დიონისე არეოპაგელი
წმიდა დიონისე არეოპაგელი (ბერძ. Διονύσιος ὁ Ἀρεοπαγίτης, Dionysios ho Areopagitēs) — ახ. წ. I საუკუნის მოღვაწე, ათენის არეოპაგის წევრი. პავლე მოციქულის გავლენით მიუღია ქრისტიანობა (საქმეები 17:34). ევსები კესარიელის (ახ. წ. II ს.) ცნობით ამის შემდეგ დიონისე ათენის ეპისკოპოსი გამხდარა. ქრისტიანული ეკლესიების მიერ მიჩნეულია წმინდანად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მის ხსენების დღეს აღნიშნავს 4 (17) იანვარს.
IX საუკუნეში დიონისეს შეცდომით აიგივებდნენ ეპისკოპოს დიონისე პარიზელთან, რომელიც იმპერატორ დომიციანეს დროს (III საუკუნე) აწამეს გალიაში ქრისტიანობის ქადაგებისთვის. დიონისეს პიროვნებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც V საუკუნის II ნახევარში არეოპაგიტული კორპუსის სახელწოდებით ცნობილი თეოლოგიურ-ფილოსოფიური თხზულებების ავტორობა მიაწერეს (თანამედროვე ლიტერატურაში მათი ანონიმური ავტორი ფსევდო-დიონისე არეოპაგელად იწოდება). დიონისე არეოპაგელთან დაკავშირებული თხზულებანი და მათზე დართული უძველესი კომენტარები ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ (XI საუკუნე) და თავისივე კომენტარებიც დაურთო. არეოპაგიტული კორპუსის გავლენა გასდევს მთელ შუა საუკუნეების ქართულ კულტურას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხიდაშელი შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
- არეოპაგიტული კრებული. დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერიელი ძველ ქართულ მწერლობაში, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1983.
- ხიდაშელი შ., ესთეტიკური შეხედულებანი ქართულ ნეოპლატონიზმში (არეოპაგიტიკა და პეტრიწი), კრ.: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ნარკვევები, [ტ.] 1, თბ., 1969.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიონისე არეოპაგელი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)