საქმე წმიდათა მოციქულთა
საქმე წმიდათა მოციქულთა — ახალი აღთქმის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ქრისტეს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ ქრისტეს მოწაფეთა ე.ი. მოციქულთა სამისიონერო მოღვაწეობას.
წიგნის ავტორად ითვლება ლუკა მოციქული.
ეს წიგნი კათოლიკე ეპისტოლეებთან და პავლე მოციქულის ეპისტოლეებთან ერთად შეადგენს კრებულს, რომელსაც „სამოციქულო“ ეწოდება. „საქმენი მოციქულთანი“ „სამოციქულოსთან“ ერთად განმარტა იოანე ოქროპირმა (+ 407 წ.), ხოლო თარგმნა ეფრემ მცირემ (XI ს.).
ლიტერატურა
რედაქტირება- სამოციქულოს განმარტება, გამოსცა ე. კოჭლამაზაშვილმა, I, თბილისი, 2000, გვ. 19-337.
- საქმე მოციქულთა, გამოსცა ილ. აბულაძემ, თბილისი,1949 (222 გვ.).