გეორგიკა (კრებული)
„გეორგიკა“ — ბიზანტიელ მწერალთა ცნობების კრებული საქართველოს შესახებ (8 წიგნად); გამოქვეყნდა 1934-1970 წლებში. ტექსტები, ქართული თარგმანითურთ, გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა (I ტომის მასალის მომზადებაში მონაწილეობდა ა. გამყრელიძე). თემატურად „გეორგიკა“ აშუქებს შემდეგ საკითხებს: ქართველთა წარმომავლობისა და მათი გაქრისტიანების ისტორია, რიტორიკული სკოლა კოლხეთის სამეფოში, პეტრე იბერის მოღვაწეობა, ეგრისის დიდ ომს, ქართველ ბაგრატიონთა წარმომავლობა და მოღვაწეობა, საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა, თურქ-სელჩუკთა აგრესია და ბრძოლა მის წინააღმდეგ, ტრაპიზონის სამეფოს შექმნა და ქართველთა ბრძოლა იქ გავლენის შენარჩუნებისათვის და ა. შ.
ბიზანტიელ მწერალთა ცნობების ერთი ნაწილი ისეთ მოვლენებს ეხება საქართველოს ისტორიიდან, რომელთა შესახებ სხვა წყაროებში არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. მეორე ნაწილს კი მნიშვნელობა აქვს ქართულ, სომხურ, არაბულ და სხვა წყაროების შესამოწმებლად. გარკვეული ტენდენციურობის მიუხედავად, ბიზანტიელ ავტორთა ცნობები წარმოადგენს ძვირფას წყაროს შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისათვის.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 87.