, რასაც ისტორიის ვერდიქტი ჰქვია, მისთვის კარგ სამსახურს ითამაშებს.[207]
უკვე გარდაცვლილი ჩემბერლენის ზოგიერთმა მხარდაჭერმა ჩათვალა, რომ ჩერჩილის გამოსვლა უბრალოდ მჭერმეტყველება და გარდაცვლილი წინამორბედის შექება იყო,[208] თუმცა, მალევე ჩერჩილმა პუბლიკაში განაცხადა: რაღა უნდა გავაკეთო საწყალი ნევილის გარეშე? იმედი მქონდა, რომ საშინაო ფრონტს იგი ჩემს მაგივრად მიხედავდა.[209] ჩერჩილის გარდა ჩემბერლენს პატივი ლორდ ჰალიფაქსმა, ეტლიმ და ლიბერალური პარტიის ლიდერმა — სერ სინქლერმა მიაგეს. სიტყვის სათქმელად მიწვეული იყო ლოიდ ჯორჯი, თუმცა, საბოლოოდ, იგი სიტყვით მაინც არ გამოვიდა.[210] ჩემბერლენის საბოლოო სურვილების შემსრულებელნი გახდნენ მისი ბიძაშვილები — უილფრედ ბინგ ქენრიქი და სერ უილფრედ მარტინო. ორივე მათგანი, ჩემბერლენის მსგავსად, მომავალში ბირმინგემის ობერ-ბურგომისტრის პოსტს იკავებდა.[211]
მემკვიდრეობა და რეპუტაცია
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნევილ ჩემბერლენმა დაწერა:
„ჩემი რეპუტაცია შეირყა, თუმცა მე ამაზე ოდნავადაც არ ვნერვიულობ. წერილები, რომლებსაც მე დღემდე უზარმაზარი რაოდენობით ვიღებ, ერთხმად ამტკიცებს თეორიას, რომ მიუნხენის გარეშე ომი წაგებული იქნებოდა და 1938 წელს იმპერია განადგურდებოდა. ვერ ვგრძნობ, რომ... სხვანაირ თვალთახედვას გადარჩენის შანსი აქვს... იმ შემთხვაშიც კი, თუ არაფერი ისეთი არ გამოქვეყნდება, რომელიც ბოლო ორი წლის ისტორიას მოყვება, მე მაინც არ შემეშინდება ისტორიის ვერდიქტის.[212]“
|
დამნაშავე ადამიანის მაგვარი კიდევ ერთი წიგნი გახდა ჩვენ ყველანი არასწორნი არ ვყოფილვართ (ინგლ. We were not all wrong), რომლის მიხედვითაც ლიბერალი და ლეიბორისტი, ასევე კონსერვატორთა დეპუტატთა პატარა ნაწილი ებრძოდა ჩემბერლენის დამაშოშმინებელ პოლიტიკას. აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორმა, ლიბერალმა დეპუტატმა — ჯეფრი მანდერმა არ დაუჭირა მხარი 1939 წლის სამხედრო გაწვევას.[213] კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონსერვატორებს, იყო გრექასის (მომავალში ლეიბორისტი მინისტრის — ანეურინ ბევანის) 1944 წელს გამოცემული ნამუშევარი რატომ არ უნდა დავუჯეროთ თორის,[კომ. 4] რომელშიც იგი კონსერვატორების, კერძოდ კი ჩემბერლენის და ბოლდუინის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებდა. თავისი ვარიანტი წამოწია ზოგიერთმა კონსერვატორმა დეპუტატმაც, მაგრამ, ყველაზე ცნობილი გახდა კუინტინ ჰოგის მემარცხენე არასდროს ყოფილა მართალი. ომის დამთავრებისთვის ბრიტანულ საზოგადოებაში საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ჩემბერლენმა დაუშვა სერიოზული დიპლომატიური და სამხედრო შეცდომები, რომლებმაც ბრიტანეთი კინაღამ დამარცხებამდე მიიყვანა.[214]
კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ჩემბერლენის რეპუტაციაზე იქონია გავლენა, გახდა უინსტონ ჩერჩილი. 1948 წელს გამოვიდა მისი ექვსტომეულის პირველი წიგნი მეორე მსოფლიო ომი. თავის პირად საუბრებში ჩერჩილი ამბობდა: ეს ისტორია კი არა, ჩემი საქმეა.[215] წიგნში ჩემბერლენს, მართალია, კეთილი განზრახვები ამოძრავებდა, თუმცა ის იყო სუსტი, ბრმა ჰიტლერისგან წამოსული საფრთხის მიმართ და არ აქცევდა ყურადღებას იმას, რომ ევროპული ქვეყნების გაერთიანებით ჰიტლერის დამარცხება იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, ჩერჩილის აზრით მიუნხენის შეთანხმებამ დაასუსტა ბრიტანეთის პოზიციები. ასევე, უინსტონმა ძველი კოლეგა გააკრიტიკა როგორც მშვიდობის, ისევე ომის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო.[216] წიგნების გამოსვლის წლებში ზოგიერთმა ისტორიკოსმა ჩერჩილის მსჯელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.[217]
დაქვრივებულმა ენ ჩემბერლენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ჩერჩილის წიგნებში დაშვებული შეცდომები სინამდვილეში დამახინჯება არ არის და მათი შესწორება ადვილად შეიძლება, თუმცა, ისინი უკვე აღიქვეს როგორც ფაქტები, არადა, ისინი სიმართლეს არ შეესაბამებიან.[218]
1974 წელს ჩემბერლენის საოჯახი წერილები და პირადი დოკუმენტები მისმა ოჯახმა ბირმინგემის უნივერსიტეტს შესწირა,[219][220][221][20] ხოლო ომის დროს ისტორიკოს ქეით ფეილინგს ჩემბერლენის ბიოგრაფიის მომზადება დაავალეს, რის გამოც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა ჩემბერლენის პირადი დღიუები და წერილები.[222] აღსანიშნავია, რომ ფეილინგის თხოვნა დოკუემენტებთან წვდომაზე უარით გაისტუმრა მინისტრმა კაბინეტმა.[223]
მიუხედავად იმისა, რომ ფეილინგმა წიგნი საბოლოოდ მაინც დაწერა და 1946 წელს გამოაქვეყნა, მან მაინც ვერ მოახდინა სათანადო გავლენა და ვერ შეაკეთა ჩემბერლენის რეპუტაცია. დეივიდ დათონმა ფეილინგის მიერ მომზადებული მასალა აღწერა როგორც ჩემბერლენის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და დამაჯერებლი ბიოგრაფია.[224]
1961 წელს გამოვიდა ჩემბერლენის ბიოგრაფია, რომლის ავტორიც იყო კონსერვატორი დეპუტატი იან მაკლაოდი. იმავე წელს ალან ჯონ ტეილორმა თავისი წიგნის, მეორე მსოფლიო ომის წყაროებში აღმოაჩინა, რომ ჩემბერლენმა ბრიტანეთს გადაიარაღებით კარგი სამსახური გაუწია (მიუხედავად იმისა, რომ, გადაიარაღება, რომელსაც გერმანიის დასამარცხებლად ხედავდნენ საჭიროდ, კიდევ უფრო დიდი რესურსებს მოითხოვდა), ხოლო მიუნხენის შეთანხმება იყო ტრიუმფი და განათება ბრიტანულ ცხოვრებაში მათთის, ვინც მამაკაცურად გააკრიტიკა ვერსალის ხელშეკრულების სისასტიკე.[225]
1967 წელს მიღებულმა „30 წლის კანონმა“ გაასაჯაროვა ჩემბერლენის ხელისუფლების დროინდელი ქაღალდები, რამაც შესაძლებელი გახადა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა.[226] ქაღალდებმა აჩვენეს, რომ დამნაშავე კაცში მოყვანილი თეორია იმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩემბერლენი არ უსმენდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტს მცდარი იყო.[227] სხვა ქაღალდებმა აჩვენა, რომ ჩემბერლენი, ჩერჩილის მსგავსად, მხარს უჭერდა დიდი ევროპული ალიანსის შექმნას, თუმცა, თავის იდეაზე უარი თქვა, რადგანაც ფიქრობდა, რომ ევროპის ორ ბანაკად გაყოფა ომს კიდევ უფრო შესაძლებელს გახდიდა.[228] გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ომის შემთხვევაში ბრიტანეთი დომინიონებს ვერ დაეყრდნობოდა, რადგანაც ისინი ვესტმინსტერის სტატუსის თანახმად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ.[229] ასევე, ზუსტად მაშინ პირველად გახდა ცნობილი გენერალური შტაბის ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი ვერ შეუშლიდა ხელს გერმანიას, თუ უკანასკნელი ჩეხოსლოვაკიის დაპყრობას მოინდომებდა. მიუხედავად ამ დოკუმენტებისა, უკვე 1972 წელს გამოვიდა ქეით მიდლემასის წიგნი ილუზიის დიპლომატია, რომელშიც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი აღწერილი იყო როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, თუმცა გერმანიაში ჩასვლისას — სტრატეგიული ბრმა.[230]
ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, რობერტ პარკერი, ამტკიცებდა, რომ ავსტრიის ანშლუსის შემდეგ ჩემბერლენს შეეძლო საფრანგეთთან უფრო მჭიდრო კონტაქატის დამყარება და გერმანიის ერთა ლიგის დახმარებით შეეჩერებინა. მის თეორიას მხარს არ უჭერდნენ ზოგიერთი რევიზიონისტები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩემბერლენს დიდი არჩევანი არ ჰქონდა, თუმცა, პარკერი მაინც ფიქრობდა, რომ ჩემბერლენმა და მისმა კოლეგებმა დაშოშმინება სხვა სტრატეგიებს ამჯობინეს.[231] თავის ორტომეულის პირველ წიგნში, ჩემბერლენი და დაშოშმინებაში იგი ამტკიცებდა, რომ ჩემბერლენმა, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ძლიერი და ჯიუტი პერსონა და კარგი დიპლომატი, მაინც ვერ მოახერხა ბრიტანეთი დაშოშმინების სირცხვილისგან გადაერჩინა და სხვა, უკეთესი ალტერნატივის პოვნა.[232] გარდა ამისა, ის ამტკიცებდა, რომ თუ 1930-იანი წლების მეორე ნახევარში უინსტონ ჩერჩილი რომელიმე მაღალ თანამდებობას დაიკავებდა, მაშინ ის შეძლებდა დიდი ევროპული ალიანსის შექმნას, რომელიც შეაკავებდა ჰიტლერს და ამავე დროს, არ იყო გამორიცხული, რომ მისი საშინაო ოპონენტები მას საერთოდ ჩამოაგდებდნენ ხელისუფლებიდან.[232]
დათონი თვლის, რომ ჩემბერლენის რეპუტაცია, როგორც კარგი, ისევე ცუდი, ყოველთვის დაკავშირებული იქნება დაშოშმინების პოლიტიკასთან.
რაც არ უნდა ითქვას ჩემბერლენის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მისი რეპუტაცია ყოველთვის დამოკიდებული იქნება მიუნხენის და დაშოშმინების შეფასებაზე. ეს იყო ასე 1940-ში, როდესაც მან თავისი თანამდებობა დატოვა და ზუსტად ასე არის სამოცი წლის შემდეგაც. იმის იმედი, რომ მას სხვა რამით შეაფასებენ, იგივე, რაც იმის ფიქრი, რომ პონციუს პილატე ერთ დღეს განიხილება როგორც რომის იმპერიის პროვინციის წარმატებული ადმინისტრატორი.[233]
საპარლამენტო არჩევნების შედეგები
1918 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ლადივუდი (ახალი)[234] | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
კონსერვატიული | ნევილ ჩემბერლენი | 9,405 | 69,5 | ||
ლეიბორისტული | ჯ. კნიშაუ | 2,572 | 19,0 | ||
ლიბერალები | მ. ეშბი | 1,552 | 11,5 | ||
მაჟორიტარული | 6,833 | 50,5 | |||
ამომრჩეველი სულ: | 13,529 | 40,6 |
1922 წლის საყოველთაო არჩევნები:ბირმინგემის ლადივუდი | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
კონსერვატიული | ნევილ ჩემბერლენი | 13,032 | 55,2 | -14,3 | |
ლეიბორისტული | რ. დანსტანი | 10,589 | 44,8 | 25,8 | |
მაჟორიტარული | 2,443 | 10,4 | -40,1 | ||
ამომრჩეველი სულ: | 23,621 | 71,1 | +30,5 |
1923 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ლადივუდი | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
ნევილ ჩემბერლენი | 12,884 | 53,2 | -2,0 | ||
ლეიბორისტული | რ. დანსტანი | 11,330 | 46,8 | 2,0 | |
მაჟორიტარული | 1,554 | 6,4 | -4,0 | ||
ამომრჩეველი სულ: | 24,214 | 72,0 | +0,9 |
1924 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ლადივუდი | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
ნევილ ჩემბერლენი | 13,374 | 49,1 | -4,1 | ||
ლეიბორისტული | ოსვალდ მოსლი | 13,297 | 48,9 | 2,1 | |
ლიბერალები | ა. ბოუკეტი | 539 | 2,0 | 2,0 | |
მაჟორიტარული | 77 | 0,2 | -3,8 | ||
ამომრჩეველი სულ: | 27,200 | 80,5 | +8,5 |
1929 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ეჯბასტონი[235] | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
კონსერვატიული | ნევილ ჩემბერლენი | 23,350 | 63,7 | -12,9 | |
ლეიბორისტული | ვ. კეიპლი | 8,590 | 23,4 | 0,0 | |
ლიბერალები | ფ. იანგი | 4,720 | 12,9 | 12,9 | |
მაჟორიტარული | 14,760 | 40,3 | -12,9 | ||
ამომრჩეველი სულ: | 36,166 | 70,0 | +5,1 |
1931 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ეჯბასტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
კონსერვატიული | ნევილ ჩემბერლენი | 33,085 | 86,5 | 22,8 | |
ლეიბორისტული | ვ. ბლეილოკი | 5,157 | 13,5 | -9,9 | |
მაჟორიტარული | 27,928 | 73,0 | -40,1 | ||
ამომრჩეველი სულ: | 38,242 | 70,9 | +0,9 |
1935 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ეჯბასტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
კონსერვატიული | ნევილ ჩემბერლენი | 28,243 | 81,6 | -4,9 | |
ლეიბორისტული | ჯ. ედშიდი | 6,381 | 18,4 | 4,9 | |
მაჟორიტარული | 21,862 | 63,2 | -9,8 | ||
ამომრჩეველი სულ: | 34,624 | 62,4 | +8,5 |
კომენტარები
- ↑ სწორი ფორმაა ართურ და არა არტურ. იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში
- ↑ ტავტოლოგიის თავიდან აცილების მიზნით ნევილ ჩემბერლენი ამ სტატიაში მოსენიებულია, როგორც ჩემბერლენი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, პრემიერი, ან კიდევ, როგორც წინამორბედი (უინსტონ ჩერჩილთან მიმართებაში)
- ↑ სტატიაში ასევე მოხსენიებულია როგორც ჰიტლერი, ფიურერი, გერმანიის ფიურერი, გერმანელი კოლეგა
- ↑ თორი – ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კიდევ ერთი სახელი
იხილეთ აგრეთვე
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
ნევილ ჩემბერლენი ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 95.
- John de Courcy (ჯონ დე ქოურსი) –, Searchlight On Europe (პროჟექტორი ევროპაზე), Eyre and Spottiswoode, 1940.
- F.W.S Craig (ფრედერიკ უოლტერ სკოტ კრეიგი) –, British Parliamentary Election Results 1918–1949 (ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 1918–1949), The Macmillan Press Ltd, 1977.
- Daniell, Raymond (13 ნოემბერი, 1940). „Commons tribute paid Chamberlain“. The New York Times. ციტირების თარიღი: 6 November 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - Dawson, Sandra (2006). „Working-Class Consumers and the Campaign for Holidays with Pay (TCBH Postgraduate Essay Prize Winner for 2006)“. Twentieth Century British History. Oxford University. 18 (3): 277–305. doi:10.1093/tcbh/hwm005. ISSN 0955-2359. ციტირების თარიღი: 12 September 2012.
- David Dilks (დეივიდ დილქსი) –, Neville Chamberlain, Volume 1: Pioneering and Reform, 1869–1929 (ნევილ ჩემბერლენი, ტომი პირველი: გზის გაკეფვა და რეფორმა, 1869–1929), ტ. I, Campbridge University Press, 1984, ISBN 978-0-521-89401-2.
- David Dutton (დეივიდ დათონი) –, Neville Chamberlain (ნევილ ჩემბერლენი), Hodder Arnold, 2001, ISBN 978-0-340-70627-5.
- Dermot Englefield (დერმოტ ენჯელფილდი) –, Facts About the British Prime Ministers (ფაქტები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებზე), H. W. Wilson Co., 1995.
- David Faber (დეივიდ ფაბერი) –, Munich: The 1938 Appeasement Crisis (მიუნხენი: 1938 წლის დაშოშმინების კრიზისი), Simon & Schuster, 2008, ISBN 978-1-84739-006-6.
- Keith Feiling (ქეით ფეილინგი) –, The Life of Neville Chamberlain (ნევილ ჩემბერლენის ცხოვრება), Archon Books, 1970.
- Hadley, W. W. (December 1941). „Neville Chamberlain. 1869–1940“. Obituary Notices of Fellows of the Royal Society. 3 (10): 731–734. doi:10.1098/rsbm.1941.0030.
- Paul Halsall (პოლ ჰალსალი) –, Modern History Sourcebook: The Molotov-Ribbentrop Pact, 1939, Fordham University, 1997.
- Raplh Keyes (რალფ კეისი) –, The Quote Verifier: Who Said What, Where, and When (ციტატების კონტროლიორი: ვინ თქვა რა, სად, და როდის), Macmillan, 2006, ISBN 978-0-312-34004-9.
- Graham Macklin (გრეჰამ მაკლინი) –, Chamberlain (ჩემბერლენი), Haus Books, 2006, ISBN 978-1-904950-62-2.
- Margerie, Roland de, Journal, 1939–1940, Paris, Éditions Grasset et Fasquelle, 2010, 416 p. (ISBN 978-2246770411)
- Wilfrid Meynell (უილფრიდ მაინელი) –, Benjamin Disraeli: an unconventional biography (ბენჯამინ დისრაელი: არა ტრადიციული ბიოგრაფია), ტ. I, Hutchinson & Co, 1903.
- Robert Self (რობერტ სელფი) –, Neville Chamberlain: A Biography (ნევილ ჩემბერლენი: ბიოგრაფია), Ashgate, 2006, ISBN 978-0-7546-5615-9.
- Nick Smart (ნიქ სმარტი) –, The National Government (ეროვნული ხელისუფლება), St Martin's Press, 1999, ISBN 978-0-312-22329-8.
- Nick Smart (ნიქ სმარტი) –, Neville Chamberlain (ნევილ ჩემბერლენი), Routledge, 2010, ISBN 978-0-415-45865-8.
- A.J.P Taylor (ა.ჯ.ფ ტეილორი( –, English History, 1914–1945 (ინგლისის ისტორია, 1914–1945), Oxford University Press, 1965.
რესურსები ინტერნეტში
- Crozier, Andrew J.. (September 2004) Chamberlain, (Arthur) Neville (1869–1940), prime minister. Oxford Dictionary of National Biography. ციტირების თარიღი: 9 November 2009.
- Purchasing Power of British Pounds 1264–2008. MeasuringWorth. ციტირების თარიღი: 11 December 2009.
- Hansard 1803–2005: ნევილ ჩემბერლენის წვლილი პარლამენტში დაარქივებული 2017-01-13 საიტზე Wayback Machine.
- Videorussia.com – ნევილ ჩემბერლენი, დაშოშმინება, მეორე მსოფლიო ომი დაარქივებული 2017-08-25 საიტზე Wayback Machine.
- ბირმინგემის უნივერსიტეტის სპეციალური კოლექცია – ნევილ ჩემბერლენის პოლიტიკური დოკუმენტები დაარქივებული 2009-08-28 საიტზე Wayback Machine.
- ნამუშევრები: ნევილ ჩემბერლენზე და ნევილ ჩემბერლენის – ინტერნეტ არქივი
- ნევილ ჩემბერლენის ნამუშევრები – LibriVox (საზოგადოებრივ საკუთრებაში მყოფი აუდიოწიგნები)
- ნევილ ჩემბერლენთან დაკავშირებული საარქივო მასალა დაარქივებული 2017-10-21 საიტზე Wayback Machine. – გაერთიანებული სამეფოს ეროვნული არქივი
- (ართურ) ნევილ ჩემბერლენის პორტრეტები – ლონდონის ეროვნული საპორტრეტო გალერეა
სქოლიო
- ↑ Unitarian Association, Midland. ""Neville (and his half-brother (Sir) Austen) were members of the Birmingham Unitarian New Meeting Church".". Midland Unitarian Association. Birmingham New Meeting Church. Retrieved June 6, 2014.
- ↑ Paul Strangio; et al. (2013). Understanding Prime-Ministerial Performance: Comparative Perspectives. Oxford UP. გვ. 224, 226. ISBN 978-0-19-966642-3.
- ↑ Crozier 2004–09.
- ↑ მაკლინი 2006, p. 11.
- ↑ სმარტი 2010, pp. 2–3.
- ↑ სმარტი 2010, pp. 5–6.
- ↑ სმარტი 2010, pp. 6–8.
- ↑ სელფი 2006, p. 21.
- ↑ სელფი 2006, p. 22.
- ↑ დათონი 2001, p. 9.
- ↑ სმარტი 2010, p. 33.
- ↑ სმარტი 2010, pp. 33–34.
- ↑ The United Hospitals Conference of Great Britain and Ireland. The Times (7 December 1906). ციტირების თარიღი: 25 February 2013.
- ↑ სელფი 2006, p. 31.
- ↑ 15.0 15.1 სელფი 2006, pp. 33–35.
- ↑ სმარტი 2010, p. 39.
- ↑ სელფი 2006, p. 40.
- ↑ სმარტი 2010, p. 53.
- ↑ სელფი 2006, pp. 40–41.
- ↑ 20.0 20.1 სელფი 2006, p. 41.
- ↑ სელფი 2006, pp. 42–43.
- ↑ სმარტი 2010, p. 62.
- ↑ (1949) Who Was Who, 1929–1940. A and C Black, გვ. 235.
- ↑ სმარტი 2010, p. 67.
- ↑ სმარტი 2010, pp. 77–79.
- ↑ სმარტი 2010, p. 70.
- ↑ 27.0 27.1 დილქსი 1984, p. 262.
- ↑ სელფი 2006, p. 68.
- ↑ სელფი 2006, p. 73.
- ↑ ენჯელფილდი 1995, p. 388.
- ↑ Pepper, S.. Homes Unfit for Heroes. The Slum Problem in London and Neville Chamberlain's Unhealthy Areas Committee, 1919–21. 1 March 2009 – Academic journal article – By Pepper, Simon; Richmond, Peter. ციტირების თარიღი: 1 March 2013.
- ↑ Yelling, J. A.. Slums and Redevelopment. Routledge 1992, გვ. 26–27. ციტირების თარიღი: 1 March 2013.
- ↑ სელფი 2006, pp. 79–80.
- ↑ სმარტი 2010, pp. 94–95.
- ↑ სმარტი 2010, p. 96.
- ↑ სელფი 2006, p. 87.
- ↑ სელფი 2006, pp. 87–88.
- ↑ (1875) Kelly's Handbook to the Titled, Landed and Official Classes 1940. Kelly's, გვ. 433.
- ↑ სელფი 2006, p. 89.
- ↑ სმარტი 2010, pp. 106–07.
- ↑ მაკლინი 2006, pp. 24–25.
- ↑ სელფი 2006, p. 103.
- ↑ დათონი 2001, p. 14.
- ↑ სელფი 2006, p. 106.
- ↑ სელფი 2006, pp. 116–18.
- ↑ სმარტი 2010, pp. 139–40.
- ↑ სელფი 2006, p. 115.
- ↑ სელფი 2006, p. 429.
- ↑ დილქსი 1984, pp. 584–86.
- ↑ სმარტი 2010, pp. 160–62.
- ↑ სელფი 2006, p. 161.
- ↑ სელფი 2006, pp. 161–62.
- ↑ სელფი 2006, p. 163.
- ↑ სელფი 2006, pp. 165–66.
- ↑ 55.0 55.1 დათონი 2001, p. 17.
- ↑ სმარტი 2010, p. 173.
- ↑ მაკლინი 2006, p. 32.
- ↑ 58.0 58.1 სმარტი 2010, p. 174.
- ↑ Maurice Bruce (1968). The coming of the Welfare State. Batsford, გვ. 370.
- ↑ Bruce, p. 371.
- ↑ მაკლინი 2006, p. 36.
- ↑ 62.0 62.1 დათონი 2001, p. 18.
- ↑ მაკლინი 2006, pp. 36–42.
- ↑ სმარტი 2010, pp. 199–200.
- ↑ დათონი 2001, p. 40.
- ↑ Ziegler, Philip (1991). King Edward VIII. Alfred A. Knopf, გვ. 312. ISBN 0-394-57730-2.
- ↑ Gilbert, Martin (1981). Winston Churchill, The Wilderness Years. Macmillan, გვ. 169–170. ISBN 0-333-32564-8.
- ↑ მაკლინი 2006, pp. 44–45.
- ↑ სმარტი 1999, p. 148.
- ↑ 70.0 70.1 70.2 სელფი 2006, p. 261.
- ↑ სმარტი 2010, pp. 224–25.
- ↑ სელფი 2006, p. 264.
- ↑ ფაბერი 2008, p. 171.
- ↑ მაკლინი 2006, p. 48.
- ↑ მაკლინი 2006, p. 52.
- ↑ 76.0 76.1 76.2 მაკლინი 2006, p. 158.
- ↑ 77.0 77.1 ტეილორი 1965, p. 406.
- ↑ 78.0 78.1 78.2 78.3 78.4 78.5 78.6 სელფი 2006, pp. 298–99.
- ↑ 79.0 79.1 სმარტი 2010, p. 225.
- ↑ სელფი 2006, p. 279.
- ↑ სმარტი 2010, pp. 226.
- ↑ სმარტი 2010, pp. 225–26.
- ↑ სელფი 2006, pp. 273–74.
- ↑ სელფი 2006, p. 274.
- ↑ სმარტი 2010, pp. 228–29.
- ↑ სმარტი 2010, pp. 230–32.
- ↑ სელფი 2006, p. 286.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 103.
- ↑ სმარტი 2010, p. 232.
- ↑ 90.0 90.1 90.2 90.3 90.4 90.5 სელფი 2006, p. 304.
- ↑ 91.0 91.1 ფაბერი 2008, p. 148.
- ↑ სელფი 2006, p. 302.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 156.
- ↑ სმარტი 2010, pp. 237.
- ↑ 95.0 95.1 ფაბერი 2008, pp. 159–60.
- ↑ სმარტი 2010, pp. 234.
- ↑ ფაბერი 2008, p. 162.
- ↑ ფაბერი 2008, p. 189.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 202–03.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 199–200.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 211–14.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 230–34.
- ↑ სელფი 2006, p. 308.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 244–46.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 263–66.
- ↑ ფაბერი 2008, p. 277.
- ↑ სელფი 2006, pp. 310–12.
- ↑ სელფი 2006, pp. 312–14.
- ↑ სმარტი 2010, p. 242.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 319–24.
- ↑ 111.0 111.1 111.2 სელფი 2006, p. 316.
- ↑ ფაბერი 2008, p. 334.
- ↑ ფაბერი 2008, p. 337.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 340–42.
- ↑ სელფი 2006, pp. 318–20.
- ↑ სელფი 2006, p. 321.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 375–76.
- ↑ ფაბერი 2008, p. 382.
- ↑ 119.0 119.1 სელფი 2006, p. 323.
- ↑ სელფი 2006, p. 324.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 403–07.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 407–10.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 410–11.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 413–14.
- ↑ სელფი 2006, pp. 324–25.
- ↑ ფაბერი 2008, p. 417.
- ↑ სელფი 2006, p. 325.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 417–18.
- ↑ ფაბერი 2008, p. 5.
- ↑ 130.0 130.1 130.2 ფაბერი 2008, pp. 5–7.
- ↑ 131.0 131.1 131.2 ფაბერი 2008, p. 420.
- ↑ ფაბერი 2008, p. 6.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 420–21.
- ↑ ფაბერი 2008, pp. 424–25.
- ↑ სელფი 2006, p. 330.
- ↑ 136.0 136.1 სელფი 2006, p. 333.
- ↑ სმარტი 2010, p. 249.
- ↑ 138.0 138.1 სელფი 2006, pp. 334–35.
- ↑ სმარტი 2010, p. 250.
- ↑ სმარტი 2010, pp. 250–51.
- ↑ სელფი 2006, p. 339.
- ↑ Self 2006, pp. 344–45.
- ↑ 143.0 143.1 სელფი 2006, pp. 345–46.
- ↑ სელფი 2006, p. 347.
- ↑ სელფი 2006, p. 348.
- ↑ სმარტი 2010, p. 254.
- ↑ სელფი 2006, pp. 352–53.
- ↑ დათონი 2001, p. 58.
- ↑ სელფი 2006, p. 353.
- ↑ ქოურსი 1940, p. 98.
- ↑ 151.0 151.1 სელფი 2006, p. 354.
- ↑ სელფი 2006, p. 357.
- ↑ დათონი 2001, pp. 58–59.
- ↑ სელფი 2006, p. 358.
- ↑ სმარტი 2010, p. 255.
- ↑ სელფი 2006, pp. 358–59.
- ↑ Philpott, Ian M. (2008). The Royal Air Force: An Encyclopedia of the Inter-War Years. Volume II: Rearmament 1930–1939. Pen and Sword. გვ. 222–223. ISBN 978-1-84415-391-6.
- ↑ სელფი 2006, pp. 367–69.
- ↑ ჰალსალი 1997.
- ↑ 160.0 160.1 სელფი 2006, p. 369.
- ↑ სმარტი 2010, p. 261.
- ↑ სელფი 2006, p. 378.
- ↑ სელფი 2006, pp. 378–79.
- ↑ სმარტი 2010, p. 263.
- ↑ 165.0 165.1 სელფი 2006, p. 380.
- ↑ დათონი 2001, p. 59.
- ↑ ფეილინგი 1970, p. 416.
- ↑ 168.0 168.1 სელფი 2006, p. 382.
- ↑ სელფი 2006, pp. 386–87.
- ↑ სელფი 2006, pp. 387–88.
- ↑ სმარტი 2010, p. 269.
- ↑ სმარტი 2010, p. 265.
- ↑ სელფი 2006, p. 383.
- ↑ სმარტი 2010, p. 268.
- ↑ 175.0 175.1 სელფი 2006, p. 390.
- ↑ სელფი 2006, p. 391.
- ↑ დათონი 2001, p. 61.
- ↑ სმარტი 2010, p. 273.
- ↑ 179.0 179.1 სელფი 2006, pp. 415–16.
- ↑ სელფი 2006, pp. 420–21.
- ↑ სელფი 2006, p. 423.
- ↑ სელფი 2006, pp. 424–25.
- ↑ 183.0 183.1 სელფი 2006, p. 425.
- ↑ სელფი 2006, p. 426.
- ↑ დათონი 2001, pp. 63–64.
- ↑ 186.0 186.1 სელფი 2006, pp. 428–30.
- ↑ დათონი 2001, p. 118.
- ↑ ფეილინგი 1970, p. 441.
- ↑ ფეილინგი 1970, p. 442.
- ↑ სელფი 2006, pp. 431–32.
- ↑ 191.0 191.1 191.2 სელფი 2006, p. 432.
- ↑ 192.0 192.1 სელფი 2006, p. 433.
- ↑ სმარტი 2010, p. 279.
- ↑ 194.0 194.1 სელფი 2006, p. 435.
- ↑ მაკლინი 2006, p. 90.
- ↑ სელფი 2006, p. 436.
- ↑ სელფი 2006, pp. 435–36.
- ↑ სელფი 2006, pp. 440–42.
- ↑ Self 2006, p. 436.
- ↑ სელფი 2006, pp. 439–41.
- ↑ დათონი 2001, p. 74.
- ↑ დათონი 2001, pp. 71–72.
- ↑ სელფი 2006, pp. 442–43.
- ↑ 204.0 204.1 სელფი 2006, p. 445.
- ↑ 205.0 205.1 სელფი 2006, p. 446.
- ↑ სელფი 2006, pp. 447–48.
- ↑ სელფი 2006, p. 447.
- ↑ სელფი 2006, pp. 446–47.
- ↑ სელფი 2006, p. 439.
- ↑ Daniell 1940.
- ↑ Gazette, London. The Right Honourable ARTHUR NEVILLE CHAMBERLAIN. Will probate instruction/information of Neville Chamberlain, Page 7145 – 16th December, 1941. London Gazette. ციტირების თარიღი: March 13, 2013.
- ↑ სელფი 2006, p. 449.
- ↑ დათონი 2001, p. 116.
- ↑ დათონი 2001, pp. 76–80.
- ↑ დათონი 2001, pp. 105–06.
- ↑ დათონი 2001, pp. 108–09.
- ↑ დათონი 2001, p. 106.
- ↑ დათონი 2001, pp. 107.
- ↑ XNC – Papers of Neville Chamberlain. 1. Family correspondence and other papers. NC1/2 (Transcribed Chamberlain family letters). National Archives – University of Birmingham. ციტატა: „The letters were transcribed in 1915 by Norah Kenrick [wife of Neville Chamberlain's cousin and friend, W. Byng Kenrick] from the original letters then in the possession of Clara Martineau [daughter of Chamberlain's uncle, Sir Thomas Martineau].“ ციტირების თარიღი: 15 February 2013.
- ↑ NC13/17/197-237 XNC Papers of Neville Chamberlain. Birmingham University Archives. ციტირების თარიღი: 2 March 2013.
- ↑ Walker-Smith, Derek. The Chamberlain City. Arthur Neville Chamberlain. Million Dollar Books: 21 November 2003. ციტირების თარიღი: 14 February 2013.
- ↑ დათონი 2001, pp. 133–36.
- ↑ სელფი 2006, p. vii.
- ↑ Dutton 2001, pp. 133–36.
- ↑ დათონი 2001, pp. 143–44.
- ↑ დათონი 2001, p. 181.
- ↑ დათონი 2001, pp. 157–61.
- ↑ დათონი 2001, pp. 162–64.
- ↑ დათონი 2001, pp. 167–68.
- ↑ დათონი 2001, p. 172.
- ↑ დათონი 2001, pp. 182–84.
- ↑ 232.0 232.1 მაკლინი 2006, pp. 106–07.
- ↑ დათონი 2001, p. 7.
- ↑ კრეიგი 1977, p. 87.
- ↑ კრეიგი 1977, p. 83.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი | ||
---|---|---|
ახალი საარჩევნო ოლქი | ბირმინგემის ლადივუდის პარლამენტის წევრი 1918-1929 |
შემდეგი: უილფრედ უაიტლი |
წინამორბედი: სერ ფრანსის ლოუ |
ბირმინგემის ეჯბასტონის პარლამენტის წევრი 1929-1940 |
შემდეგი: პიტერ ბენეტი |
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი | ||
წინამორბედი: ჯ. დევიდსონი |
კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე 1930-1931 |
შემდეგი: ლორდ სტოუნჰავენი |
წინამორბედი: სტენლი ბოლდვინი |
კონსერვატიული პარტიის ლიდერი 1937-1940 |
შემდეგი: უინსტონ ჩერჩილი |