კალისტე I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

კალისტე I (ბერძ. Κάλλιστος Α´; დ. ? — გ. 1363) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1350-1354, 1355-1363 წწ. წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 ივნისი, ახალი სტილით - 3 ივლისი.

ცხოვრება

რედაქტირება

წმინდა კალისტე იმპერატორების იოანე კანტაკუზენის (1341-1355) და იოანე პალეოლოგის (1341-1376) მეფობაში მეთაურობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. წმინდა მამამ მოღვაწეობა ათონის მთაზე დაიწყო. საპატრიარქო ტახტზე იგი 1350 წელს აღასაყდრეს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში დაუტევა მღვდელმთავრის მძიმე ჯვარი და მდუმარების ღვაწლისთვის მის მიერვე დაარსებულ წმინდა მამანტის მონასტერს მიაშურა ტენოდოსში. შემდეგ ნეტარი კალისტე კვლავ დაუბრუნდა კათედრას. წმინდანი დაახლოებით, 1363 წელს გარდაიცვალა სერბეთში, სადაც იოანე პალეოლოგმა ელჩად გაგზავნა. მღვდელმთავარი კალისტე ცნობილია თავისი სასულიერო თხზულებებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
წინამორბედი:
ისიდორე
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

13501353
შემდეგი:
ფილოფეი
წინამორბედი:
ფილოფეი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

13551363
შემდეგი:
ფილოფეი (მეორედ)