Patrologia Graeca

(გადამისამართდა გვერდიდან პატროლოგია გრეკა)

Patrologia Graeca („პატროლოგია გრეკა“, ბერძნული პატროლოგია) — ბერძნულ კოინეზე ან ბიზანტიურ ბერძნულ ენაზე დაწერილ ეკლესიის მამათა და სხვადასხვა საერო ავტორთა შრომების კრებული. შედგება 161 ტომისგან, რომლებიც 1857–1866 წლებში მინის ტიპოგრაფიაში დაიბეჭდა. მოიცავს აღმოსავლეთის საეკლესიო მამებს და იმ დასავლელ ავტორებს, რომლებიც ქრისტიანულ დასავლეთში ლათინური ენის გაბატონებამდე (IV ს.) წერდნენ.

Patrologia Graeca–ს I ტომის გარეკანი, 1856 წ.

სინამდვილეში 161 ტომი 166 ტომს წარმოადგენს, რადგან მე-16 და 87-ე ტომები გაყოფილია სამ-სამ ნაწილად, ხოლო 86-ე ორ ნაწილად.

პირველ გამოცემაში მოცემულია მხოლოდ ორიგინალური შრომების ლათინური თარგმანი (81 ტომი, 1856—1861). მეორე გამოცემა შეიცავს ორიგინალურ ბერძნულ ტექსტებს და მათ ლათინურ თარგმანს (166 ტომი, 1857—1866).

მიუხედავად იმისა, რომ გამოცემას აქვს გარკვეული ნაკლოვანებები, Patrologia Graeca–ს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. აკადემიური ციტირებისას გამოიყენება აბრევიატურა PG.

ტომების შინაარსი

რედაქტირება

რამდენიმე გამონაკლისის გარდა ავტორები განთავსებულია ქრონოლოგიური პრინციპით, დაწყებული უძველესი ქრისტიანი ავტორებით, დამთავრებული კონსტანტინოპოლის დაცემის დრომდე.

ნიკეამდელი ავტორები

რედაქტირება
PG 1: კლიმენტი რომაელი
PG 2: კლიმენტი რომაელი, ბარნაბას ეპისტოლე, ერმის „მწყემსი“, ეპისტოლე დიოგნეტოსის მიმართ, თორმეტი პატრიარქის აღთქმა
PG 3-4: დიონისე არეოპაგელი, მაქსიმე აღმსარებელი (VII ს.) დიონისეს კომენტარები, გიორგი პაქიმერე (XIV ს.) დიონისეს კომენტარები
PG 5: ეგნატე ანტიოქელი, პოლიკარპე სმირნელი, მელიტონ სარდელი, პაპიას იერაპოლელი, აპოლონიოს ეფესელი და სხვ.
PG 6: იუსტინე მარტვილი, ტატიანე, ათენაგორა ათენელი, თეოფილე ანტიოქიელი, ჰერმა
PG 7: ირინეოს ლიონელი
PG 8-9: კლიმენტი ალექსანდრიელი
PG 10: გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომის პაპი ზეფირინუსი, სექსტ იულიუს აფრიკანუსი, პაპი ურბან I, იპოლიტე რომაელი, თეოგნოსტოს ალექსანდრიელი და სხვა
PG 11-17: ორიგენე
PG 18: მეთოდე ოლიმპოელი, ალექსანდრე ლიკოპოლელი, პეტრე ალექსანდრიელი, თეოდორე სტრატილატი და სხვ.

IV საუკუნე

რედაქტირება
PG 19-24: ევსები კესარიელი
PG 25-28: ათანასე დიდი
PG 29-32: ბასილი დიდი
PG 33: კირილე იერუსალიმელი, აპოლინარი ლაოდიკიელი, დიოდორე ტარსელი, პეტრე II ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ტიმოთე ალექსანდრიელი, ისააკ იუდეველყოფილი
PG 34: მაკარი მეგვიპტელი, მაკარი ალექსანდრიელი
PG 35-37: გრიგოლ ნაზიანზელი (შვილი), ბასილი მცირე კესარიის ეპისკოპოსი (X ს.)
PG 38: გრიგოლ ნაზიანზელი (შვილი), კესარიოს ნაზიანზელი
PG 39: დიდიმე ბრმა, ამფილოქე იკონიელი, ნეკტარიოსი
PG 40: ეგვიპტელი მამები: ანტონ დიდი, პახომი, სერაპიონ თმუიტელი, აბბა ისააკი, ორსისიოსი, აბბა თეოდორე, ასტერიოს ამასიელი, ნემესიოსი, იერონიმე ნერძენი, სერაპიონ ანტიოქელი, ფილონ კარპასიელი, ევაგრე პონტოელი
PG 41-42: ეპიფანე კვიპრელი
PG 43: ეპიფანე კვიპრელი, ნონოს პანოპოლელი
PG 44-46: გრიგოლ ნოსელი
PG 47-64: იოანე ოქროპირი
PG 65: სევერიან გაბალელი, თეოფილე ალექსანდრიელი, პალადი ელენოპოლელი, ფილოსტორგიოსი, ატიკი კონსტანტინოპოლელი, პროკლე კონსტანტინოპოლელი, ფლავიანე კონსტანტინოპოლელი, მარკოზ განდეგილი, მარკოზ დიადოქოსი, მარკოზ დიაკონი
PG 66: თეოდორე მოფსუესტელი, სინესიოსი, არსენი დიდი
PG 67: სოკრატე სქოლასტიკოსი და სოზომენე
PG 68-76: კირილე ალექსანდრიელი
PG 77: კირილე ალექსანდრიელი, თეოდორე ანკვირელი, პავლე ემესელი, აკაკიოს ბეროელი, იოანე ანტიოქელი, მემნონ ეფესელი, აკაკიოს მელიტინელი, რაბულა ედესელი, ფირმუს კესარიელი, ამფილოქე სიდელი
PG 78: ისიდორე პელუსიელი
PG 79: ნილოს სინელი
PG 80-84: თეოდორიტე კვირელი
PG 85: ბასილი სელევკიელი, ევთალე ალექსანდრიელი, იოანე კარპათიელი, ენეა ღაზელი, ზაქარია მიტილინელი, გელასი კვიზიკელი, თეოტიმე, ამონიოს საკა, ანდრია სამოსატელი, გენადი კონსტანტინოპოლელი, კანდიდე, ანტიპატრე ბოსტრელი, დალმატიოს კვიზიკელი, ტიმოთე ბერითელი, ევსტათი ბერითელი.

VI საუკუნე

რედაქტირება
PG 86a: ტიმოთე კონსტანტინოპლოელი, იოანე მაქსენტიუსი, თეოდორე მკითველი, დიაკონი პროკოპი ტვირელი , თეოდორე სკვითოპლოლელი, პრესვიტერი ტიმოთე იერუსალიმელი, თეოდოსი ალექსანდრიელი, ევსები ალექსანდრიელი, ევსები ემესელი, გრეგენტიოს ტაფარელი, ეპიფანე კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ისააკ ნინევიელი, ბარსანუფიოს პალესტინელი, ევსტათი ბერი, იმპერატორი იუსტინიანე I, აღაპიტე დიაკონი, ლეონტი ბიზანტიელი
PG 86b: ლეონტი ბიზანტიელი, ეფრემ ანტიოქიის პატრიარქი, პავლე სილენტიარიოსი, ევტიქი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ევაგრე სქოლასტიკოსი, ევლოგი ალექსანდრიელი, სვიმეონ მესვეტე უმცროსი, ზაქარია იერუსალიმის პატრიარქი, მოდესტოსი იერუსალიმის პატრიარქი, ანონიმის იერუსალიმის ალყა სპარსელთა მიერ, იობიოსი, ერექტი პისიდიის ანტიოქიის ეპისკოპოსი, ეპისკოპოსი პეტრე ლაოდიკიელი.

VII საუკუნე

რედაქტირება
PG 87a-87b: პროკოპი ღაზელი
PG 87c: პროკოპი ღაზელი, იოანე მოსხი, სოფრონი იერუსალიმელი, ალექსანდრე ბერი
PG 88: კოზმა ინდიკოპლევსტი, კონსტანტინე დიაკონი, იოანე კლემაქსი, აგათია სქოლასტიკოსი, გრიგოლ ანტიოქელი ეპისკოპოსი, იოანე IV მმარხველი, ამბა დოროთე
PG 89: ანასტასი სინელი, ანასტასი II ანტიოქელი, ამბა ანასტასი ევთიმიელი , ანასტასი IV ანტიოქიის პატრიარქი, ანტიოქე საბელი
PG 90: ამბა მაქსიმე
PG 91: მაქსიმე აღმსარებელი, აბა თალასე, თეოდორე რაითელი
PG 92: პასქალური ქრონიკა (Chronicon Paschale), გიორგი პისიდიელი
PG 93: დიაკონი ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი, ევსუქი სინელი, ლეონტი ნეაპოლელი (კვიპროსზე), ლეონტი დამასკელი

VIII საუკუნე

რედაქტირება
PG 94-95: იოანე დამასკელი
PG 96: იოანე დამასკელი, იოანე ნიკეელი, იოანე VI კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იოანე ევბეელი
PG 97: იოანე მალალა (VI ს.), ანდრია კრიტელი, ილია კრიტელი და თეოდორე აბუკურა
PG 98: გერმანე I კონსტანტინოპოლის პატრიარქი, კოზმა იერუსალიმელი, გრიგოლ აგრიგენტელი ეპისკოპოსი, ანონიმის ბეკუკიანოსი, პანატალეონ კონსტანტინოპოლელი დიაკვანი, ადრიანე ბერი, ეპიფანე კატანიელი დიაკვანი, პახომი ბერი, ფილოთეოს ბერი, ტარასი კონსტანტინოპოლის პატრიარქი
PG 99: თეოდორე სტუდიელი

IX საუკუნე

რედაქტირება
PG 100: ნიკიფორე კონსტანტინოპოლის პატრიარქი, სტეფანე კონსტანტინოპოლელი დიაკონი, გრიგოლ დეკაპოლელი, ქრისტეფორე I ალექსანდრიის პატრიარქი, მეთოდე I კონსტანტინოპოლის პატრიარქი
PG 101-103: ფოტი I კონსტანტინოპოლის პატრიარქი
PG 104: ფოტი I კონსტანტინოპოლის პატრიარქი, პეტრე სიკელი, პეტრე არგოსელი, ბართლომე ედესელი
PG 105: ნიკიტა პაფლაგონიელი, ნიკიტა ბიზანტიელი, თეოგნოსტე გრამატიკოსი, ანონიმი, იოსებ ჰიმნოგრაფი
PG 106: იოსები, ნიკიფორე ფილოსოფოსი, ანდრია კესარიელი არქიეპისკოპოსი, არეთა კესარიელი, იოანე გეომეტრი, კოზმა ვესტიტორი, ლეო პატრიკიოსი, ათანასი კორინთელი ეპისკოპოსი, ანონიმის მცირე ბერძნული შრომები
PG 107: იმპერატორი ლეონ ბრძენი
PG 108: თეოფანე აღმსარებელი, უცნობი ავტორი, ლეონ გრამატიკოსი, ანასტასი ბიბლიოთეკარი
PG 109: თეოფანეს გამგრძელებელი
PG 110: გიორგი ამარტოლი
PG 111: ნიკოლოზ მისტიკოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ბასილი ახალი პატრას ეპისკოპოსი, ბასილი მცირე კესარიის ეპისკოპოსი, გრიგოლ კესარიელი პრესვიტერი, იოსებ გენესიოსი, მოსე ბარ-კეფა, თეოდორე დაფნოპატი, ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი პრესვიტერი, ევტიქი ალექსანდრიის პატრიარქი, გიორგი ამარტოლი
PG 112: კონსტანტინე პორფიროგენეტი
PG 113: კონსტანტინე პორფიროგენეტი (De Thematibus Orientis et Occidentis Libri Duo , Liber de Adminstrando Imperio , Delectus Legum Compendiarius Leonis et Constantini , Constantini Porphyrogeniti Novelle Constitutiones , Excerpta de Legationibus), ნიკონ მეტანოიტი კრეტელი ბერი, თეოდოსი დიაკონი
PG 114-116: სიმეონ მეტაფრასი
PG 117: ბასილი II ბულგართმმუსვრელი ბიზანტიის იმპერატორი, ნიკიფორე II ფოკა ბიზანტიის იმპერატორი, ლეონ დიაკონი, იპოლიტე თებელი, იოანე გეორგიდი ბერი, ეგნატე დიაკონი, ნილოს ეპარქოსი, ქრისტეფორე პროტოასიკრიტი, მიქაელ ამარტოლი, ანონიმი, სვიდა
PG 118: ეკუმენიოსი ტრიკას ეპისკოპოსი
PG 119: ეკუმენიოსი ტრიკას ეპისკოპოსი, სხვადასხვა ავტორები (პატრიარქები, ეპისკოპოსები და სხვ.) ბერძნულ-რომაული კანონიკური სამართლის შესახებ.

XI საუკუნე

რედაქტირება
PG 120: ანინიმის თხზულება ნილოს მცირეს ცხოვრებაზე, თეოდორე იკონიელი, ლეო პრესვიტერი, ლეო გრამატიკოსი, იოანე პრესვიტერი, ეპიფანე იერუსალიმელი ბერი, ალექსი სტუდიელი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, დემეტრე სვინკელოზი კვიზიკის ეპისკოპოსი, ნიკიტა ქარტოფილაქსი, მიხეილ კერულარი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, სამონა ღაზელი, ლეო ოჰრიდელი ბულგარეთის არქიეპისკოპოსი, ნიკიტა სტეთატოსი სტუდიელი ბერი, იოანე ევქაიტელი, იოანე VIII ქსიფილინი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იოანე კონსტანტინოპოლელი დიაკონი, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
PG 121-122: გიორგი კედრენე
PG 123-126: თეოფილაქტე ბულგარელი

XII საუკუნე

რედაქტირება
PG 127: ნიკიფორე ვრიენიოსი, კონსტანტინე მანასე, ნიკოლოზ III კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ლუკა VII გროტაფერატის აბატი, ნიკონ რაითელი ბერი, ანასტასი კესარიელი არქიეპისკოპოსი, ნიკიტა სერონიოსი, იაკობ კოკინობათელი ბერი, ფილიპე სოლიტარიოსი, იობი ბერი, გროსსოლანუსი მილანის არქიეპისკპოსი, ირინა ავგუსტა, ნიკიფორე III ბოტანიატი ბიზანტიის იმპერატორი, ნიკიტა სიდელი
PG 128-130: ექვთიმე ზიგაბენი
PG 131: ექვთიმე ზიგაბენი, ანა კომნენოსი
PG 132: თეოფანე კერამევსი, ნილოს დოქსაპატრი, იოანე IV ანტიოქელი ეპისკოპოსი, იოანე II კომნენოსი ბიზანტიის იმპერატორი, ისააკი კათოლიკოსი დიდი არმენიის
PG 133: არსენი ბერი ფილოთეის მონასტრიდან, ალექსი არისტინოსი, ლუკა ხრისობერგი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, თეორიანე ფილოსოფოსი, იოანე კინამოსი, მანუელ I კომნენოსი ბიზანტიის იმპერატორი, ალექსი I კომნენოსი ბიზანტიის იმპერატორი, ანდრონიკე I კომნენოსი ბიზანტიის იმპერატორი, თეოდორე პროდრომი
PG 134: იოანე ზონარა
PG 135: იოანე ზონარა, გიორგი II ქსიფილინოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იასააკ II ანგელოსი ბიზანტიის იმპერატორი, ნეოფიტე პრესვიტერი, იოანე ქილა ეფესოს მიტროპოლიტი, ნიკოლოზ მეთონელი მიტროპოლიტი, ევსტათი თესალონიკელი
PG 136: ევსტათი თესალონიკელი, ანტონი მელისა

XIII საუკუნე

რედაქტირება
PG 137-138: თეოდორე ბალსამონი
PG 139: ისიდორე თესალონიკელი მიტროპოლიტი, ნიკიტა მარონიელი თესალონიკის მიტროპოლიტი, იოანე ციტრის (პიდნა) ეპისკოპოსი, მარკოზ III ალექსანდრიის პატრიარქი, იოანე ქრონოგრაფი, ნიკიტა ქონიატი
PG 140: ნიკიტა ქონიატი, ბერძენი ანონიმი, მიქაელ აკომინატი ათენის არქიეპისკოპოსი, თეოდორე ალანიის ეპისკოპოსი, თეოდორე ანდიდის ეპისკოპოსი, მანუელ რიტორი, პანტალეონ კონსტანტინოპოლელი დიაკონი, მანუელ I ხარიტოპულოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, გერმანე II კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მიქაელ ქუმნი თესალონიკის მიტროპოლიტი, თეოდორე I ლასკარისი ბიზანტიის იმპერატორი, მეთოდი ბერი, ნიკიფორე II კონსტანტინოპოლის პატრიარქი, კონსტანტინე აკროპოლიტი, არსენი ავტორიანოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, გიორგი აკროპოლიტი, ნიკიფორე ქუმნი, ალექსანდრე IV რომის პაპი, სიქსტუს IV რომის პაპი
PG 141: იოანე XI ბეკოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, კონსტანტინე მელიტინიოტი, გიორგი მეტოქიტი
PG 142: გიორგი კვიპრელი, ათანასე I კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ნიკიფორე ბლემიდი

XIV საუკუნე

რედაქტირება
PG 143: ეფრემ ქრონოგრაფი, თეოლიპტოს ფილადელფიელი მიტროპოლიტი, გიორგი პაქიმერისი.
PG 144: გიორგი პაქიმერისი, თეოდორე მეტოქიტი, მათე ვლასტარისი
PG 145: მათე ვლასტარისი, თომა მაგისტროსი, ნიკიფორე კალისტოს ქსანთოპულოსი
PG 146: ნიკიფორე კალისტოს ქსანთოპულოსი
PG 147: ნიკიფორე კალისტოს ქსანთოპულოსი, ბერები კალისტე და ეგნატე ქსანთოპულოსი, კალისტე I კონსტანტინოპოლის პატრიარქი, კალისტე თილიკუდისი, კალისტე კატაფიგიოტი, ნიკიფორე ბერი, მაქსიმე პლანუდისი
PG 148: ნიკიფორე გრიგორასი
PG 149: ნიკიფორე გრიგორასი, ნილოს კავასილასი თესალონიკის მიტროპოლიტი, თეოდორე მელიტინელი დიდი ეკლესიის (Magnæ Ecclesiæ) საკელარიოსი, გიორგი ლაპითა კვიპრელი
PG 150: კონსტანტინე ჰარმენოპულოსი, მაკარი ქრისოკეფალოსი ფილადელფიის მიტროპოლიტი, იოანე XIV კალეკა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, თეოფანე ნიკეელი არქიეპისკოპოსი, ნიკოლოზ კავასილა, გრიგოლ პალამა
PG 151: გრიგოლ პალამა, გრიგოლ აკინდინოსი, ვარლაამ კალაბრიელი
PG 152: მანუელ კალეკა, იოანე კიპარისიოტი, მათე კანტაკუზინი, სინოდალური და საპატრიარქო კანონები და საკანონმდებლო აქტები გამოცემული სხვადასხვა პატრიარქის (იოანე XIII, ისაია I, იოანე XIV კალეკა, ისიდორე I, კალისტე I, ფილოთეოს კოკინოსი) მიერ.
PG 153: იოანე კანტაკუზინი
PG 154: იოანე კანტაკუზინი, ფილოთეოს სილიმბრიელი არქიეპისკოპოსი, დიმიტრი კიდონისი, მაქსიმე ქრისბერგი ბერი

XV საუკუნე

რედაქტირება
PG 155: სიმეონ თესალონიკელი არქიეპისკოპოსი
PG 156: მანუილ ქრისოლორი, იოანე კანანოსი, მანუელ II პალეოლოგოსი ბიზანტიის იმპერატორი, იოანე ანაგნოსტი, გიორგი ფრანტზი
PG 157: გიორგი კოდინოსი, დუკა ისტორიკოსი
PG 158: მიქაელ გლიკა, იოანე ადრიანოპოლელი დიაკონი, ისაია კვიპრელი, ილარიონ ბერი, იოანე არგიროპულოსი, იოსებ II კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იობი ბერი, ბართოლომეო დე იანო ორდო მინორუმ, ნიკოლოზ ბარბაროსი ვენეციელი პატრიციუსი, ანონიმი მეჰმედ II-ს ცხოვრების შესახებ.
PG 159: ლაონიკოს ქალკოკონდილესი, ლეონარდო მიტილინელი, ისიდორე თესალონიკელი, იოსებ მეთონის ეპისკოპოსი
PG 160: გრიგოლ III მამასი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, გენადი II კონსტანტინოპოლის პატრიარქი, გიორგი პლეთონ გემისტოსი, მათე კამარიოტი, მარკოს ეფესელი, ნიკოლოზ V რომის პაპი
PG 161: ბესარიონ ნიკეელი, გიორგი ტრაპიზუნტელი, კონსტანტინე ლასკარისი, თეოდორე ღაზა, ანდრონიკე კალისტოსი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

12 [1], 13 [2], 14 [3], 15 [4], 16A [5], 16B [6], 16C [7], 17 [8], 18 [9], 19 [10], 22 [11], 24 [12], 37 [13], 38 [14], 40 [15], 41 [16], 42 [17], 44 [18], 46 [19], 47 [20], 49 [21], 51 [22], 52 [23], 53 [24], 59 [25], 60 [26], 61 [27], 62 [28], 63 [29], 64 [30], 65 [31], 66 [32], 67 [33], 68 [34], 69 [35], 71 [36], 73 [37], 74 [38], 75 [39], 76 [40], 78 [41], 79 [42], 86Β [43] 89 [44], 90 [45], 95 [46], 97 [47], 100 [48], 106 [49], 107 [50], 108 [51], 110 [52], 113 [53], 125 [54], 127 [55], 128 [56], 133 [57], 137 [58], 148 [59], 151 [60], 154 [61], 160 [62].
ყველა ტომი შეიძლება გაიხსნას პროგრამა eMule დაარქივებული 2011-01-28 საიტზე Wayback Machine. -ს საშუალებით.