ლუკა მახარებელი
წმინდა ლუკა მახარებელი (ებრ. לוקא, ბერძ. Λουκᾶς) — ტრადიციით ითვლება ლუკას სახარებისა და მოციქულთა წიგნის, ახალი აღთქმის მესამე და მეხუთე წიგნების ავტორად. კათოლიციზმში ის მხატვრების, ექიმებისა და მკურნალების მფარველი წმინდანია და მის დღედ 18 ოქტომბერი ითვლება.
ცხოვრება
რედაქტირება- ლუკას სახარების ბერძნულენოვან პროლოგში (II საუკუნე) მოცემულია მისი ბიოგრაფიული ცნობები: ლუკა წარმოშობით ანტიოქიიდან იყო, ეროვნებით სირიელი, პროფესიით ექიმი. ის მოციქულთა მოწაფე და მიმდევარი გახდა და პავლეს დაჰყვებოდა თან ამ უკანასკნელის წამებამდე. ლუკა ღვთის სამსახურში დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, უცოლშვილოდ და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- წმინდა ლუკა მახარებელი დაიბადა სირიის ქალაქ ანტიოქიაში. ცნობილია, რომ ლუკა არ ყოფილა იუდეველი. მიუხედავად მისი არაებრაული წარმოშობისა ის საკმაოდ კარგად იცნობდა საღმრთო შჯულს. ებრაელები იუდეველთა სარწმუნოების მიმღებ წარმართებს „კარიბჭის ხიზნებს (მწირებს )“ უწოდებდნენ, ხოლო ამ წარმართთაგან წინადაცვეთილნი - „სიმართლის ხიზნებს “. ქრისტიანულ ეკლესიაში პირველი იყო ეთიოპიელი დედოფლის დიდმოხელე-საჭურისი;
„და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ. -(საქ. მოც. 8:27-40)“
|
რომაელი ასისთავი კორნილიუსი;
ერთ-ერთი იერუსალიმის პირველ შვიდ დიაკონთაგანი - ნიკოლოზი...
მოციქულმა ლუკამ მშობლიურ ქალაქ ანტიოქიაში, რომელიც საგანმანათლებლო კერად იყო ცნობილი, ჯეროვანი აღზრდა-განათლება მიიღო, სადაც დაეუფლა მკურნალობასაც. მას ასევე მიიჩნევენ უბადლო მხატვრად და ზოგადად მცოდნე ადამიანად. მას შემდეგ, რაც უფლის მოძღვრებამ გალილეიდან სირიაშიც ჩააღწია, ლუკაც ჩამოვიდა და შეუერთდა ქრისტეს.
ლუკა მოციქულის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“ - რედ. ბ. ხარაიშვილი, თბილისი 2008 წ.