დუკა (ისტორიკოსი)
დუკა (ბერძ. Δούκας [Doukas]) (დ. დაახლ. 1400 — გ. დაახლ. 1470) — ბიზანტიელი ისტორიკოსი.
დუკას წარმომავლობის და ცხოვრების შესახებ ცნობები მწირია. უცნობია მისი სახელიც. პაპამისი მიქაელ დუკა 1345 წელს პოლიტიკური მღელვარების გამო კონსტანტინოპოლიდან ეფესოში გადასახლდა. თავად ისტორიკოსი ჯერ ახალი ფოკეის (ახლანდელ იზმირის პროვინციაშია) გენუელი პოდესტის ჯოვანი ადორნოს, შემდეგ კი კუნძულ ლესბოსის გენუელი მმართველი ოჯახის გატილუზიოს სამსახურში იყო. კონსტანტინოპოლის ალყისა და დაცემის ახლო პერიოდში (1452-1456) დუკა ასრულებდა გატილუზიოს დიპლომატიურ დავალებებს ოსმალთა სულთან მეჰმედ II-სთან. ოსმალთა მიერ ლესბოსის აღების (1462) შემდედ დუკა, სავარაუდოდ, ვენეციაში გაიქცა.
დუკას თხზულება „ისტორია“ მოიცავს პერიოდს ქვეყნის დასაბამიდან 1462 წლამდე. მასში დაცულია მნიშვნელოვანი ცნობები XIV–XV საუკუნეების საქართველოს შესახებ: თურქმანების და შემდეგ თურქ-ოსმალთა შემოსევები, ურთიერთობა უზუნ-ჰასანთან, მისი შეჭრა დასავლეთ საქართველოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970.
- ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- Chisholm, Hugh, ed. (1911). "Ducas". Encyclopædia Britannica. Vol. 8 (11th ed.). Cambridge University Press. p. 628.
- Kazhdan, Alexander, ed. (1991). The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8.
- Magoulias, Harry, ed. (1975). Decline and Fall of Byzantium to the Ottoman Turks, by Doukas. An Annotated Translation of "Historia Turco-Byzantina". Detroit: Wayne State University Press. ISBN 978-0-8143-1540-8.