არეთა კესარიელი
არეთა კესარიელი[1] (ბერძნ. Ἀρέθας, დ. 860 წ. — გ. 932 წ.) — კაპადოკიის კესარიის მთავარეპისკოპოსი (902 წლიდან), ბიზანტიელი მწერალი, ფილოლოგი, ლიტერატურის დიდი მოყვარული და კომენტატორი.
შრომები
რედაქტირებაარეთა კესარიელის უშუალო ხელმძღვანელობით შედგა საეკლესიო და საერო ნაწარმოებების რამდენიმე კრებული. მისი უშუალო მხარდაჭერით გადაიწერა ხელნაწერები, რომელთა შორისაა ევკლიდეს თხზულების ხელნაწერები, რიტორ არისტიდესა და პლატონის თხზულებების ცნობილი კრებული: „პატმოსის კოდექსი.[2]“ მასვე ეკუთვნის წერილები და რამდენიმე წვრილი ტრაქტატი. არეთას ასევე შენიშვნები დაურთავს მარკუს ავრელიუსის თხზულებისთვის „ფიქრები“ (ახ. წ. 175 წელი[3]). განსაკუთრებით საგულისხმოა მისი წერილები, რომლებშიც მოცემულია მნიშვნელოვანი ცნობები X საუკუნის ბიზანტიის საშინაო ვითარებასა და თვით არეთას პირად ცხოვრებაზე.
არეთა კესარიელის შრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მის ბერძნულ ენაზე შესრულებულ კომენტარებს „აპოკალიფსისზე“. მსგავსი ტიპის შრომა მანამდე შესრულებული ჰქონდა ანდრია კესარიელს და სწორედ მისი ნაწერები უნდა გამოეყენებინა არეთას თავის სქოლიაში. ეს კომენტარები პირველად გამოვიდა 1535 წელს ეპისკოპოს ტრიკეს ეკუმენის თხზულებების დამატებად.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 33.
- ↑ ყაუხჩიშვილი სიმონ, ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, 1973, გვ. 195
- ↑ Gourinat, Jean-Baptiste. "Chapter 27: Ethics". In Marcel van Ackeren. A Companion to Marcus Aurelius. Blackwell Companions to the Ancient World. John Wiley & Sons. p. 420. ISBN 978-1-118-21984-3.