ოსტინ ჩემბერლენი

(გადამისამართდა გვერდიდან სერ ოსტინ ჩემბერლენი)

სერ ჯოზეფ ოსტინ ჩემბერლენი (ინგლ. Sir Joseph Austen Chamberlain; დ. 16 ოქტომბერი, 1863 — გ. 17 მარტი, 1937) — ბრიტანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ჯოზეფ ჩემბერლენის შვილი და ნევილ ჩემბერლენის ნახევარ-ძმა.

ოსტინ ჩემბერლენი
ინგლ. Austen Chamberlain
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1863(1863-10-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ბირმინგემი[10]
გარდაცვალების თარიღი 16 მარტი, 1937(1937-03-16)[11](73 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[10]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
განათლება პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, ტრინიტის კოლეჯი და რაგბის სკოლა
მამა ჯოზეფ ჩემბერლენი[12]
დედა Harriet Kenrick[4] [12]
მეუღლე/ები Ivy Muriel Dundas[11] [12]
შვილ(ებ)ი Joseph Chamberlain[4] [12] , Beatrice Chamberlain[4] [12] და Lawrence Chamberlain[4] [12]
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[13] [14] და ლეკვერთხის ორდენი

იყო ლიბერალ-იუნიონისტების წევრი, ხოლო როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მან ხელი შეუშალა 1925 წლის ფრანგულ-გერმანულ ომს, რისთვისაც მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში. იყო „გადაიარაღების“ მხარდამჭერი ერთ-ერთი დეპუტატი. ჩემბერლენი გახდა მამის პოლიტიკური მემკვიდრე, რომელსაც იგი ფიზიკურადაც ემსგავსებოდა, იგი 1892 წლის შუალედურ არჩევნებში აირჩიეს პარლამენტში, როგორც ლიბერალური კავშირის წარმომადგენელი, და თანამდებობა დაიკავა 1895–1905 წლებში. 1906 წელს მამის ინსულტის შემდეგ ოსტინმა ჩაანაცვლა იგი წამყვან სატარიფო რეფორმატორად თემთა პალატაში. 1911 წელს ის და უოლტერ ლონგი უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ ორივემ უკან დაიხია ბონარ ლოუს სასარგებლოდ.

ჩემბერლენი დაბრუნდა კაბინეტში ჰერბერტ ასკვითის კოალიციურ მთავრობაში 1915 წლის მაისში, როგორც სახელმწიფო მდივანი ინდოეთის რესპუბლიკაში. თუმცა გადადგა კუტის კამპანიაზე(საომარი მოქმედებები კუტ-ალ-ამარში) პასუხისმგებლობის აღების გამო. იგი კვლავ დაუბრუნდა კაბინეტს დევიდ ლოიდ ჯორჯის კოალიციურ მთავრობაში, კიდევ ერთხელ ასრულებდა კანცლერის მოვალეობის. შემდეგ ის მსახურობდა კონსერვატიული პარტიის ლიდერად კომუნებში (1921–1922),ვიდრე თანამდებობიდან გადადგებოდა, კარლტონ კლუბის შეხვედრის შემდეგ, რომელმაც დაასრულა ლოიდ ჯორჯის კოალიციური მმართველობა.

მრავალი წამყვანი კოალიციონისტის მსგავსად, მას არ ეკავა თანამდებობა 1922–1924 წლებში კონსერვატორული მმართველობის დროს. მას შემდეგ, 1924-1929 წლების განმავლობაში უკვე ხანდაზმული ჩემბერლენი მსახურობდა სტენლი ბოლდუინის მეორე მთავრობაში საგარეო საქმეთა საკითხების მდივნად, რა პერიოდშიც ის ლოკარნოს პაქტის (1925) მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რომელიც მიზნად ისახავდა საფრანგეთსა და გერმანიას შორის ომის თავიდან აცილებას, რის გამოც მას მიენიჭა ნობელის პრემია.

ადრეული ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

ოსტინ ჩემბერლენი დაიბადა ბირმინგემში, იყო ჯოზეფ ჩემბერლენის მეორე შვილი და პირველი ვაჟი, შემდეგ აღიზარდა ინდუსტრიალისტად და პოლიტიკურ რადიკალად, მოგვიანებით გახდა ბირმინგემის მერი და მე -19 საუკუნის უკანასკნელი წლების წამყვანი ფიგურა ლიბერალურ და იუნიონისტურ პოლიტიკაში.

ოსტინმა განათლება მიიღო ტრინიტის კოლეჯში, კემბრიჯში, სადაც დაუმეგობრდა ფრედერიკ ოლივერს, იმპერიალისტური ფედერაციის მომავალ ადვოკატს,ხოლო, 1909 წლის შემდეგ, მრგვალი მაგიდის მოძრაობის მუდმივ წევრს. ჩემბერლენმა თავისი, პირველი, პოლიტიკური მიმართვა 1884 წელს უნივერსიტეტის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრაზე წარმოთქვა და შემდგომ იყო კემბრიჯის საზოგადოებრივი გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი.

როგორც ჩანს, მამამისს ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა განზრახული, რომ პოლიტიკა ყოფილიყო ოსტინის მომავალი გზა და ამის გათვალისწინებით, იგი პირველად გაგზავნა საფრანგეთში, სადაც სწავლობდა პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში, სადაც იგი აღფრთოვანდა ფრანგი ხალხით და კულტურით. ცხრა თვის განმავლობაში ის მომსწრე იყო პარიზის ბრწყინვალების მესამე რესპუბლიკის პერიოდში.

პარიზიდან ოსტინი თორმეტი თვით ბერლინში გაემგზავრა, კიდევ ერთი უდიდესი პოლიტიკური კულტურის და ძლიერების მქონე ევროპული ქვეყნის გასაცნობად. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ სახლში გაგზავნილ წერილებში აშკარა უპირატესობას საფრანგეთს და იქაურ ცხოვრების წესს ანიჭებს, ჩემბერლენმა იკისრა ვალდებულება შეესწავლა გერმანული და გამოეყენებინა მეორე რაიხის დედაქალაქში მიღებული გამოცდილებები.

პირველი მსოფლიო ომი რედაქტირება

კონსერვატიული ოპოზიციის მხრიდან ზეწოლამ, ნაწილობრივ ჩემბერლენის ხელმძღვანელობით, საბოლოოდ გამოიწვია ომის დროს კოალიციური მთავრობის შექმნა, 1915 წელს. ჩემბერლენი შეუერთდა კაბინეტს, როგორც სახელმწიფო მდივანი ინდოეთის რესპუბლიკისთვის. სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, მათ შორის არტურ ბალფურისა და ჯორჯ კურზონის ჩათვლით, ჩემბერლენმა მხარი დაუჭირა მესოპოტამიაში(ოტომანის პროვინციებში) შეჭრას რეგიონში ბრიტანული პრესტიჟის გასაზრდელად, რითაც იმედგაცრუებული იყო გერმანიის მიერ ინსპირირებული მუსლიმთა აჯანყება ინდოეთში.

ჩემბერლენი ინდოეთის კაბინეტში დარჩა მას შემდეგ, რაც დევიდ ლოიდ ჯორჯმა პრემიერ – მინისტრის პოსტზე ჰერბერტ ჰენრი ასკვითი ჩაანაცვლა, 1916 წლის ბოლოს. მაგრამ 1915 წელს, მესოპოტამიური კამპანიის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, მათ შორის კუტის ალყისას ბრიტანული გარნიზონის დაკარგვის გამო ჩემბერლენმა 1917 წელს თანამდებობა დატოვა, როგორც ამ აქტზე პასუხისმგებელმა მინისტრმა. იგი ფართოდ იყო აღიარებული ასეთი პრინციპიული ქმედებისთვის.  

ლოკარნოს პაქტი რედაქტირება

 

მიუხედავად მისი სხვადასხვა აქტუალური, ისტორიული მნიშვნელობის მოლაპარაკებებში მონაწილეობისა, უმთავრესად ცნობილი გახდა, 1925 წლის ლოკარნოს პაქტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობით. ომის შემდგომ დასვლეთში სტატუს - კვოს შენარჩუნების მცდელობისას, ჩემბერლენმა დადებითად უპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გუსტავ შტრეზემანის მიდგომებს და აღუთქვა ბრიტანული გარანტია გერმანიის დასავლეთ საზღვრების შენარჩუნების საკითხში. საფრანგეთ-გერმანიის შერიგების ხელშეწყობის გარდა, ჩემბერლენის მთავარი მოტივი იყო ისეთი სიტუაციის შექმნა, რომლის დროსაც გერმანიას შეეძლებოდა აღმოსავლეთ ევროპაში რევიზიონიზმის მშვიდობიანად გატარება.

ფრანგ ასტრიდ ბრიანდთან ერთად, ჩემბერლენმა და შტრეზემანმა ქალაქ ლოკარნოში, 1925 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერეს ორმხრივ ხელშეკრულებას (ბელგიისა და იტალიის წარმომადგენლებთან ერთად), რომლის თანახმად, ერთა შორის, ომის ნაცვლად არბიტრაჟის საშუალებით გადაწყვეტილიყო სადავო საკითხები. მისი ამ ღვაწლისთვის, ჩემბერლენს მიენიჭა ნობელის პრემია 1925 წელს. ის ასევე გახდა Order of the Garter -ის(დინასტიური სარაინდო ორდენი) მფლობელი. იგი იყო დაარსებიდან 871-ე რაინდი, ელიზაბეტის დროიდან კი პირველი. მას სიცოცხლეში ტიტულით თანასწორი რაინდი არ ჰყოლია.

შეფასებები რედაქტირება

რობერტ ბლეიკმა დაწერა, რომ ოსტინ ჩემბერლენი ”მთელი თავისი ნიჭით მისი მშვენიერი მამის მხოლოდ სუსტი ექო იყო, ამ არაჩვეულებრივი ფიგურის უბრალო ჩრდილი...ოსტინ ჩემბერლენი იყო მამამისზე გულკეთილი, უფრო ღირსეული, უფრო გონებამახვილი და ნაკლებად ეფექტური… მას არ გააჩნდა ის საბოლოო სიმტკიცე, რომლის გარეშე კაცები, იშვიათად მიაღწევენ უზენაეს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ” ბლეიკის შეფასებით ჩემბერლენი ხშირად უშვებდა ხელიდან შანსებს.

დევიდ დატონი შენიშნავს, რომ ჩემბერლენის კარიერის ადრეულმა შეფასებებმა იგი არასახარბიელოდ შეადარა მამამისს, რომელმაც დაჩრდილა იგი კარიერის დასაწყისში.

ჩემბერლენს შეეძლო ეფექტურად ესაუბრა, მაგრამ არასდროს ყოფილა გამორჩეული ორატორი. თავისი კარიერის უმეტესი დროის განმავლობაში მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო მოვალეობის შესრულებით იყო ცნობილი. ომამდე ჩემბერლენი, გარკვეულწილად, უღიმღამო რადიკალი იყო, მაგრამ 1918 წლის შემდეგ იგი გახდა უფრო კონსერვატიული, შეშფოთებული იყო სოციალიზმის ახალი საფრთხის გამო.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

1906 წელს ჩემბერლენმა იქორწინა აივი მურიელ დუნდასზე (გარდაიცვალა 1941 წელს), პოლკოვნიკ ჰენრი დუნდასის ქალიშვილზე. იგი გახდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის (GBE) მფლობელი 1925 წელს. წყვილს ორი ვაჟი, ჯოზეფი და ლოურენი, და ქალიშვილი დიანა ჰყავდა.

1920-იანი წლების განმავლობაში ჩემბერლენები ცხოვრობდნენ მეიფილდის სახლში, აღმოსავლეთ სასექსში. სახლი გაიყიდა 1929 წელს. მისი გარდაცვალებისას მისი ქონება შეფასდა - £45,044 18/1.  

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Chamberlain, Sir Austen, Down the Years. London, Cassell, 1935. Reminiscences, character sketches (including one of Briand and one of Stresemann).
  • Chamberlain, Sir Austen, The League of Nations. Glasgow, Jackson, Wiley, 1926.
  • Chamberlain, Sir Austen, Peace in Our Time: Addresses on Europe and the Empire. London, Allen, 1928.
  • Chamberlain, Sir Austen, Politics from Inside: An Epistolary Chronicle, 1906-1914. London, Cassell, 1936. A full account of political events written for his father after his illness in 1906. This book and Down the Years were translated and published in one volume: Englische Politik: Erinnerungen aus fünfzig Jahren. Übers. von Fritz Pick. Essen, Essener Verlagsanstalt, 1938.
  • Chamberlain, Sir Austen, Speeches on Germany. London, Friends of Europe Publications, 1933.
  • Coudurier de Chassaigne, Joseph Louis, Les Trois Chamberlain: Une Famille de grands parlementaires anglais. Paris, 1939.
  • Dictionary of National Biography.
  • Pensa, Henri, De Locarno au Pacte Kellogg: La Politique européenne sous le triumvirat Chamberlain-Briand-Stresemann, 1925-1929. Paris, 1930.
  • Petrie, Sir Charles A., The Chamberlain Tradition. New York, Stokes, 1938.
  • Petrie, Sir Charles A., The Life and Letters of the Right Hon. Sir Austen Chamberlain. 2 vols. London, Cassell, 1939.
  • Stern-Rubarth, Edgar, Three Men Tried: Austen Chamberlain, Stresemann, Briand and Their Fight for a New Europe. London, Duckworth, 1939.

რესურსები ინტერენტში რედაქტირება

  • Blake, Robert (1955). The Unknown Prime Minister: The Life and Times of Andrew Bonar Law, 1858–1923. Eyre and Spottiswoode. 
  • Dutton, David (1985). Austen Chamberlain: Gentleman in Politics. R.Anderson. 
  • Dutton, D. J. (2004). Dictionary of National Biography. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0198614111.  (print edition, pages 906-914)
  • Grayson, Richard (1997). „Austen Chamberlain and the Commitment to Europe: British Foreign Policy, 1924–1929“. London: Frank Cass. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  • Johnson, Gaynor (March 2011). „Sir Austen Chamberlain, the Marquess of Crewe and Anglo-French Relations, 1924–1928“ (PDF). Contemporary British History. 25 (25#1): 49 –64. doi:10.1080/13619462.2011.546100. - argues that Crewe gave Chamberlain key ideas about French security and disarmament policy, the implementation of the Geneva Protocol, the Treaty of Locarno, and the Kellogg-Briand Pact.
  • Johnson, Gaynor (2006). „Austen Chamberlain and Britain's Relations with France, 1924–1929“ (PDF). Diplomacy & Statecraft. 17 (17#4): 753–769. doi:10.1080/09592290600943304.

ცნობები რედაქტირება

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Lundy D. R. The Peerage
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. GeneaStar
  8. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118520016 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. 11.0 11.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 Kindred Britain
  13. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1925/
  14. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/